მრავალწლიანი გამოცდილების მქონე შეფ-მზარეულმა გვითხრა, თუ როგორ უნდა მივირთვათ კარტოფილი მაგიდასთან, რომ ზრდილობიანი ადამიანის შთაბეჭდილება დავტოვოთ

0
1128

იცით, რომელია ყველაზე პოპულარული ბოსტნეული ჩვენს ქვეყანაში? ადამიანების უმეტესობისთვის ვახშამი უბრალოდ არ არსებობს ამ ინგრედიენტის გარეშე. როდესაც სუფრასთან მხიარული კომპანია იკრიბება სატრაპეზოდ, ეს ბოსტნეული ხშირად სუფრის თავშია. ვფიქრობთ, უკვე მიხვდით, რომ საუბარი კარტოფილზეა. სწორედ ის არის ნებისმიერი სუფრის მთავარი კერძი.

აღმოჩნდა, რომ არსებობს მთელი რიგი წესებისა, თუ როგორ უნდა მიირთვათ კარტოფილი ეტიკეტის მიხედვით. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ამ წესების შესახებ გიამბობთ. ჩვენ სპეციალურად შევკრიბეთ და გავაანალიზეთ ისინი, რათა სუფრასთან უსიამოვნო უხერხულობა არ შეგექმნათ. ძალიან ცოტამ იცის ამ წესების შესახებ და კიდევ უფრო ნაკლები იცავს მათ მაგიდასთან.

მხიარული კომპანია მაგიდასთან

კარტოფილი უძველესი დროიდან იქცა მრავალი ხალხის ძირითად საკვებ პროდუქტად. ის სუფრასთან მიჰქონდათ სხვადასხვა დღესასწაულებსა და ღონისძიებებზე. მეფის ქორწილიდან – ჩვეულებრივი ოჯახის ჩვეულ სადილამდე. დღეს ცოტას შეუძლია წარმოიდგინოს ცხოვრება კარტოფილის გარეშე. მას ამატებენ პირველ კერძებს და მთავარ გარნირს უწოდებენ. არსებობს კარტოფილის კერძების წარმოუდგენელი მრავალფეროვნება.

მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, კარტოფილის ჭამა – მთელი ხელოვნებაა. ადამიანთა უმეტესობამ ამის შესახებ არც იცის. აღსანიშნავია, რომ მაღალ წრეებში ამ საკითხს დიდი ყურადღება ექცევა. ცნობილი ბლოგერი ელიტარნი ლობუზი კარტოფილის ჭამის წესსზე საუბრობს. თავის ვლოგში ის გამომწერებს კარგ მანერებსა და ეტიკეტს ასწავლის.

ცოტა ხნის წინ მან თავის ვლოგში ისაუბრა, რომ კარტოფილის დაჭრა დანით არ შეიძლება. თუ გსურთ, რომ დახვეწილად გამოიყურებოდეთ, აჩვენეთ, რომ იცით ეტიკეტის წესები. ამ შემთხვევაში სჯობს კარტოფილი ჯერ ჩანგლით დაჭყლიტოთ, შემდეგ კი მიირთვათ.

დანის გამოყენება კარტოფილის დასაჭრელად შეიძლება შეურაცხყოფად იქნას მიღებული დიასახლისის მიერ. კარტოფილი ხომ რბილი უნდა იყოს. დანა კი – მაგარი საკვების დასაჭრელად გამოიყენება. ამ ინფორმაციამ ბლოგერის გამომწერებში აღშფოთების ქარიშხალი გამოიწვია. იყვნენ ამ თეორიის მომხრეებიც და საპირისპირო შეხედულებების მქონე ადამიანებიც.

სუფრის ეტიკეტის წესები

ცნობილმა ბლოგერმა თავის გამომწერებს სუფრასთან ქცევის სხვა წესებიც შეახსენა. არასოდეს დაიწყოთ ჭამა პირველმა. დაელოდეთ სანამ ყველა სტუმარი დაჯდება და დაიწყებს ჭამას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ იმავე ტემპში მიირთვათ, როგორშიც სუფრაზე მყოფი სხვა ადამიანები მიირთმევენ. არ იჩქაროთ, საჭმელი მცირე ულუფებად მიირთვით.

ჯერ საჭმელი გადაყლაპეთ და წყალი შემდეგ დალიეთ, ამის საჭიროების შემთხვევაში. არ ილაპარაკოთ სავსე პირით, ხელები ერთმანეთს არ ურტყათ და ადგილზე არ იხტუნავოთ. თეფშთან ყოველთვის დევს დიდი ხელსახოცი, ის კალთაზე უნდა დაიფინოთ. ასევე, ეს ხელსახოცი გამოიყენება პირის ან თითების გასაწმენდად.

მაგიდასთან სწორად დასხედით. იდაყვებით მაგიდას არ დაეყრდნოთ და წელში ნუ მოიხრებით. ტელეფონი მაგიდიდან მოაშორეთ. უმჯობესია გამორთოთ იგი და დატოვოთ ჩანთაში ან ჯიბეში.

ეს ეტიკეტის საბაზისო წესებია, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს. ვიმედოვნებთ, რომ თქვენ კარგად იცნობთ მათ. ეს სტატია კი – შესანიშნავი შეხსენება იქნება ახალგაზრდა თაობისთვის.