ვიცით, რომ ძმარს ყველაზე ხშირად სამზარეულოში იყენებენ სხვადასხვა კერძების, განსაკუთრებით კი – ახალი ბოსტნეულის სალათებისა და ზამთრისთვის კონსერვების მომზადების დროს. იგი ასევე გამოიყენება როგორც ეფექტური გამწმენდი საშუალება სხვადასხვა ზედაპირისთვის. თუმცა, ძმარი მხოლოდ ამისთვის არ გამოიყენება. ახლა ბევრი მოდის მიმდევარი გოგონა ყიდულობს ვაშლის ძმარს თმისთვის და არა საზაფხულო საჭმლის მოსამზადებლად. როგორ ეფექტს ახდენს ძმარი თმაზე?
თუ დაიღალეთ იმით, რომ თქვენი კულულები მოსაწყენი, უსიცოცხლო და ძალიან მსხვრევადია, მაშინ აუცილებლად უნდა გაეცნოთ დღევანდელ მასალას. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, როგორ უნდა აღადგინოთ თმა ჩვეულებრივი ძმრით, ძვირადღირებული სალონური პროცედურების ნაცვლად.
ვაშლის ძმარი თმისთვის: სარგებელი და გამოყენების წესი
დადებითი თვისებები
ასუფთავებს თვის კანს. ძმარმჟავას დახმარებით კანზე სხვადასხვა პროდუქტის შრეები აღარ დარჩება და თმა მაქსიმალურად გასუფთავდება.
აჩქარებს თმის ზრდას. ვაშლის ძმარი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. მოგეხსენებათ, რომ ეს პირდაპირ გავლენას ახდენს თმის ზრდაზე.
უზრუნველყოფს თმის სიგლუვეს. ძმარი ფუმფულა თმას მოვლილ იერს მისცემს. ის ახდენს მჟავა-ტუტოვანი ბალანსის ნორმალიზებას და თმას გლუვსა და აბრეშუმისებრს ხდის.
აქრობს ქერტლს. ვაშლის ძმარი მოქმედებს როგორც სადეზინფექციო საშუალება, რადგან მას ანტიბაქტერიული თვისებები გააჩნია. მისი გამოყენების შედეგად სუფთავდება თავის კანი, ქრება ქავილი და ქერტლი.
სწორი გამოყენება
თმაზე ვაშლის ძმრის დიდხანს გაჩერება ყველაზე დიდი შეცდომაა, რომლიც შეიძლება დაუშვათ მისი გამოყენებისას. კარგი შედეგის მისაღებად 5-10 წუთი საკმარისი იქნება. უფრო მეტხანს გაჩერება არ გააძლიერებს ეფექტს და საფრთხეს შეუქმნის თქვენი თმის მდგომარეობას.
როგორ უნდ გამოვიყენოთ ეს საშუალება:
- 1.ვაშლის ძმარს უნდა შეერიოს წყალი – პროპორციების დაცვით 1:5. მიღებული ნაზავი ჩაასხით შესასხურებლიან ბოთლში.
- 2. თმა ჩვეული წესით უნდა დაიბანოთ შამპუნისა და კონდიციონერის გამოყენებით. შემდეგ თმას უნდა შეასხუროთ ძმრიანი წყალი და მთელ სიგრძეზე გადაინაწილოთ.
- 3. 5-10 წუთის შემდეგ თმა საფუძვლიანად უნდა ჩამოიბანოთ თბილი წყლით (შამპუნის გამოყენების გარეშე).
სანამ ძმრის, როგორც თმის აღმდგენი საშუალების აქტიურ გამოყენებას დაიწყებდეთ, გირჩევთ ჩაატაროთ მცირე ტესტი ალერგიულ რეაქციაზე. წაისვით ხელნაკეთი საშუალება თმის და თავის მცირე მონაკვეთზე და ჯერ მხოლოდ 2-3 წუთის განმავლობაში გაიჩერეთ. თუ კანს და თმას ნორმალური რეაქცია ექნება, შეგიძლიათ გააგრძელოთ ვაშლის ძმრის რეგულარული გამოყენება და დატოვოთ იგი თმაზე საჭირო დროის განმავლობაში.