გაიარეთ მარტივი ტესტი და შეიტყვეთ რა გელოდებათ მომავალ ერთ თვეში

400

გთავაზობთ გაიაროთ პატარა ტესტი და გაიგოთ, როგორ გაატარებთ მომავალ 30 დღეს…

აირჩიეთ კარტი და იხილეთ პასუხები:

კარტი #1

მოემზადეთ ცვლილებებისთვის. ნუ შეგეშინდებათ ძველი კარის მიხურვა და ახალი მიმართულების აღება. ნუ შეგაშინებთ სირთულეები. წარმოიდგინეთ, რომ შიში – ეს შავბნელი ძალაა, რომელიც ხელს გიშლით მიზნების მიღწევაში. ენდეთ საკუთარ თავს, გახდით ცოტათი ეგოისტი – ჯანსაღი ეგოიზმი ნამდვილად არ გავნებთ.

კარტი #2

ნუ დააჩქარებთ მოვლენებს, მოიკრიბეთ მოთმინება და იყავით დარწმუნებული, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. მომდევნო 30 დღე – ემოციური თვეა თქვენთვის, ამიტომაც ეცადეთ წვრილმანებზე არ იდარდოთ. ხშირად ისეირნეთ, მოუსმინეთ მუსიკას და მოდუნდით.

კარტი #3

დროა, გადახედოთ საკუთარ ცხოვრებას. თუ გრძნობთ, რომ ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავს, გახსოვდეთ, ყველაფრის შეცვლა შეგიძლიათ. დაიწყეთ წვრილმანებით: შეიცვალეთ მარშრუტი, რომლითაც სახლში ბრუნდებით. გაემგზავრეთ მეზობელ ქალაქში უქმე დღეებზე ან ეწვიეთ ახალ კაფეს. ყველაფერი თქვენს ხელთაა. ირგვლივ უამრავი შესაძლებლობაა, საკმარისია ფართოდ გაახილოთ თვალები.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს