დავამზადოთ ფესვების ზრდის სტიმულატორი საკუთარი ხელით

0
781

მცენარის კალმებით გამრავლების მოყვარულებმა იციან, თუ რამდენად საინტერესო და ამავდროულად ხანგრძლივი პროცესია ეს. ზოგჯერ ამას მართლაც დიდი დრო სჭირდება და, შედეგი, სამწუხაროდ, ყოველთვის კარგი არ არის. თუ მცენარის დროული დარგვა გსურთ, გირჩევთ მოამზადოთ ფესვის ზრდის სტიმულატორი სახლის პირობებში. ეს ვარიანტი შესანიშნავია მათთვის, ვისაც არ სურს ფულის დახარჯვა მაღაზიის პროდუქტებში.

ბუნებრივი სტიმულატორის დამზადება საკუთარი ხელით უფრო ადვილია, ვიდრე წარმოგიდგენიათ. მისთვის საჭირო ინგრედიენტები ყველასათვის ხელმისაწვდომია. ჩვენ დაგვჭირდება ალოე და ჭინჭარი. პირველი მცენარის დახმარებით შეგიძლიათ სწრაფად დააფესვიანოთ კალმები, მეორე კი მცენარის ზრდას დააჩქარებს. საუკეთესო კომბინაციაა!

როგორ დავამზადოთ ფესვების ზრდის სტიმულატორი საკუთარი ხელით

ალოე

იმისთვის, რომ კალმები სწრაფად დაფესვიანდეს, უნდა გამოიყენოთ სახლში დამზადებული ზრდის სტიმულატორი. მის დასამზადებლად დაგჭირდებათ მცენარე, რომელიც თითქმის ყველა ფანჯრის რაფაზეა. აიღეთ ალოეს 1 ფოთოლი და დააქუცმაცეთ ბლენდერით ან სახეხით. შემდეგ ფრთხილად გამოწურეთ გამოყოფილი წვენი და გელი. ნახევარლიტრიანი ქილა ძირიდან 3 სმ-ზე სუფთა წყლით გაავსეთ. დაამატეთ მას 15 წვეთი ალოეს წვენი. კარგად აურიეთ. კალმები მიღებულ ნარევში მოათავსეთ. მზადაა!

ჭინჭარი

ფესვის წარმოქმნის ეფექტური სტიმულატორი ასევე შეიძლება დამზადდეს ჭინჭრისგან. ამისთვის დაგჭირდებათ 7-8 ჯანსაღი მცენარე დაზიანების გარეშე. ჭინჭარი ცოტა ხნით მზეზე უნდა დატოვოთ გასაშრობად. შემდეგ ჭინჭარი უნდა დააქუცმაცოთ ბლენდერით ან ძალიან ბასრი დანით. ჭინჭარს 1 ლიტრი სუფთა თბილი წყალი დაასხით და დაუმატეთ 10 გრამი საფუარი. მზა ნარევს თავსახური დააფარეთ და შეფუთეთ. გააჩერეთ თბილ ადგილას 14 დღის განმავლობაში. მიღებული ნაყენი უნდა გაიფილტროს და შემდეგ გაზავდეს წყლით, 1:10 თანაფარდობით. მიღებული სითხე უნდა დავასხათ მცენარის ფესვებთან კვირაში ერთხელ.

სახლის პირობებში დამზადებული ასეთი საშუალებების წყალობით, კალამი სწრაფად დაფესვიანდება, მცენარე კი ძლიერი და ჯანსაღი გახდება. მთავარია გამოიყენოთ ალოესა და ჭინჭრისგან დამზადებული ზრდის სტიმულატორები, რომლებსაც მრავალი უპირატესობა გააჩნიათ: დაბალი ღირებულება, საოცარი შედეგი და მომზადების სიმარტივე! თქვენ აღარ დაგჭირდებათ სხვა დამაფესვიანებლის შეძენა!