მეჰდი ებრაჰიმი ვაფა ეთერში გამოვიდა და ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის ექსტრა-ჰოროსკოპი გააზიარა. ივლისის ბოლო ცხელი იქნება

0
1012

მეჰდი ებრაჰიმი არის პოპულარული ასტროლოგი და ექსტრასენსი და ასევე „ექსტრასენსთა ბრძოლის“ გამარჯვებული. ინტერნეტში სპეციალისტი ცნობილია თავისი ექსტრა-ჰოროსკოპებით, რომლებშიც ის დეტალურად გვიყვება, თუ რას უნდა ელოდეს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი უახლოეს მომავალში. ივლისის ორ კვირაზე ცოტა ნაკლებია დარჩენილი, თუმცა ასეთ მოკლე დროშიც კი შეიძლება, რომ ცხოვრება მკვეთრად შეიცვალოს. თუ როგორ, ამის შესახებ პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გიამბობთ.

მეჰდი ებრაჰიმი

ივლისის ბოლო – ვერძის ცხოვრებაში ხელსაყრელი პერიოდია სამსახურისთვის და გარეგნული ცვლილებებისთვის. ამ დროს შეგიძლიათ გათხოვდეთ, მაგრამ განქორწინებისგან თავი შეიკავეთ. თქვენ ბევრი სასიამოვნო შეხვედრა და წარმატებული საქმიანი შემოთავაზება გელოდებათ. ახალი პროექტი თქვენს ფინანსურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.

კუროს სპეციალისტი კონკურენციის თავიდან აცილებას ურჩევს. თუ ხელმძღვანელობასთან გაუგებრობაა, უმჯობესია დათმოთ. ივლისის ბოლოს ყველა დაწყებული საოჯახო საქმის დასრულებას შეძლებთ. შესაძლოა ახლა ფინანსური პრობლემა გქონდეთ, მაგრამ ეს დროებითია. სასიყვარულო საქმეებში ჯობია თავს დასვენების საშუალება მისცეთ. ახლა არავისთვის არაფრის დამტკიცება არ გჭირდებათ.

ტყუპების ცხოვრებაში ცვლილებების დრო დგება. მოხდება ერთგვარი განულება, მაგრამ ამის არ უნდა გეშინოდეთ. ბევრისთვის ეს არის სიბნელიდან გამოსავალი და ყველა კარის სანუკვარი გასაღები. ასტროლოგი გვირჩევს თავი შეიკავოთ სერიოზული ფინანსური ინვესტიციებისგან. უმჯობესია სამოგზაუროდ გაემგზავროთ, რათა ცოტა მაინც დაისვენოთ ყოველდღიური რუტინისაგან.

კირჩხიბებისთვის უმჯობესია არსად არ იჩქარონ და ივლისის ბოლოს ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მიიღონ. ამ დროს შეგიძლიათ რაღაც იპოვოთ, იქნება ეს მატერიალური ნივთი თუ სულიერი აღმოჩენა. ფულის მხრივ, ბედი თქვენს მხარეს იქნება. ფრთხილად იყავით პირად ურთიერთობებში, რადგან ვიღაცებს სურვილი გაუჩნდებათ, რომ თქვენი სიკეთით ისარგებლონ.

ჰოროსკოპი ლომის, ქალწულის, სასწორისა და მორიელისთვის

ლომებმა ივლისის ბოლოს საკუთარ თავზე უნდა იზრუნონ და მეტი დრო დაუთმონ ფიზიკურ აქტივობას. სამსახურს ძალიან სერიოზულად უნდა მიუდგნენ. ახლა თქვენი არჩევანი არ უნდა გადაიკვეთოს სხვა ადამიანების ინტერესებთან. ბოროტი ადამიანები თავიანთ ნეგატივს თქვენკენ მომართავენ, ამიტომ ზედმეტი არ იქნება რაიმე სახის თილისმის შეძენა, რომელიც დაგიცავთ.

ქალწულებს სერიოზული არჩევანის გაკეთება მოუწევთ. სწორედ ახლა უნდა ჩართოთ კრეატიულობა და იფიქროთ არასტანდატულად. მოიქეცით ისე, როგორც გული გიკარნახებთ. ნუ დანებდებით და ნუ დათმობთ საკუთარ კომფორტს. ეს განსაკუთრებით პირად ურთიერთობებს ეხება. ფინანსური კუთხით, ივლისის ბოლო დღეები მაინცდამაინც ხელსაყრელი არ იქნება, მაგრამ თქვენ ყველაფერს გაუმკლავდებით.

სასწორი თავისთვის ახალ გატაცებას აღმოაჩენს. ბევრ დროს გაატარებთ ოჯახთან და ახლობლებთან ერთად. ამის წყალობით, თქვენი ცხოვრება გაცილებით ნათელი გახდება და თქვენ უბრალოდ არ გექნებათ საკმარისი დრო ყველა ამ შესაძლო გასართობისთვის. თუ თქვენს სიყვარულს ეძებთ, არ მოგერიდოთ საკუთარი სურვილების გამოხატვის. შეხვდებით ადამიანს, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს თქვენს მომავალზე.

მორიელებს ყველაფერში გაუმართლებთ, რასაც კი ხელს მოკიდებენ. ახლა შესანიშნავი დროა ფინანსური ინვესტიციებისთვის და ახალი სამუშაო პროექტებისთვის. არ შეგეშინდეთ რაიმე ახლის დაწყება და თქვენი რისკი ყოველთვის გამართლებული იქნება. მეჰდი ივლისის ბოლო კვირებში თილისმად ვერცხლის ნივთების გამოყენებას გირჩევთ.

ჰოროსკოპი მშვილდოსნის, თხის რქის, მერწყულისა და თევზებისთვის

მშვილდოსანს ივლისის რთული დასასრული ელის. მას რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. მაგრამ გახსოვდეთ, რომ თქვენს გვერდით ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომლებიც დაგეხმარებიან. ასტროლოგი გირჩევთ, ყურადღება მიაქციოთ 8 რიცხვს და გამოიყენოთ ის, რისთვისაც კი ეს შესაძლებელია. ეს ასევე ეხება ფინანსებსაც. აქ ყველაფერი შესანიშნავად უნდა იყოს.

თხის რქებს გაუმართლათ, რადგან მათთვის ბევრი საკითხი მოგვარდა. თქვენ იქნებით მაყურებელი, რომელიც უბრალოდ დააკვირდება მოვლენებს. ამ დროს ღირს იმ ადგილების მონახულება, რომლებიც სიმშვიდესა და სიხარულს განიჭებთ. ნუ გაუწოდებთ დახმარების ხელს იმას, ვინც ერთხელ უკვე გიღალატათ. ეს შეიძლება თქვენთვის სასიკეთო არ აღმოჩნდეს.

მერწყულების განწყობა შეიძლება ინტრიგებმა გაუფუჭოს, რომლებსაც მათ ზურგს უკან ხლართავენ. მაგრამ ამან არ უნდა იმოქმედოს თქვენი ნაყოფიერი მუშაობის შედეგებზე. თქვენ იცით, რა ფასს იხდით თქვენი მიღწევებისთვის და მზად ხართ დაიპყროთ ახალი მწვერვალი. ახლა თქვენ პირადად უნდა აკონტროლოთ ყველა პროცესი, რომელზეც თქვენი მომავალია დამოკიდებული.

თევზებს შესაძლოა პრობლემები ჰქონდეთ პირად ცხოვრებაში. თქვენ უნდა ჩართოთ დიპლომატიური რეჟიმი და ყველა გაუგებრობას ასე უნდა გაუმკლავდეთ. ივლისის ბოლო შესაფერისი პერიოდია საქმიანი გარიგებებისა და მნიშვნელოვანი დოკუმენტების გასაფორმებლად. ამავდროულად, არც ისე მარტივი პერიოდი გელით. თუმცა ყველაფრის გადალახვა შეგიძლია, თუ საკუთარი თავის გჯერა.