ესა თუ ის ფორმა, იქნება ეს კვადრატი თუ სამკუთხედი, გავლენას ახდენს ჩვენს ქვეცნობიერზე. ამ მიზეზით, მათ ოსტატურად იყენებენ სახვით ხელოვნებასა და რეკლამაში. იგივე ეხება ჩვეულებრივ ცხოვრებასაც. ზოგი ცდილობს იცხოვროს უფრო გაცნობიერებულად, ამჩნევს ყველა დეტალს, ყოველდღიურად ცვლის საკუთარ ცხოვრებას უკეთესობისკენ. სხვებს კი სურთ ასე ცხოვრება, მაგრამ არაფერს აკეთებენ ამისთვის.
თუ ადამიანების პირველი ჯგუფის „ნაწილი“ ხართ, პაპარაცის რედაქცია გთავაზობთ, გაარკვიოთ, ხასიათის რომელი თვისებები დაგეხმარებათ თქვენი მიზნების მიღწევაში. ამ საკითხში დაგეხმარებათ ფსიქოლოგიური ტესტი „აირჩიეთ ღილაკი“. მოდუნდით და შეხედეთ ზემოთ მოცემულ სურათს.
ტესტი „აირჩიეთ ღილაკი“: რას ნიშნავს თითოეული მათგანი
ხანდახან, ძალიან ძნელია უპასუხო საკუთარ თავს ელემენტარულ კითხვებზეც კი. ხასიათის თავისებურებებისა და საკუთარი სურვილების გარკვევაში შემდეგი ტესტი დაგეხმარებათ. სურათზე ნაჩვენებია 4 ღილაკი. თქვენ უნდა აირჩიოთ ერთ-ერთი მათგანი. ქვემოთ – იხილეთ ტესტის შედეგები.
კვადრატი
თუ თქვენი არჩევანი კვადრატზე შეჩერდა, მაშინ დიდი ალბათობით თქვენ ძალიან შრომისმოყვარე ადამიანი ხართ. თქვენთვის საინტერესო საქმისთვის მაქსიმალურად იხარჯებით. ეს საუბრობს თქვენზე, როგორც საკმაოდ დაჟინებულ ადამიანზე, რომელსაც ყველა საქმე ბოლომდე მიჰყავს. ასეთი ადამიანები საკმაოდ პოპულარულები არიან თავიანთ კოლეგებს შორის, რადგან ისინი ასხივებენ სიძლიერეს, თავდაჯერებულობას, სიმშვიდეს და საიმედოობას. გარდა ამისა, თქვენ ხართ მომთმენი ადამიანი და საგანგებო სიტუაციებში არ ჰყვებით პანიკას. ბუნებამ სიტუაციის გონივრულად გაანალიზების უნარით დაგაჯილდოვათ. წარმატებული ცხოვრებისთვის გჭირდებათ, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდეს, რადგან როდესაც გაუთვალისწინებელი რამ ხდება, ეს არამარტო განწყობას გიფუჭებთ, არამედ დეპრესიამდე მიჰყავხართ.
სამკუთხედი
თუ სამკუთხედი აირჩიეთ, მაშინ ბუნებით უდავოდ ლიდერი ხართ. ასეთი ადამიანები ორიენტირებულნი არიან საკუთარ მიზნებზე, ზუსტად იციან რა სურთ და თავდაჯერებულად მიდიან მიზნისკენ. საკმაოდ ენერგიულად ცხოვრობთ, ძლიერი და დამოუკიდებელი ჩანხართ. ამიტომ, თქვენი ფანტაზიები და ოცნებები, როგორც წესი, ხდება და საკმაოდ სწრაფად. გუნდში, ასეთი ადამიანები ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებებს გვთავაზობენ. გსურთ, რომ ყველაფერში საუკეთესო იყოთ. აზროვნება ანალიტიკური გაქვთ, ცხოვრების წესი კი – შემოქმედებითი. ერთადერთი, რამაც შეიძლება ხელი შეგიშალოთ, ეს არის ზედმეტად გაბერილი ეგო. კარიერა და რეალიზება თქვენთვის ყოველთვის პირველ ადგილზე იქნება.
წრე
წრე ჰარმონიისა და სიმშვიდის სიმბოლოა. უპირველეს ყოვლისა, თქვენ გაინტერესებთ ადამიანებთან კარგი ურთიერთობა. თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენი საყვარელი ადამიანების ბედნიერება, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა. თქვენ ასხივებთ სიკეთეს, პატიოსნებას, სითბოს და ადამიანობას. დიდი სიამოვნებით ატარებთ დროს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად. ადამიანები გაფასებენ თქვენი თანაგრძნობის უნარის გამო. თქვენ არასოდეს თამაშობთ, ყოველთვის ის ხართ, ვინც ხართ და ცდილობთ არავინ მოატყუოთ. ამავდროულად, საშინლად გეშინიათ ნებისმიერი იმედგაცრუების. ერთი სიტყვით, კარგ ადამიანებს თქვენთან პრობლემები არ აქვთ, ისევე როგორც თქვენ მათთან.
ჯვარი
ადამიანები, რომლებიც ჯვარს ირჩევენ, ჩვეულებრივ, ძალიან კრეატიულები და გონიერები არიან. მათ ყოველთვის უამრავი იდეა, აზრი და გეგმა აქვთ. ამავდროულად, თქვენ განსაკუთრებული ადამიანი ხართ და ბევრი რამით განსხვავდებით დანარჩენისგან – ორმოცდაათიდან მხოლოდ ერთი ირჩევს ჯვრის ფორმას. თქვენ არასოდეს მიდიხართ დათმობაზე. შეთანხმებებს კონფლიქტებისა და ცხარე დისკუსიების გზით აღწევთ. ქცევის ეს ნიმუში სულ უფრო და უფრო მეტ შემოქმედებით იდეებს აღვიძებს თქვენში. ამავდროულად, შესანიშნავი იუმორის გრძნობა გაქვთ, რომელსაც ოსტატურად იყენებთ ერთი შეხედვით გადაუჭრელ სიტუაციებში.