გავლესოთ სამზარეულოს დანა სახლის პირობებში

0
1059

დანის გალესვა – სულაც არ არის მარტივი საქმე. ყველა დიასახლისს არ შეუძლია გაუმკლავდეს ამას და ამიტომ ზოგჯერ საჭიროა ასეთი მოწყობილობის ოსტატთან მიტანა. თუმცა ამის საჭიროება არ შეიქნება, თუ გეცოდინებათ, როგორ უნდა გალესოთ სამზარეულოს დანა სპეციალური ხსნარის გამოყენებით.

წყალი და მარილი მნიშვნელოვნად გაამარტივებს ამ პროცესს. დანა წინასწარ დაასველეთ სწორ ხსნარში და შედეგად მიიღებთ ყველაზე ბასრ პირს, რომლითაც ყველაფრის გაჭრას შესძლებთ.

როგორ გავლესოთ სამზარეულოს დანა სწრაფად და საიმედოდ

მარილიანი წყლის მეშვეობით

დანის გალესვის ერთი საინტერესო მეთოდი არსებობს, რომელიც წყლისა და მარილის გამოყენებას გულისხმობს. ეს მეთოდი საკმაოდ მარტივია. 1 ჭიქა სუფთა წყალში ჩაყარეთ 2 ს.კ. მარილი. საფუძვლიანად აურიეთ. მიღებულ ხსნარში ჩაყავით სამზარეულოს დანა და გააჩერეთ 30 წუთის განმავლობაში. ამ დროის გასვლის შემდეგ დანა ამოიღეთ და გამშრალების გარეშე, სალეს ქვას რამდენჯერმე გადაატარეთ. და აი, ბასრი დანა მზად არის შემდგომი გამოყენებისთვის.

ფრჩხილის ქლიბის მეშვეობით

თუ სალესი არ გაქვთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ძველი ფრჩხილის ქლიბი. ის შესანიშნავად უმკლავდება ამ ამოცანას. ფრჩხილის ქლიბს უხეში ზედაპირი აქვს, რომელიც სალესი ქვის ტექსტურას წააგავს, რის გამოც დანა კარგად გაილესება. დაასველეთ დანა მარილიან წყალში, როგორც ზემოთ იყო მითითებული და შემდეგ შეგიძლიათ გადახვიდეთ ძირითად პროცესზე.

ნაბიჯ-ნაბიჯ ინსტრუქცია:

  • 1.დადეთ ფრჩხილის ქლიბი მაგიდაზე (შედარებით გლუვი მხარე ქვემოთ).
  • 2. აიღეთ დანა და ფრჩხილის ქლიბზე მოათავსეთ დაახლოებით 15 გრადუსიანი კუთხით. საჭრელი პირი უნდა იყოს საპირისპირო მხარეს.
  • 3. დანას ქლიბს ვუსვამთ ჩვენი მხრიდან საპირისპირო მხარეს. ვცდილობთ დანა ფრჩხილის ზედაპირს დავაჭიროთ და მეორე ხელით დავიჭიროთ.
  • 4. ვიმეორებთ ამ მოძრაობებს, ვცდილობთ გადავატაროთ დანის მთელი სიგრძე და შევინარჩუნოთ სასურველი კუთხე.
  • 5. გადააბრუნეთ დანა მეორე მხარეს და იგივე მეთოდით გალესეთ, მაგრამ საპირისპირო მიმართულებით.
  • 6. დანა უკვე საკმარისად ბასრია? შეგიძლიათ დაასრულოთ.

ამის შემდეგ საჭირო იქნება მხოლოდ მარტივი ქაღალდის ტესტის ჩატარება, რათა დარწმუნდეთ, რომ დანა საკმარისად ბასრია. ამისათვის აიღეთ A4 ფურცელი. დაიჭირეთ იგი ერთ ხელში, მეორეთი კი შეეცადეთ მოაჭრათ პატარა ქაღალდი კიდიდან. ასევე შეგიძლიათ სცადოთ ფურცლის შუაზე გაჭრა. თუ დანა კარგად არის გალესილი, ის არ ჩამოცურდება ქაღალდის კიდიდან. ბასრი დანა სუფთა ჭრილს დატოვებს.