მთელი ცხოვრება უძილობა მტანჯავდა, არადა მხოლოდ სამზარეულოში გასვლა და საძინებელში სამი ფოთლის შემოტანა იყო საჭირო

1655

უძილობა თანამედროვე ადამიანის განუყოფელ ნაწილად იქცა. ცხოვრების რიტმი, სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის სიუხვე – ხელს უწყობს უძილობის განვითარებას. ბევრს არ შეუძლია დაიკვეხნოს, რომ დღეში 8 საათი სძინავს. ბევრი ადამიანი ღამით მუშაობს და დღისით იძინებს. ზოგს მხოლოდ 5 საათი სძინავს. ეს ყველაფერი უარყოფითად მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობასა და დღეგრძელობაზე.

ეს ყველაფერი იწვევს იმას, რომ დილით დაღლილები ვიღვიძებთ და არა დასვენებულები. დაღლილობის სინდრომი ყოველწლიურად მხოლოდ იზრდება. თითქოს ფიქრობ, რომ როგორც კი თავი ბალიშს შეეხება მაშინვე ჩაგეძინება, მაგრამ ყველაზე ბოლო მომენტში ძილი უკან იხევს. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, თუ რა შეუწყობს ხელს დაძინებას უძილობის დროს.

როგორ დავიძინოთ უძილობის დროს

დღეს ვისაუბრებთ უძილობის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ეფექტურ მეთოდებზე. ასევე გვაქვს კარგი რეცეპტი დაძინებისთვის. ჯანსაღი ძილის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო საშუალებაა დაფნის ფოთოლი. გასაკვირი არ არის, რომ ეს მცენარე ძველ დროში ასე ფასდებოდა. იგი წმინდად და კეთილშობილურად ითვლებოდა.

დაფნის ფოთოლი დღესაც არანაკლებ მნიშვნელოვანია თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში. ის არის უნივერსალური სუნელი კერძების უმეტესობისთვის და ძალების აღმდგენი მთავარი საშუალება.

თუ უძილობას და დაღლილობას გრძნობთ და ღამით ვერ იძინებთ, უბრალოდ აიღეთ სამზარეულოდან რამდენიმე ცალი დაფნის ფოთოლი. ის შეგიძლიათ მოათავსოთ ბალიშის ქვეშ ან საწოლის ტუმბოზე. ასევე შეგიძლიათ მისთვის სპეციალური ჩანთა შეკეროთ და საწოლის თავთან ჩამოკიდოთ.

როგორც არ უნდა გამოიყენოთ, შედეგი იგივე იქნება – თქვენ ძილი და სიმშვიდე დაგიბრუნდებათ. დაფნის ფოთლის მსუბუქი არომატი მშვიდ და ღრმა ძილს უზრუნველყოფს მთელი ღამის განმავლობაში. მისი არომატი ამშვიდებს და აბალანსებს ადამიანის ნერვულ სისტემას და აქრობს შფოთს.

რჩევები ჯანსაღი ძილისთვის

თქვენი საწოლი სიმშვიდისა და ძილის ადგილია. არ გადააქციოთ იგი სასადილო ან სამუშაო ზედაპირად. საძინებელი უნდა იყოს სიმშვიდის კერა.

შეეცადეთ, გაიტანოთ ყველა საგანი, რომელიც გაღიზიანებთ. დატოვეთ ელექტრონული ხელსაწყოებისა და ყველა სახის მანათობელი მოწყობილობების მინიმუმი. დაიცავით დღის რეჟიმი, დაიძინეთ ერთსა და იმავე დროს. შეეცადეთ, რომ ამ დროისთვის დასრულებული გქონდეთ ყველა თქვენი საქმე და დაგეგმილი გქონდეთ შემდეგი დღე, რათა მსუბუქი თავით დაიძინოთ.

თუ დღის განმავლობაში გეძინებათ და დაღლილობას გრძნობთ, გამოყავით დრო დასაძინებლად, მაგრამ არ დაიძინოთ 15-40 წუთზე მეტი, რათა ბიორიტმი არ დაირღვეს და ღამით დაძინება არ გაგიჭირდეთ. ივარჯიშეთ ყოველდღიურად, მხოლოდ დილით. საღამოს შეგიძლიათ გააკეთოთ იოგას დამამშვიდებელი ვარჯიშები ან მსუბუქი გაჭიმვა.

მიეცით სხეულს მოდუნებისა და დასვენების საშუალება. არ ჭამოთ ძილის წინ და არასოდეს დაიძინოთ სავსე კუჭით. უმჯობესია, ივახშმოთ დაძინებამდე სამი საათით ადრე. ამ დროის განმავლობაში, თქვენს ორგანიზმს ექნება საკმარისი ძალა საჭმლის მონელებისა და გადამუშავებისთვის.

შეეცადეთ, რომ ძილის წინ სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ. ფეხით გასეირნება ხელს უწყობს წნევის ნორმალიზებას და სწრაფ ჩაძინებას. ძილის წინ აუცილებლად გაანიავეთ საძინებელი ოთახი. სუფთა ჰაერი აუცილებელია ორგანიზმისთვის. თქვენი საძინებელი უნდა იყოს მშვიდი, მყუდრო ადგილი, სადაც სიამოვნებით დაისვენებთ და მოიპოვოთ ძალას ახალი დღისთვის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს