ახლა მაღაზიების თაროებზე სულ უფრო ხშირად შეიძლება ნახოთ „ყალბი ყავა“. ფულის დაზოგვის სურვილით, ზოგიერთი მწარმოებელი უპირატესობას ანიჭებს არა მაღალი ხარისხის მარცვლებს, არამედ დეფექტურს და ზედმეტად მოხალულს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ ორიგინალი პროდუქტის გარჩევა ფალსიფიცირებულისგან. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, თუ როგორ უნდა გაარჩიოთ მაღალი ხარისხის ყავა და არ შეიძინოთ ყალბი.
მარცვლების არჩევას ძალიან სერიოზულად უნდა მივუდგეთ. ამის შედეგად ფულს ფუჭად არ დახარჯავთ და შეიძენთ შესანიშნავ სასმელს, რომელიც ძალას მოგმატებთ და სიამოვნებას მოგანიჭებთ.
ხარისხიანი ყავა: როგორ ავირჩიოთ იგი
შეფუთვა და მარცვლეული
პირველი, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ ყავის ყიდვისას, ეს მისი შეფუთვაა. მასზე აუცილებლად უნდა იყოს მითითებული მწარმოებელი ქვეყანა და შტრიხკოდი. ასევე, ყურადღება უნდა მიაქციოთ წარმოებისა და ვარგისიანობის თარიღს.
რაც შეეხება მარცვლებს, ისინი უნდა იყოს ერთი ფერის და თითქმის იდენტური ზომის. ყურადღება უნდა მიაქციოთ ნებისმიერ ცვლილებას. მარცვლები გახუნებულია და ტექსტურა უცნაურია? უმჯობესია უარი თქვათ ასეთი პროდუქტის შეძენაზე. ვინაიდან ეს შეიძლება იყოს ყალბი ყავა. ნატურალურ მარცვლებს აქვთ მსუბუქი ცხიმიანი მბზინვარება და თანაბარი ფერი.
დამახასიათებელი არომატი
ყავი შესამოწმებლად, ყურადღება უნდა მიაქციოთ მის არომატს. ის უნდა იყოს სასიამოვნო და საკმაოდ გამოხატული. შესაძლოა ახლდეს კარამელის, შოკოლადის და ყვავილოვანი ნოტები. ეს ყველაფერი დამახასიათებელია ხარისხიანი პროდუქტისთვის. მკვეთრი უსიამოვნო სუნი ფალსიფიცირებულ პროდუქტზე მიუთითებს.
ყავის შემოწმება
ყიდვისას ყურადღება უნდა მიექცეს ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ნიუანსს. თუ ჰერმეტულად დალუქული შეფუთვის გამო მარცვლების დათვალიერების საშუალება არ გაქვთ, ყავის ხარისხის შემოწმება სახლის პირობებში მოგიწევთ. რამდენიმე მარცვალი ყავა ჩაყარეთ ჭიქაში და დაასხით სუფთა წყალი. თუ მარცვლები ზედაპირზე ამოვა, მაშინ ყავა ორიგინალია. შეგიძლიათ მარცვლები ქაღალდის პირსახოცს გაუსვათ. დარჩა რაიმე ნიშანი? ეს იმაზე მეტყველებს, რომ ყავა შეიძლება შეიცავდეს ტყვიის შემცველ საღებავს. ეს ორგანიზმისთვის ძალიან საშიშია. ასევე ყურადღება გაამახვილეთ მზა სასმელზე. თუ ყავას ძალიან სუსტი გემო და გახუნებული ფერი აქვს, ის ყალბია.
ახლა თქვენ უკვე იცით, მარცვლების რა თვისებებს უნდა მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება მაღაზიაში მისი მორიგი შეფუთვის შეძენისას. სწორედ მათი არომატი და ფერი არის ის, რაც ამ პროდუქტის ხარისხზე მიგვანიშნებს.