ჩემმა ქალიშვილმა აცრემლებულმა დამირეკა და მითხრა, რომ მეზობელს მისი ქმარი სხვა ქალთან ერთად ენახა, როგორც ჩანს, საგვარეულო წყევლა ამოქმედდა

1809

ახალგაზრდა სიძე სევდიანი ფიქრების მიზეზია. განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენი ქალიშვილი მას თქვენს უკითხავად მისთხოვდა. მართლაც, ეს ხომ უცხო ადამიანია, რომელსაც ახლა ყოველ მიზეზს გარეშე უნდა ენდოთ. ქალიშვილი ბედნიერია, დედ-მამა კი – ღელავს: როგორი წარსული აქვს, ვინ არიან მისი მშობლები? ადრე ამ საკითს სრული სერიოზულობით ეკიდებოდნენ, ახლა დრო შეიცვალა.

ადრე მშობლები შვილებს ეხმარებოდნენ, მაგრამ კისერზე არ ისვამდნენ. დღეს კი ახალგაზრდა ოჯახი ქორწილში საჩუქრად ბინას ან მანქანას იღებს. რატომ? რომ ორი წლის შემდეგ თითოეული თავისი გზით წავიდეს?

ახალგაზრდა სიძე

ჩვენს ოჯახს მამაკაცებში არ უმართლებს. მამაჩემმა, 14 წლიანი ბედნიერი ქორწინების შემდეგ, მოულოდნელად ვეღარ გაუძლო და სმა დაიწყო. არც დედაჩემს უჯერებდა და არც თავის კოლეგებს. ერთხელაც, ის სახლიდან წავიდა. მან მთელი ქონება ჩვენ დაგვიტოვა და გაქრა. მოგვიანებით, მეზობლებმა გვითხრეს, რომ სადგურში შენიშნეს. ალბათ ცხოვრების თავიდან დაწყება გადაწყვიტა. მე ეს არ მესმის.

ჩემი მეუღლე, ულამაზესი მამაკაცი, ჩემგან სხვა ქალთან წავიდა. მას შემდეგ ის ჩემთვის უცხო ადამიანია. მე საერთოდ არ მომნატრებია, მან კი, როგორც ჩანს, ჩემი და ჩემი ქალიშვილის არსებობა დაივიწყა. არავითარი ალიმენტი. მამაჩემისგან განსხვავებით, ის კეთილშობილებით არ გამოირჩეოდა. თავისი ბინიდან გამოგვაგდო და უარაფროდ დაგვტოვა. კიდევ კარგი, რომ დედაჩემმა შეგვიფარა მე და ჩემი ქალიშვილი.

ამის შემდეგ გადავწყვიტე, რომ რომანტიკული ურთიერთობები და სიყვარული არ მჭირდებოდა. ეს ყველაფერი სიცრუე და გამოგონილი ამბავია გულუბრყვილო ქალებისთვის, რომელთაც ცხოვრების არაფერი ესმით. დროთა განმავლობაში, ჩემი თავდაჯერებულობა სადღაც გაქრა, მაგრამ სხვა მამაკაცი აღარ გამიცვნია. ამის ნაცვლად სხვა საქმით დავკავდი: ფული შევაგროვე, ბილეთი შევიძინე და საზღვარგარეთ გავემგზავრე სამუშაოდ.

ჩემი ქალიშვილი წინააღმდეგი არ ყოფილა. მან თავადაც უკეთესად სწავლა დაიწყო და ყურადღება ბიჭებთან ურთიერთობებზე არ ჰქონდა გადატანილი. 6 წლის შემდეგ ჩამოვედი და საკმაოდ კარგი თანხა ჩამოვიტანე. ვფიქრობდი, რომ ჩემი შვილი არ უნდა დასჯილიყო ჩემი ოჯახური დრამების გამო. თმის გათეთრებამდე ხომ არ იცხოვრებდა ჩემთან და ბებიამისთან ერთად? დაე, მან საკუთარი მომავალი შექმნას, კომფორტში, ცალკე.

მართალი აღმოვჩნდი. ორიოდე თვის შემდეგ გაირკვა, რომ მას შეყვარებული ჰყავდა და ეს ურთიერობა სერიოზული იყო. მე მისი გაცნობა მოვინდომე, რათა გამეგო, ჩემი მომავალი სიძე რას წარმოადგენდა. ჩვენი შეხვედრა შედგა და ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ახალგაზრდა მამაკაცი ყვავილებით მოვიდა, მას სუფთა და გაუთოებული სამოსი ეცვა. მოკლედ, პირველი შთაბეჭდილება დადებითი იყო.

გიორგიმ თავის მშობლებზე, გატაცებებსა და სამსახურზე ისაუბრა. ჩვეულებრივი უბრალო ოჯახია, მაგრამ ერთადერთი ვაჟი კარგად აღზარდეს. პროფესიით ის მზარეულია. თავისი საქმე უყვარს, მაგრამ საკმაოდ ადრე აღმოაჩინა, რომ მისი მომავალი სამსახურის პერსპექტივები საკმაოდ ბუნდოვანია. ასე რომ, ცოტა ხნის წინ ის კომპიუტერული ტექნოლოგიების კურსებზე მოეწყო.

ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს, რომ ძალიან მდიდრული ქორწილი არ გადაეხადათ, მით უმეტეს, რომ არც სტუმარი ჰყავდათ ბევრი. ეს მოვიწონე, რა საჭიროა დაპატიჟო ადამიანები, რომლებიც შეიძლება აღარასოდეს ნახო? მე კი საქორწილო საჩუქრის სახით შევატყობინე, რომ მათთვის ბინის ყიდვას ვაპირებდი. განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ ახალგაზრდა ოჯახისთვის სახლი ყველაზე შესაფერისი საჩუქარია.

ჩემი ქალიშვილის გათხოვების შემდეგ, მასთან ისევ ხშირი ურთიერთობა მქონდა. ვცდილობდი, მათთან ხშირად და დარეკვის გარეშე არ მივსულიყავი. ის კი სიამოვნებით მოდიოდა ჩემთან რჩევის საკითხავად. ჩემი სიძეც სიამოვნებით მოდიოდა, თუ მისი დახმარება მჭირდებოდა. ყველაფერი კარგად იყო. გიორგი, კურსების შემდეგ ახალ სამსახურში აიყვანეს.

ყველაფერი შესანიშნავად იყო, მაგრამ ერთ დღეს ჩემი ქალიშვილი აცრემლებული მოვიდა ჩემთან. მოხუცმა მეზობელმა, რომელიც პირველ სართულზე ცხოვრობს, უთხრა, რომ მისი ქმარი სხვა ქალთან ერთად ნახა. ის ქალი მათ მეზობლად ცხოვრობს, ქმარს გაშორებულია და სავსებით მზად არის ახალი ურთიერთობებისთვის. ამის შემდეგ მას თავის ქმართან სერიოზული საუბარი ჰქონდა.

მოკლედ, ისევ ამოქმედდა საგვარეულო წყევლა. ამას სხვაგვარად ვერ ავხსნი. გიორგიმ ფული იშოვა და ახლა ფიქრობს, რომ მთელი სამყარო მისია. ის ნაკლებ ყურადღებას აქცევს თავის მეუღლეს და სხვა ქალებს დაუწყო ყურება. ჯერ არაფერი მომხდარა, მაგრამ მე ხომ ვიცი, რით შეიძლება დამთავრდეს ეს ყველაფერი. ახალგაზრდა სიძემ იმედები გამიცრუვა.

როგორ ავუხსნა ეს ჩემს შვილს, რა ვუთხრა? მე მამამისს დავშორდი და არავითარი ზომა არ მიმიღია სიტუაციის გამოსასწორებლად. და აი, რა მოხდა. უცხოეთში გატარებული წლები, ახლობლებისგან შორს ყოფნა. ვიცი, რომ ამის გამო მანაც იზარალა. თუმცა, მის ადგილზე მე ზუსტად ასე მოვიქცეოდი. რატომაცა არა? სახლი აქვს, სამსახური აქვს. მერე კი, ვიღაც გამოჩნდება, ჯერ კიდევ ახალგაზრდაა…

მაგრამ, ისიც რომ მარტო დარჩეს, როგორც მე და დედაჩემი? მაშინ? მას ნამდვილად უყვარს თავისი ქმარი, მე ამას ვხედავ. იქნებ მოითმინოს და გიორგის აპატიოს? ჯერ ხომ ცუდი არაფერი მომხდარა. მათ ჯერ კიდევ შეუძლიათ სიტუაციის გამოსწორება და ბედნიერი ქორწინების შენარჩუნება.

გიორგი ამბობს, რომ ჯერ საკუთარ გრძნობებში ვერ გარკვეულა. მას დრო სჭირდება მოსაფიქრებლად. ჩემი ქალიშვილი კი ადგილს ვერ პოულობს. არ ვიცი, რა ვურჩიო, როგორც დედამ. ჩემს ქალიშვილს როგორც შემიძლია, ისე ვამშვიდებ. როდის შეწყვიტეს ადამიანებმა იმის დაფასება რაც აქვთ და რატომ არიან ასეთი გულგრილები ერთიმეორის გრძნობების მიმართ? თუმცა, შეიძლება ეს ყოველთვის ასე იყო და ახლა მე რაღაცას ვიგონებ…

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს