ამ ბოლო დროს კარგ განწყობაზე საერთოდ არ ვარ, მაგრამ ახალი თვე ყოველთვის გვაძლევს იმედს, რომ მალე რაღაც კარგი მოხდება. ამას ტამარა გლობას ივლისის ახალი ჰოროსკოპიც ადასტურებს. რა ელის ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს ზაფხულის შუა პერიოდში – ამის შესახებ პაპარაცის დღევანდელ სტატიაში წაიკითხეთ.
ივლისის ჰოროსკოპი ტამარა გლობასგან
ვერძს ივლისში დიდი ცვლილებები ელოდება. ასტროლოგი გვირჩევს, მეტი დრო დაუთმოთ ოჯახს და ახლობლებს. მათ თქვენი დახმარება დასჭირდებათ. ამასთან, გაჩნდება ინტერესი ახალი საქმეების მიმართ. გაგიჩნდებათ რაღაცის შექმნის სურვილი, შემოქმედებითი საქმიანობით დაკავდებით. ასევე დაიწყებთ აქტიურ მონაწილეობას სოციალურ აქტივობებში. ამან შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენს ცხოვრებაზე მომდევნო 2 წლის განმავლობაში.
კურო დროს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად გაატარებს. სწავლისთვის მრავალი ახალი შესაძლებლობა გაჩნდება, როგორც სამშობლოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ივლისი იდეალური თვეა სპორტისთვის და აქტიურ ადამიანებთან დასვენებისთვის. მაგრამ არ დაივიწყოთ თქვენი ძველი საქმიანობა. სწორედ ის მოგიტანთ შემოსავალს.
ტყუპებს ივლისში რთული პერიოდი აქვთ. ძალიან ბევრი აურზაურია ფინანსებთან და ხარჯებთან დაკავშირებით. ნუ მისცემთ ნაცნობებს თქვენთვის ხელის შეშლის უფლებას. მიჰყევით მკაფიოდ განსაზღვრულ გზას და სასურველ შედეგს მიიღებთ. თვის ბოლოს შთაგონებული იქნებით ახალი გეგმების დასაგეგმად. და სადაც გეგმებია, შესაძლებლობებიც იქვეა!
ივლისი კირჩხიბის თვეა. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ იღბალი თქვენი თანმდევი იქნება ყველა წამოწყებაში. თქვენი მთავარი აქცენტი ფულზე იქნება გადატანილი. თქვენ შეძლებთ თქვენი შემოსავლის გაზრდას. ივლისი კარგი დროა ახალი ადამიანების გაცნობისთვის. ასევე ზაფხულის შუა პერიოდში, კარიერული ცვლილებებიც გელოდებათ.
ასტროლოგიური პროგნოზი ლომის, ქალწულის, სასწორისა და მორიელისთვის
ივლისში ლომს დაეწყება აქტიური პერიოდი ყველა ფრონტზე. თქვენ დაიწყებთ მზადებას ახალი პროექტებისთვის და ყურადღების ცენტრში იქნებით. თუმცა ეს თვე არა მხოლოდ მნიშვნელოვან წარმატებებს, არამედ იმედგაცრუებებსაც მოიტანს. ეცადეთ ცივი გონებით იმოქმედოთ და ამის გამო განწყობა არ გაიფუჭოთ. გარდა ამისა, დადგება დრო, როდესაც ყველა პირადი პრობლემის მოგვარება მოგიწევთ.
ქალწულებს ცვლილებები და აჯანყებები მიიზიდავს. ამან შეიძლება გამოიწვიოს ცვლილებები თქვენს პირად ცხოვრებაში. გლობა გვირჩევს ოჯახთან და ახლობელ ადამიანებთან კავშირების შენარჩუნებას, რათა რაიმე შეცდომა არ დაუშვათ. ფულთან მიმართებაში განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი დაკარგვის რისკი არსებობს. სხვა დანარჩენში, ეს თვე თქვენთვის ხელსაყრელი იქნება.
ივლისი სასწორისთვის მეგობრული და ოჯახური შეკრებების თვე იქნება. არ გამოტოვოთ საყვარელ ადამიანებთან დროის გატარების შესაძლებლობა. ასევე, გამოჩნდება პერსპექტივები, რომლებიც დაკავშირებული იქნება სამომავლო გეგმებთან. ამ თვეში ბევრი რამ გექნებათ გასაკეთებელი, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ თქვენს ჯანმრთელობას. ნუ უგულებელყოფთ იმას, რაც გაწუხებთ!
მორიელებს სახლიდან მოშორებით ბევრი საინტერესო რამ ელოდებათ. ბევრი მგზავრობა მოგიწევთ, ასე რომ მოთმინება მოიკრიბეთ! სამსახურში შეიძლება ხელმძღვანელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეგექმნათ. თუმცა, თქვენ მალევე შეძლებთ ყველაფრის მოგვარებას და შემოსავლის ახალ წყაროს იპოვით. ამის წყალობით, თქვენ საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ და ისინი გარკვეულ გავლენას მოახდენენ თქვენს მომავალზე.
ივლისის ჰოროსკოპი ტამარა გლობასგან მშვილდოსნის, თხის რქის, მერწყულისა და თევზებისთვის
სახლიდან მოშორებით თქვენი პირადი გეგმები შეიძლება ჩაიშალოს. ამას სამსახური შეუშლის ხელს. გარდა ამისა, ყურადღება უნდა მიაქციოთ ჯანმრთელობის საკითხებს. აი, ასეთი რთული ივლისი ელოდებათ მშვილდოსნებს. მიუხედავად ამისა, ცხოვრებაში დგება შემოქმედებითი და ახალი წამოწყებების პერიოდი. არ გამოტოვოთ თქვენი ცხოვრების რადიკალურად შეცვლის შესაძლებლობა.
თხის რქები ივლისში ოჯახითა და ბავშვებით იქნებიან დაკავებული. ამას შეიძლება მოჰყვეს მოულოდნელი ფინანსური ხარჯები. ფული გონივრულად უნდა დახარჯოთ, რადგან უახლოეს მომავალში შეიძლება გამოგადგეთ. თვის მეორე ნახევრიდან უძრავი ქონების საკითხების მოგვარებას დაიწყებთ.
მერწყულებს ოჯახში არსებული პრობლემები შეაწუხებთ. შესაძლოა, ოჯახის რომელიმე წევრს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული დახმარება დასჭირდეს. ამავდროულად, სამსახურში ბევრი სამუშაო გელით. ამას სრული სერიოზულობით უნდა მიუდგეთ. ივლისის ბოლოს დიდია ალბათობა იმისა, რომ გაჩნდეს გაუთვალისწინებელი ხარჯები რემონტისთვის ან გარკვეული ვალების გასტუმრებისთვის.
თევზები პრაქტიკულად მთელი თვის მანძილზე სამსხურით იქნებიან დაკავებული. არ დაგავიწყდეთ დროის დათმობა ოჯახისთვის და ახლობლებისთვის, რომლებსაც თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ. ივლისის მეორე ნახევარში ბევრი შესაძლებლობა გაჩნდება შემოსავლის გაზრდისა და ფინანსური დაგეგმვისთვის. არ გაუშვათ ხელიდან გამდიდრების შანსი!