არასოდეს გააკეთოთ ეს 5 რამ სავსემთვარეობის დროს, რათა არ მოიზიდოთ პრობლემები თქვენს სახლში

0
870

2023 წლის ივლისის სავსემთვარეობა 3 ივლისს იქნება. ეს ნიშნავს, რომ თქვენ ჯერ კიდევ გაქვთ საკმარისი დრო ამ მოვლენისთვის მოსამზადებლად. უბრალოდ არის რაღაცები, რაც არ უნდა გააკეთოთ ამ დღეს. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში დეტალურად გიამბობთ, თუ რა საქმეებზე უნდა თქვათ უარი სავსემთვარეობის დროს.

2023 წლის ივლისის სავსემთვარეობა

როდესაც მთვარე სავსე მთავრის ფაზაში შედის, ის ყოველთვის მიუთითებს რაიმე ციკლის დასრულებაზე. ამიტომ 3 ივლისი არ არის შესაფერისი დღე ახალი წამოწყებისთვის. ეს ეხება სამსახურს, პირად ურთიერთობებს და უბრალოდ გეგმებს. რაიმე ახლის დაწყებასთან დაკავშირებული ყველა საქმე, უნდა გადაიდოს.

თუ წინააღმდეგ წახვალთ და სამსახურში ახალ პროექტს წამოიწყებთ, პრობლემებს ელოდეთ. მაგალითად, მომხმარებელმა შეიძლება უარი თქვას დაგეგმილ საქმეზე. ან პრობლემები დავალებების შესრულებისას წარმოიქმნება. არ გამოვრიცხავთ, რომ საქმე შემცირებით ან თუნდაც სამსახურიდან გათავისუფლებით დასრულდეს.

განსაკუთრებული გაფრთხილება მათთვის, ვინც მეორე ნახევრის აქტიურ ძებნაშია. 2023 წლის 3 ივლისს უმჯობესია უარი თქვათ ნებისმიერ პაემანზე და რომანტიკულ შეხვედრებზე. ეს არ არის საუკეთესო დრო ურთიერთობის დასაწყებად.

საქმე ისაა, რომ სავსემთვარეობის დღეს ადამიანს შეიძლება სხვადასხვა ემოციებმა სძლიოს. სამწუხაროდ, ყოველთვის არ არის შესაძლებელი მათი გაკონტროლება. პრობლემები თუ არ გინდა, სასიყვარულო პერიპეტიებში ნუ ჩაერთვები. ეს არ არის შესაფერისი დრო თავგადასავლებისთვის.

რა არ უნდა გააკეთოთ სავსემთვარეობის დღეს

ამავე მიზეზით, სავსემთვარეობის დროს არ უნდა მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. დიდი ალბათობით, მოგვიანებით ინანებთ, მაგრამ ვერაფერი გამოსწორდება. ამ დღეს რაციონალურად ვერ იფიქრებთ. ეს არ არის ის შემთხვევა, როდესაც თქვენს ემოციებს უნდა მიჰყვეთ, რადგან შედეგად შეიძლება წაგებული აღმოჩნდეთ.

თუ 3 ივლისს ვინმეს თქვენთან სერიოზული საუბარის წამოწყება მოუნდება, შეეცადეთ გადადოთ. დამიჯერეთ, რომ თქვენთვისაც და თქვენი თანამოსაუბრისთვისაც უკეთესი იქნება. ნუ გადაწყვეტთ რაიმე რთულ საკითხებს, უბრალოდ მიეცით საკუთარ თავს დრო.

სავსემთვარეობის დღეს სპეციალისტები გვირჩევენ, რომ სახლი არ დავალაგოთ. არ შეიძლება მუშაობა ბაღში ან ბოსტანში. თუ 3 ივლისს გენერალური დასუფთავების ჩატარებას გადაწყვეტთ, შესაძლოა სივრცე, რომელშიც ცხოვრობთ უარყოფითი ენერგიით აავსოთ.

დასუფთავებისთვის იდეალური დრო არის რამდენიმე დღე სავსემთვარეობამდე ან მის შემდეგ. უფრო მეტიც, ივლისში სავსემთვარეობა ორშაბათს იქნება. ნუთუ ვინმეს გაუჩნდება სურვილი, რომ სახლის დალაგებით კვირის ყველაზე დატვირთულ დღეს დაკავდეს? გადადეთ ეს შაბათ-კვირისთვის!

ამ დღეს არ წამოიწყოთ სარემონტო სამუშაოები. ხოლო თუ რემონტს უკვე აკეთებთ, მაშინ 3 ივლისს უმჯობესია დაისვენოთ. სავსემთვარეობის წინა დღეს ბინიდან არაფერი არ გაიტანოთ. მაშინაც კი, თუ რომელიმე მეზობელმა გთხოვათ რაიმეს სესხება, შეეცადეთ ტაქტიანად უთხრათ უარი.

რჩევა

ამ ყველაფერთან ერთად, გირჩევთ, უარი თქვათ დიდ შესყიდვებზე და ფინანსურ ინვესტიციებზე. შეყვარებულმა წყვილებმა უმჯობესია საქორწილო ცერემონია ამ დღისთვის არ დაგეგმონ. თუ გსურთ, რომ ამ წელიწადმა მშვიდად ჩაიაროს, შეეცადეთ გაითვალისწინოთ ჩვენი რეკომენდაციები.

ჩვენ ასევე გირჩევთ, ამ დღეს არ გაიცნოთ ახალი ადამიანები, რადგან ეს სარისკოა. მაგრამ თუ იცით, როგორ მართოთ თქვენი ემოციები და ცივი გონებით იმოქმედოთ, მაშინ შეგიძლიათ გაიცნოთ. უბრალოდ გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი საეჭვო კომპანია ჩვეულებრივ დღესაც არ მოგიტანთ სიკეთეს.

აკრძალვებზე უკვე ვისაუბრეთ, ახლა კი – რის გაკეთება შეიძლება სავსემთვარეობის დღეს. ეს დღე საკუთარი თავის სასარგებლოდ გაატარეთ, გააკეთეთ ის, რაც გსიამოვნებთ. შეგიძლიათ შეხვდეთ ახლობელ ადამიანებს, მოამზადოთ გემრიელი სადილი და ერთად აღფრთოვანდეთ სავსე მთვარის სილამაზით.