მოვამზადოთ არომატიზატორი ფორთოხლის ქერქის გამოყენებით

0
80

ფიქრობთ, რომ ციტრუსის ქერქი დაუყოვნებლივ უნდა გადააგდოთ სანაგვეში? შევეცდებით დაგარწმუნოთ, რომ ამის გაკეთება საჭირო არ არის. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, როგორ უნდა დაამზადოთ ეფექტური არომატიზატორი ფორთოხლის ქერქის გამოყენებით. ეს ძალიან მარტივია!

მეცნიერების მიერ დამტკიცებულია, რომ ციტრუსის კანი მდიდარია ვიტამინებით, კალიუმით და ფოსფორით. მას ასევე ანტიბაქტერიული თვისებებიც გააჩნია. ისეთი ხილის ქერქი, როგორიცაა ფორთოხალი, მანდარინი, ლიმონი, ლაიმი და გრეიფრუტი, ხელს უშლის ობის გაჩენას. გარდა ამისა, ის აფრქვევს არომატს, რომელიც აუმჯობესებს განწყობას და შრომისუნარიანობას. ეს უნდა გამოიყენოთ!

როგორ დავამზადოთ არომატიზატორი ფორთოხლის ქერქით: 2 ვარიანტი

პირველი მეთოდი

იმისთვის, რომ ციტრუსის შეუდარებელი არომატი მთელ სახლში გავრცელდეს, გამოიყენეთ ფორთოხლის ქერქი. ის ლამაზ შუშის ჭურჭელში ან ლარნაკში მოათავსეთ. დაამატეთ ცოტაოდენი დაფქული დარიჩინი. ლამაზი არომატიზატორი მზად არის!

სხვათა შორის, შესაძლებელია მისი გაუმჯობესება და ოთახის დამატენიანებლად გადაქცევა. ჯერ შუშის ჭურჭელში მცირე რაოდენობით სუფთა წყალი ჩაასხით. ჩაყარეთ ფორთოხლის ქერქი და დაამატეთ რამდენიმე წვეთი თქვენი საყვარელი ეთერზეთი. ამ ხელნაკეთი არომადიფუზორის წყალობით, თქვენს სახლში ყოველთვის სასიამოვნო არომატი იქნება.

მეორე მეთოდი

მანდარინისა და ფორთოხლის ქერქის მეშვეობით შეგიძლიათ სასიამოვნო არომატი შექმნათ როგორც ოთახებში, ასევე კარადაში. შედეგად, როგორც ტანსაცმელს, ასევე საწოლის თეთრეულს ძალიან სასიამოვნო სუნი ექნება. ამ მიზნით აიღეთ ორგანზას პატარა ჩანთა, რომელსაც ხშირად სამკაულების შესანახად იყენებენ, ან ნებისმიერი სხვა მასალისგან დამზადებული ჩანთა(ბუნებრივი!). შიგ მოათავსეთ ფორთოხლის ქერქი და აბაზანის მარილი. დააწვეთეთ ცოტაოდენი ეთერზეთი, შეკარით ჩანთა და კარადაში მოათავსეთ. მეორე დილით თეთრეულს საოცარი სურნელი ექნება!

აღსანიშნავია, რომ სპეციალური ჩანთების ნაცვლად, შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვეულებრივი მარლა. შეახვიეთ მასში ფორთოხლის კანი და აბაზანის მარილი. ეს არომატიზატორი თავის ამოცანას ბრწყინვალედ გაუმკლავდება!

არ არის საჭირო ოთახის არომატიზატორების მაღაზიაში შეძენა. მნიშვნელოვანია ნარჩენების გონივრულად გამოყენება და მათგან მაქსიმალური სარგებლის მიღება. ამ შემთხვევაში თქვენს სახლში ყოველთვის სასიამოვნო არომატი იქნება.