ამ თვეში სტილისტთან ვგეგმავ წასვლას. მე ამ საკითხს ყოველთვის ყურადღებით ვუდგები. 2023 წლის ივლისის თმის შეჭრის მთავრის კალენდარში ჩავიხედე და იმიჯის შესაცვლელად საუკეთესო თარიღი ამოვირჩიე. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ამასთან დაკავშირებულ ნიუანსებს გაგიზიარებთ!
როგორ მუშაობს მთვარის თმის შეჭრის კალენდარი? სინამდვილეში, ყველაფერი ძალიან მარტივია. მთვარის ფაზებიდან გამომდინარე, არსებობს ხელსაყრელი და არახელსაყრელი დღეები სილამაზის სალონში სტუმრობისთვის. თუ თმას არასასურველ დღეს შეიჭრით, შესაძლოა საკუთარ თავს უბედურება მოუტანოთ: დაავადდეთ, დაკარგოთ ფული ან ვინმესთან იჩხუბოთ.
პრობლემები შეიძლება წარმოიშვას სამსახურში ან პირად ცხოვრებაში. ყველაზე ცუდი ის არის, რომ შეუძლებელია ამ მოვლენის შედეგის პროგნოზირება. ამიტომ, გონიერი ქალბატონები ყოველთვის ითვალისწინებენ, თუ რომელ ფაზაში იქნება მთვარე თმის შეჭრის დღეს.
ეზოთერიკოსები თვლიან, რომ თმაში დიდი ძალაა. როდესაც ვარცხნილობას ვიცვლით, იცვლება ჩვენი ბიოენერგეტიკაც. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, შესაფერისია თუ არა დღეები თმის შეჭრისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია სერიოზული ზიანი მიაყენოთ საკუთარ თავს.
ივლისის ყველაზე ხელსაყრელი თარიღებია 18, 19 და 22. ამ დღეებში მთვარე მზარდია. ამ დღეებში შეგიძლიათ თმა შეიჭრათ, შეიღებოთ და ვარცხნილობა გაიკეთოთ. ასევე, სალონში წასასვლელად კარგი დღეებია: 3, 12, 15, 20, 21 და 31 ივლისი.
სხვათა შორის, მთვარის ფაზები პირდაპირ გავლენას ახდენს იმაზე, თუ რა სიჩქარით გაიზრდება თმა – თმის შეჭრის შემდეგ. ეს ასევე გავლენას ახდენს თმის ხარისხზე. შესაძლოა, თმის ცვენამ მოიმატოს, თუ არასასურველ დღეს წახვალთ სილამაზის სალონში. ასევე არსებობს ქერტლის გაჩენის შესაძლებლობა.
როდის არ უნდა შეიჭრათ თმა ივლისის თვეში
თუ გსურთ, რომ თმა უფრო სწრაფად გაიზარდოს, მაშინ მზარდი მთვარის დღეები შეარჩიეთ. თუ დაიღალეთ სალონში ხშირად სიარულით, რადგან თმა სწრაფად გეზრდებათ, მაშინ შეარჩიეთ თარიღები, როდესაც მთვარე იკლებს. გარდა ამისა, ამ დღეებში ასევე სასარგებლოა თმის ვარცხნილობის შეცვლა იმ მიზეზით, რომ თმა გაძლიერდება და თმის ცვენა ნაკლებად შეგაწუხებთ.
ახალმთვარეობაზე (17 ივლისი) უმჯობესია სალონში საერთოდ არ წახვიდეთ. ამბობენ, რომ ამ დღეს შეჭრილი თმა წარმოადგენს ცხოვრების წლებს, რომელსაც ადამიანი იკლებს. გჯერათ ამის?
თუ თმის ფერის შეცვლას აპირებთ, ამისთვის აირჩიეთ შემდეგი დღეები: 5, 12, 18 და 21. თმის დახვევისა და სხვა მანიპულაციებისთვის შესაფერისია 12, 14, 15, 22 და 31 ივლისი. ყველაზე არახელსაყრელი დღეებია 7, 14 და 16 ივლისი.
ხელსაყრელი და არახელსაყრელი დღეების გარდა, არსებობს ასევე ნეიტრალური დღეებიც. ეს ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ შეიჭრათ თმა და შეიცვალოთ იმიჯი. თუმცა უმჯობესია არ გადაწყვიტოთ რაიმე მკვეთრი ცვლილება, რათა ზედმეტად არ გარისკოთ.
თუ თმის შეღებვა ნათელ მოულოდნელ ფერში გსურთ, უმჯობესია აირჩიოთ თარიღები, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრეთ. თუ მხოლოდ წინამოს შეჭრა გინდათ, ამისთვის შესაფერისია შემდეგი რიცხვები: 4, 5, 6, 8, 9, 10, 11, 13, და 17. გარდა ამისა, 23 ივლისიდან 30 ივლისამდე დღეები ნეიტრალურად ითვლება.
დაე, ეს კალენდარი დაგეხმაროთ ცვლილებებისთვის გადაწყვეტილებების მიღებაში. ზოგჯერ გარეგნობის შეცვლა ქალისთვის აუცილებელია, მაგრამ მას ამის ეშინია. ნუ ინერვიულებთ! მთავარია – კარგი ოსტატის არჩევა, თმის შეჭრა-შეღებვასთან დაკავშირებული მომავალი ცვლილებების მასთან ერთად განხილვა და მასთან თმის შეჭრისთვის ხელსაყრელ დღეს მისვლა. წარმატებებს გისურვებთ!