ყველა დედა ცოტათი შერლოკ ჰოლმსია, რომელსაც, ხანდახან, ამ ჩვენი ინგლისელი დეტექტივების მსგავსად, გარკვეული დანაშაულების გახსნა უწევთ. როგორ გავიგოთ, თუ ვის კისერზეა დამსხვრეული ლარნაკის ცოდვა, თუ თქვენ წინაშე სამი უდანაშაულო მოზარდია, რომლებსაც ერთნაირად არ სურთ თავიანთი ბრალეულობის აღიარება? გამოიცანით ეს გამოცანა თქვენი ანალიტიკური შესაძლებლობების განსავითარებლად.
დედა – ნათია – ანტიკვარული ნივთების დიდი მოყვარულია, ამიტომ, როცა დაბადების დღეზე ფაიფურის საკოლექციო ლარნაკი აჩუქეს, აღტაცებისგან შეუძლოდაც კი გახდა. ვაჟს მკარად აუკრძალა ჭურჭელთან მიახლოება, რომ არ გაეტეხა. ვაჟი – ალექსანდრე – დამჯერი ბიჭია და დედა უყვარს, თუმცა, ერთი პატარა თვისება აქვს: უყვარს სტუმრად თავისი მეგობრების – ილიასა და დავითის – მოწვევა. ცალკე ეს სამეული სრულიად უსაფრთხოა, თუმცა, ერთად ნამდვილი ქაოსის შექმნა შეუძლიათ.
ერთხელ, ნათია დაქალთან წავიდა და ვერ შეამჩნია, თუ როგორ შეუთანხმდა მისი ვაჟი მეგობრებს სახლში სათამაშოდ შეკრებაზე. ბავშვებმა აიღეს ბურთი და დაიწყეს თამაში, ისე გაერთნენ, რომ დედის ძვირფასი ლარნაკი შემოატყდათ. ახლა დანაშაული რომელიმემ უნა აღიაროს.
მარცხნივ – ილია, შუაში დავითი, ხოლო მარჯვნივ – ალექსანდრეა.
დედა საკმაოდ სწრაფად დაბრუნდა, თუმცა სურათი, რომელიც სახლში დახვდა, მისთვის შემზარავი აღმოჩნდა: იატაკზე მიყრილი ნივთები, გაწითლებული ბიჭები და საყვარელი ლარნაკის იატაკზე ობნეული ნამსხვრევები. ყველა შეკითხვასა და ბრალდებას ბიჭები უარყოფენ. შეძლებს თუ არა დედა იმის გამოცნობას, თუ ვინაა დამნაშავე ამ უწესრიგობაში, პირდაპირ დანაშაულის ცხელ კვალზე?
თქვენი თავი წარმოიდგინეთ დედა ნათიას ადგილას და დაეხმარეთ მას იმის გაგებაში, თუ ვის მიუძღვის რეალური ბრალი. შეცდომის შემთხვევაში ხომ ბავშვები აღარ მოვლენ სათამაშოდ და ალექსანდრეც მეგობრებს დაკარგავს.
მოდით, ერთად გავერკვეთ:
პასუხი: დავითს აცვია სანდლები, ამიტომ იგი ფეხბურთს ვერ ითამაშებდა. ილიას სპორტული ფორმა აცვია, თუმცა, ბურთით თამაშისთვის არც მას აცვია შესაფერისი ფეხსაცმელი. ალექსანდრეღა რჩება. დიდი ალბათობით, მან ნათიას არყოფნით ისარგებლა, აიღო საყვარელი ბურთი და უბრალოდ ისროლა იქ, სადაც არ უნდა ესროლა.
თქვენ ვისზე გქონდათ ეჭვი? რატომ?