ადამიანისთვის სიკეთე თუ გსურთ, არასოდეს აჩუქოთ მას ქოთნის ყვავილი, ეს კარგი არ არის

0
2789

ყვავილების ჩუქება მიღებულია დაბადების დღეებზე, ქორწილებში და ნებისმიერ სხვა დღესასწაულზე. დღეს ძნელი წარმოსადგენია რაიმე საზეიმო ღონისძიება კაშკაშა ყვავილების თაიგულების გარეშე. რა ხდება ქოთნის ყვავილების შემთხვევაში? მათაც ხომ ხშირად ჩუქნიან? ხშირად ამის მიზეზი არაოფიციალურია, მაგრამ ეს არსს არ ცვლის.

ჩემი აზრით, ქოთნის ყვავილის საჩუქრად მიღება, სავსებით ნორმალურია, თუ გიყვარს ოთახის ყვავილები. მაგრამ ადამიანები, რომლებსაც ცრურწმენებისა და ნიშნების სჯერათ, გვაფრთხილებენ: არავითარ შემთხვევაში არ უნდა აჩუქოთ ქოთნის ყვავილები. თუ რატომ? ამის შესახებ პაპარაცის დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით.

ყვავილები საჩუქრად

ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ეს თემა ასე აქტუალური იყო, სანამ ჩემს მეგობარს არ გავესაუბრებოდი, რომელიც სახლში მცენარეებს ამრავლებს. ერთ დღეს მან მითხრა, რომ მეგობარმა მას აყვავებული იის ნერგები მისცა. ერთი თვის შემდეგ ამ ქალს ყველა ყვავილი გაუხმა!

შესაძლოა ეს უბრალოდ დამთხვევა იყო, თუმცა ისტორია განმეორდა, როცა ჩემი მეგობრის დედაც ასე მოიქცა. მან ნერგები ერთ-ერთ თავის მეგობარს გაუცვალა და ამის შემდეგ ყველა მცენარემ ხმობა დაიწყო.

რა თქმა უნდა, ამდენი უსიამოვნების შემდეგ ინტერნეტს მივმართეთ, რათა გაგვერკვია სად იმალებოდა ბოროტების ფესვი. აღმოჩნდა, რომ არსებობს ნიშანი, რომლის მიხედვითაც არ შეიძლება სხვისთვის თქვენი ნერგების ჩუქება. ამბობენ, რომ დედა მცენარეს სწყინს, რომ შვილს ასე უბრალოდ ართმევენ. შედეგად, დედაც და შვილიც იღუპებიან. მაგრამ ამის თავიდან აცილება შესაძლებელია ნერგის სანაცვლოდ სიმბოლური თანხის გადახდით. საკმარისია ხურდა ფული.

ეს ცრურწმენა მრავალი წელია არსებობს. და ის იმ დროს გაჩნდა, როდესაც რთული იყო ნერგების ყიდვა. მაშინ ნერგებს ჩუმად იპარავდნენ და მცენარის გვერდით მონეტას ფლავდნენ, გადახდის სახით.

არ არსებობს ლოგიკური ახსნა, თუ რატომ არ ხარობს ნაჩუქარი ნერგი და რატომ იღუპება დედა მცენარე. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის არ ხდება. მაგრამ ეს ნიშანი არ იარსებებდა, მართლაც რომ არ ხდებოდეს ასე ხანდახან.

შეიძლება თუ არა ქოთნის ყვავილების ჩუქება

ნერგებთან დაკავშირებით უკვე გავარკვიეთ. ახლა, გავარკვიოთ, რატომ არ შეიძლება ქოთნის ყვავილების ჩუქება? ის, ხომ ნამდვილად არ გახმება, თუ სათანადოდ მოვუვლით? აქ პრობლემა სულ სხვაა. ამბობენ, რომ თითქოს ყვავილის ქოთანში ნესტიანი მიწა დაკრძალვის სიმბოლოა. როცა ვინმეს ჩუქნი ქოთანს, თითქოს გაუცნობიერებლად მარადიული განსვენების ადგილებში ყოფნას უსურვებ.

ნაჩუქარმა ქოთნის ყვავილმა შეიძლება ვინმეს უნებლიეთ უბედურება მოუტანოს. თუმცა, ამან შეიძლება არ იმუშაოს, თუ ადამიანს უბრალოდ არ სჯერა ასეთი ცრურწმენების. მაგრამ თუ ეს ნიშანი გაწუხებთ და არ გსურთ უარი თქვათ საჩუქარზე, უბრალოდ ყვავილის სანაცვლოს მონეტა მიეცით. სიმბოლური გადახდა ანეიტრალებს მცენარის მოქმედებას.

გარდა ამისა, ყვავილს შეგიძლიათ ჩამობანოთ მთელი უარყოფითი ენერგია, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ამისათვის მცენარის ფოთლები შხაპის ქვეშ უნდა გარეცხოთ. ასევე შესაძლებელია მისი გადანერგვა სხვა მიწაში, მაგრამ უმჯობესია დაუყოვნებლივ გამოიყენოთ დრენაჟი და სპეციალური ნარევი იმ ყვავილის გასაშენებლად, რომელიც გაჩუქეს.

საინტერესოა, რომ არსებობს სრულიად საპირისპირო ნიშანიც. თუ ქოთნის ყვავილს გაჩუქებენ, ის გახდება თქვენი და თქვენი სახლის თილისმა. ამასთანავე, მცენარე გარკვეული პერიოდის შემდეგ შეიძლება გახმეს – ეს აბსოლუტურად ნორმალურია! ეს მიანიშნებს, რომ ბინაში არსებული უარყოფითი ატმოსფერო დამარცხებულია, ჯადო (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მოხსნილია და ბალანსი აღდგენილია.

ამ შემთხვევაში ყვავილს მადლობა უნდა გადაუხადოთ და აუცილებლად მიწაში ჩაფლათ. გამოდის, რომ ნიშნები მაშინ მუშაობს, თუ მათი გჯერათ? დამეთანხმებით, ხშირად ადამიანები თავად ანიჭებენ მნიშვნელობას ისეთ რამეებს, რასაც რეალურად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ვფიქრობ, ცრურწმენების შემთხვევაშიც იგივენაირად მუშაობს.