ახლოვდება წლის ყველაზე ძლიერი სარკისებრი თარიღი, ივლისში ის მისტიკურ დღესასწაულს ემთხვევა

0
7326

ივან კუპალას დღესასწაული 2023 წელს განსაკუთრებულად წარიმართება. კიდევ ერთი სარკისებრი თარიღი მოგცემთ შესაძლებლობას, რომ ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ. ამისთვის ეს დღესასწაული სწორად უნდა გაატაროთ. თუ როგორ, ამის შესახებ პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გიამბობთ.

ივან კუპალას დღესასწაული 2023 წელს

სარკისებრ თარიღებს განსაკუთრებული ძალა გააჩნია – ეს ჩვენ უკვე ვიცით. მაგრამ, როდესაც ისინი დიდი დღესასწაულების თარიღებს ემთხვევა, მათი სიძლიერე ბევრჯერ იზრდება. მალე ივან კუპალას დღესასწაულია, ეს კი ნიშნავს, რომ 07.07-ში საკუთარი ცხოვრების შეცვლის უნიკალური შესაძლებლობა მოგეცემათ. ნუ გაუშვებთ ხელიდან!

დავიწყოთ მთავარით – გამოღვიძებით. იდეალურ შემთხვევაში უნდა შეხვდეთ მზის ამოსვლას და მისცეთ მზეს საშუალება, რომ თქვენი სხეულის ყველა უჯრედი სითბოთი შეავსოს. 6 – 7 ივლისის ღამეს შეგიძლიათ სცადოთ ღამის გათენება ბუნებაში, კარავში. დილის შეგრძნებები, როდესაც ნამიან ბალახზე დადიხარ და მზეს ხვდები, შეუდარებელია.

სარკისებრ თარიღთან დაკავშირებული რიტუალები შეიძლება ოსტატურად იყოს შერწყმული ივან კუპალას ტრადიციებთან. სხვათა შორის, ადრე ამ დღესასწაულს ზაფხულის მზებუდობის დღეს აღნიშნავდნენ. მაშინ ყველა წარმართული რიტუალი მიზნად ისახავდა ყველა სტიქიასთან შეერთებას.

7 ივლისი ისე უნდა გაატაროთ, რომ არაფერმა შეგაწუხოთ. გასაგებია, რომ ამ დღეს უქმე დღე ყველას ვერ ექნება. სამაგიეროდ, შეგიძლიათ სამსახურში დაასრულოთ ყველა დაწყებული პროექტი და გადაჭრათ ამოცანები, რომლებიც უკვე დიდი ხანია მოუგვარებელია. სამყარო კურთხევას მოგცემთ!

გარდა ამისა, ამ დღეს შეგიძლიათ წამოიწყოთ ახალი საქმე ან დაკავდეთ იმ საქმიანობით, რაც ძალიან მოგწონთ. მაგალითად, ცეკვის პირველ გაკვეთილზე მიხვიდეთ ან იოგაზე. თუ მშვიდი და მოზომილი დასვენება გიყვართ, შეგიძლიათ საინტერესო წიგნი წაიკითხოთ ბუნებაში. ამასთან ერთად შეგიძლიათ მზის ჩასვლითაც დატკბეთ.

7 ივლისს კონცენტრირდით თქვენს გრძნობებსა და სურვილებზე. თუმცა ეს მხოლოდ სარკისებრ თარიღზე არ უნდა გააკეთოთ. გახსოვდეთ, რომ საკუთარ თავს უნდა გაუფრთხილდეთ. გაახარეთ საკუთარი თავი იმით, რასაც ყოველთვის გადადებთ ხოლმე დროის უქონლობის გამო. ეს დღე უნდა იყოს მაქსიმალურად სასიამოვნო და მშვიდი.

შესაძლოა ამ დღეს გაუმართლოს მათ, ვინც დიდი ხანია ურთიერთობებში იმყოფება. მაგალითად, შეიძლება საყვარელმა ადამიანმა ხელი გთხოვოთ. ნუმეროლოგები ამ დღეს რაიმე საქველმოქმედო პროექტში გვირჩევენ მონაწილეობის მიღებას. ან ეს დამოუკიდებლად უნდა გააკეთოთ. სხვა ადამიანების ან ცხოველების დახმარებით საკუთარ ცხოვრებაში წარმატებასა და სიმდიდრეს მოიზიდავთ.

აკრძალვები და რჩევები: როგორ უნდა ჩავიფიქროთ სურვილი 07.07. 2023

შეეცადეთ, რომ ამ დღეს არავის ეჩხუბოთ. თავიდან უნდა აირიდოთ ყველანაირი ნეგატივი და კონფლიქტი. თუ ხედავთ, რომ კონფლიქტური სიტუაცია იქმნება, გადადგით ნაბიჯი ადამიანთან შესარიგებლად.

ბევრი სარკისებრ თარიღებს სურვილების ჩასაფიქრებლად ელოდება. ამის გაკეთება სხვადასხვანაირად შეიძლება. მე ყველაზე მეტად ქაღალდის ფურცლით მომწონს. ეს ყველაზე მარტივი მეთოდია. საკუთარი სურვილი 7-ჯერ უნდა დაწეროთ A4 ფურცელზე. შემდეგ უნდა ამოჭრათ ზოლები სურვილებით და ისინი ძილის წინ ბინის სხვადასხვა ნაწილში დაალაგოთ. მნიშვნელოვანია, რომ ერთი ზოლი ბალიშის ქვეშ მოათავსოთ.

დასაძინებლად ძალიან გვიან ნუ დაწვებით. 7 – 8 ივლისის ღამეს კარგად უნდა გამოიძინოთ. ძილის წინ შეგიძლიათ მედიტაციას მიმართოთ ან საყვარელ მუსიკას მოუსმინოთ. ეს ყველაფერი იმისთვის არის საჭირო, რომ კარგი ფიქრებით ჩაგეძინოთ.

დილით ყველა ფურცელი უნდა შეაგროვოთ და დაწვათ. წარმოიდგინეთ, რომ ამ რიტუალს სახლის პირობებში ატარებთ. ამას განსაკუთრებული მაგია ახლავს! მაგალითად, ამისთვის შეგიძლიათ რაიმე ლამაზი სპილენძის ჭურჭელი გამონახოთ.

სულ ეს არის! ვიმედოვნებთ, რომ 7 ივლისს სასიამოვნოდ გაატარებთ. დაე, სამყარომ მოისმინოს თქვენი სურვილები!