ნიშნები და ცრურწმენები. რის ჩუქება არ შეიძლება დაბადების დღეზე

468

დაბადების დღის საჩუქრის არჩევა საკმაოდ საპასუხისმგებლო მომენტია, მაგრამ ამას ყველა სერიოზულად არ ეკიდება. ჩვენმა წინაპრებმა ზუსტად იცოდნენ, რა არ უნდა ეჩუქებინათ და ასევე, რა არ უნდა მიეღოთ საჩუქრად. ეზოთერიკოსები ასევე აღნიშნავენ ბევრ რამეს, რაც ნამდვილად უარყოფით ენერგეტიკას ატარებს. ასეთი რამის ჩუქებით, თქვენ კონკრეტულ ადამიანთან არა მხოლოდ ურთიერთობა გაგიფუჭდებათ, არამედ მხოლოდ წარუმატებლობას მოუტანთ მას.

გახსოვდეთ, რომ ნაჩუქარ ნივთს შეუძლია არა მხოლოდ სიხარულის მოტანა, არამედ მრავალი უბედურების გამოწვევაც. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ მოკლე ჩამონათვალს, თუ რის ჩუქება არ შეიძლება დაბადების დღეზე. დაიმახსოვრეთ და ამიერიდან შეგიძლიათ გაითვალისწინოთ.

რის ჩუქება არ შეიძლება დაბადების დღეზე

თუ არ იცით, რა აჩუქოთ დაბადების დღე ადამიანს, დაინტერესდით მისი სურვილებით (პირდაპირ ან ახლობელი ადამიანების მეშვეობით). ზოგჯერ, ადამიანს უბრალოდ ფული სჭირდება ან დიდი ხანია რაიმეზე ოცნებობს. თუმცა, არის საჩუქრები, რომლებიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა აჩუქოთ:

  • საათი. ჩვენი წინაპრები ამ საჩუქარს განშორების სიმბოლოდ თვლიდნენ. ასეთ საჩუქარს არც ჩინელები ჩუქნიან, რომლებიც ამტკიცებენ, რომ საათის ისრები წამებს ითვლიან ადამიანის გარდაცვალებამდე. ჩვენ არ გვაქვს ასეთი საშიში ცრურწმენები ამ საჩუქართან დაკავშირებით, მაგრამ ისინი მაინც უსიამოვნოა: ამბობენ, რომ ნაჩუქარი საათი გვპირდება ჩხუბს საყვარელ ადამიანებთან.
  • წინდები. ქალმა ქმარს ასეთი საჩუქარი არ უნდა აჩუქოს, თორემ ის უახლოეს მომავალში სახლიდან წავა. მაგრამ თუ წინდებს თქვენი დედამთილი აჩუქებს თქვენს ქმარს, მაშინ ის ადვილად გამოვა მისი ზეგავლენის ქვეშიდან. ამიტომ, ძველად რძლები ხშირად აიძულებდნენ დედამთილებს შვილებისთვის ასეთი საჩუქრის ჩუქებას.
  • წიგნი. ბევრი ამბობს, რომ წიგნები საუკეთესო საჩუქარია ნებისმიერი დღესასწაულისთვის. თუმცა ხალხური ცრურწმენები საპირისპიროს ამბობს: არავითარ შემთხვევაში არ უნდა აჩუქოთ წიგნი საყვარელ ადამიანს. წინააღმდეგ შემთხვევაში, განქორწინება დაგემუქრებათ.
  • სარკე. სხვადასხვა ერს ბევრი ცრურწმენა აქვს ამ საგანთან დაკავშირებით. სლავებს სჯეროდათ, რომ სარკეს შეეძლო ყველაზე ძლიერი ოჯახიც კი დაენგრია, სახლში უბედურებისა და უფულობის შეტანით.
  • ცხვირსახოცი. ასეთ საჩუქარს, სახლში ბევრი ცრემლის შემოტანა შეუძლია. ამიტომაც ცხვირსახოცი, რომელსაც დაკრძალვის პროცესში გამოიყენებენ, სახლში არ მიაქვთ და სასაფლაოზე ტოვებენ. მართლმადიდებლურ ქვეყნებში ნაჩუქარი ცხვირსახოცი მწუხარებისა და სასოწარკვეთის სიმბოლოდ ითვლებოდა.
  • საფულე ან ჩანთა. თუ ასეთი საჩუქრის ჩუქებას გადაწყვეტთ, მაშინ შიგნით აუცილებლად ჩადეთ მონეტა. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ჩვენი წინაპრები ამბობდნენ, ვისაც ჩუქნით, მისი ოჯახიდან მთელი დანაზოგი გაქრება.
  • დანა და სხვა ბასრი საგნები. ასეთი საჩუქარი იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანს თქვენთან ურთიერთობის გაწყვეტა სურს. ძველად სჯეროდათ, რომ ეს ნივთი აგრესიას, ბრაზს და ნეგატივს იზიდავდა.

საჩუქრები, რომლებიც სიფრთხილით უნდა აჩუქოთ

  • ჩუსტები და ხელთათმანები. განსაკუთრებით არ აჩუქოთ ასეთი საჩუქრები მოხუცებს. ასეთი საჩუქრები მათ სიბერესა და სიკვდილის გარდაუვალობას ახსენებს. ასევე არსებობს ცრურწმენა, რომ სახლის ჩუსტებმა ახალ მფლობელს შეიძლება მძიმე ავადმყოფობა მოუტანოს.
  • დიდი ლარნაკი. ასეთი საჩუქარი სიფრთხილით უნდა იქნას მიღებული. თუ ლარნაკი ბოროტმა ან შურიანმა ადამიანმა გაჩუქათ, მაშინ მას შეუძლია ადვილად დააზარალოს თქვენი მომავალი.
  • ცხოველი ან მცენარე. უსიამოვნების თავიდან აცილების მიზნით, გამცემმა უნდა ითხოვოს სიმბოლური „გამოსასყიდი“ (მცირე თანხა ან ხურდა). წინააღმდეგ შემთხვევაში, ცხოველი შეიძლება გაიქცეს და მცენარე კი – დაავადდეს.
  • ჭურჭელი. თუ ჭურჭლის ჩუქებას გადაწყვეტთ, დარწმუნდით, რომ ის არ არის დაბზარული და მასში რაიმე ჩადეთ (მაგალითად, ფული ან მისალოცი ბარათი).
  • ყვითელი ყვავილები. ტრადიციულად, ასეთ თაიგულს არ ჩუქნიან საყვარელ ადამიანებს, რადგან ის განშორებას და ტკივილს ჰპირდება.

აჩუქეთ „სწორი“ საჩუქარი და რაც მთავარია – გააკეთეთ ეს სიყვარულით და კარგი აზრებით. სანამ საჩუქარს ვინმეს აჩუქებდეთ, საკუთარ თავს დაუსვით კითხვა: „მინდა თუ არა მე, ასეთი საჩუქრის მიღება?“

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს