არასოდეს დატოვოთ ეს ნივთი მაგიდაზე, თორემ ბედნიერება სამუდამოდ დატოვებს სახლს

1173

მეცნიერულად დადასტურებულია, რომ მგრძნობიარე ადამიანები უფრო მგრძნობიარენი არიან ცხოვრების უმცირეს ცვლილებებზეც კი. ისინი მწვავედ რეაგირებენ ოჯახში არსებულ განწყობაზე და უსიამოვნო შემთხვევებზე. ამიტომ, თუ თქვენ ხარ ასეთი ჰიპერმგრძნობიარე ან თქვენი ოჯახის რომელიმე წევრი, დაიმახსოვრეთ ეს მარტივი წესი და ყოველთვის დაიცავით იგი. უმჯობესია, ეს წესი ჩვევად იქცეს და არასოდეს დაირღვეს.

დანა მაგიდაზე

სახლში უსიამოვნებებისა და ჩხუბის თავიდან ასაცილებლად, არასოდეს დატოვოთ დანა მაგიდაზე. თუ გსურთ, რომ თქვენს სახლში ჰარმონია და კომფორტი სუფევდეს, ეცადეთ, დანა მაგიდიდან ყოველთვის აიღოთ.

მაგიდაზე დანის არსებობამ შეიძლება დაამახინჯოს სახლში არსებული ატმოსფერო, რაც, თავის მხრივ, ჩხუბს და უსიამოვნებას გამოიწვევს. საქმე სულაც არ არის თავად დანაში, როგორც საგანში. საქმე ენერგეტიკაშია, რომელიც მისგან მომდინარეობს. მგრძნობიარე ადამიანები ძალიან ძლიერ რეაგირებენ ბასრ საგნებზე. დანაზე მხლოდ ერთმა შეხედვამ მათში შესაძლოა უარყოფითი იმპულსი გამოიწვიოს და გავლენა მოახდინოს სახლის ატმოსფეროზე.

საქმე იმაშია, რომ დანას ორმაგი ბუნება აქვს. ერთის მხრივ, ეს არის საგანი, რომელიც საჭმლის მომზადებაში და პურის დაჭრაში გვეხმარება. მეორე მხრივ, ეს არის დანა, რომელიც ყველაზე ხშირად იქცევა იარაღად, რომელსაც ტკივილი მოაქვს.

მსოფლიოში დანაშაულთა უმეტესობა, რომელიც საყოფაცხოვრებო დონეზე ხდება, სწორედ დანით არის ჩადენილი. ამიტომ, მგრძნობიარე ადამიანი გრძნობს საფრთხეს, რომელიც ამ საგნიდან მომდინარეობს.

როდესაც ადამიანი ხედავს დანას, ქვეცნობიერში ამ საგანთან დაკავშირებული უარყოფითი ემოციები და ასოციაციები ჩნდება. სახლში იწყება ჩხუბები და უთანხმოება. ამიტომ, მათ თავიდან ასაცილებლად აუცილებლად უნდა აიღოთ დანა მაგიდიდან.

ყველზე კარგი იქნება, თუ დანები სამზარეულოში სპეციალურ ადგილზე იდება. ეს შეიძლება იყოს ყუთი ან სპეციალური სადგამი. სასურველია, რომ სადგამი დანების საჭრელ პირს მთლიანად ფარავდეს. მაშინ ეს უსაფრთხო იქნება როგორც ფიზიკურ, ასევე ემოციურ დონეზე.

ეცადეთ, დანა ყოველთვის აიღოთ მაგიდიდან გამოყენების შემდეგ. არასოდეს დატოვოთ დანა მაგიდაზე ღამით. მაშინ თქვენს სახლში ჰარმონია და კომფორტი დაისადგურებს. იგივე წესი ვრცელდება დანის მსგავს სხვა ბასრ საგნებზეც.

მაკრატელი, საკანცელარიო დანები და სხვა ბასრი საგნები საფრთხის ენერგეტიკის მატარებელია და ისინი უნდა შეინახოთ. ეს ყოველმხრივ გაზრდის სახლის უსაფრთხოებას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბასრი საგნების შენახვა, თუ სახლში ბავშვები ან ცხოველები არიან. მათ შეუძლიათ უნებლიეთ ზიანი მიაყენონ საკუთარ თავს ან სხვებს, რაც ასევე შეიცავს ნეგატივს და საფრთხეს.

სახლში ნებისმიერი ობიექტი გარკვეული ენერგეტიკის მატარებელია. თუ ისწავლით, როგორ მართოთ სწორად არა მხოლოდ საგანი, არამედ ენერგეტიკაც, მაშინ სახლში სრული წესრიგი და ჰარმონია იქნება. მთავარია შეძლოთ საკუთარი თავის და ოჯახის წევრების მოსმენა, თუ რაიმე აწუხებთ მათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს