ტიკ-ტოკში დედები გვიზიარებენ, თუ როგორ უნდა დავისვენოთ სანაპიროზე პატარა ბავშვებთან ერთად. ჩვენ ვაპირებთ, მათი რჩევების გამოყენებას

82

დასვენება პატარა მოუსვენარ ბავშვთან ერთად არის დედის ორგანიზატორული თვისებების კიდევ ერთი გამოცდა. როგორ უნდა მოვაწყოთ ისე, რომ ბავშვი დატკბეს სასარგებლო ულტრაიისფერი გამოსხივებით, სუფთა ჰაერით და თბილი წყლით – ზედმეტი ნერვებისა და ახირებების გარეშე? პლაჟები ხომ ყელაზე ხშირად ბავშვიანი ოჯახებისთვის არ არის განკუთვნილი.

პლაჟები ბავშვებიანი ოჯახებისთვის

ყველამ, ვინც ოდესმე სანაპიროზე პატარებთან ერთად მისულა, იცის: ამ შემთხვევაში დასვენება მუდმივ მეთვალყურეობად იქცევა. საკმარისია ბავშვს ერთი წუთით მოარიდო თვალი და აი, მან უკვე ქვიშა შეჭამა, წყლისკენ გაიქცა თოლიების დასაჭერად ან ხალხში დაიკარგა. სადღა აქვს მოდუნების ან მზის აბაზანების მიღების სურვილი გადაღლილ მშობელს!

საინტერესო გამოსავალი საზრიანმა ინტერნეტ მომხმარებლებმა მოიფიქრეს. დედებს შორის სულ უფრო პოპულარული ხდება ახალი ხრიკი პლაჟის გალია-მანეჟი ბავშვებისთვის. საკმაოდ ეგზოტიკურად ჟღერს და თავხედურადაც კი. ხომ ასეა? მაგრამ ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას, მოდი, გავარკვიოთ რა და როგორ.

პლაჟზე გალიის ფორმის პლასტმასის მანეჟის წაღების იდეა ამანდას დედას ეკუთვნის. თავის TikTok ანგარიშში @sweetstyleofmine ქალმა აჩვენა თავისი პატარა ქალიშვილი, რომელიც ასეთ მანეჟში წყალთან თამაშობს. როგორც კი ბავშვს ხელს უშვებდნენ, ის მაშინვე ზღვისკენ გარბოდა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ამანდამ, ბავშვისთვის ასეთი უსაფრთხო კუთხის მოწყობა, რათა ნებისმიერ დროს იცოდეს, სად არის ბავშვი.

ეს ხრიკი სხვა დედებსაც მოეწონათ. TikTok-ის ზოგიერთმა მომხმარებელმა აღიარა, რომ ბავშვების დაბმაზეც კი უფიქრიათ, მაგრამ სათამაშო მოედნის იდეა ბევრად უფრო ჰუმანური აღმოჩნდა.

კიდევ რის წაღება შეგიძლიათ სანაპროზე, როდესაც ბავშვთან ერთად ისვენებთ?

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში კიდევ რამდენიმე სასარგებლო რჩევას გთავაზობთ. ეს რჩევები ბავშვთან ერთად სანაპიროზე დასვენებას პატარა დღესასწაულად აქცევს.

1.თუ გსურთ, რომ ბავშვს მზისგან დამცავი კრემი წაისვათ, ის კი ჭირვეულობს და არ ჩერდება, თან წაიღეთ ტონალური კრემის ფუნჯი ან ბიუთი-ბლენდერი. ბავშვი ყურადღებას ამ ნივთებზე გადაიტანს, თქვენ კი – ადვილად წაუსვამთ მას კრემს.

2. იმისათვის, რომ ბავშვი ყოველ ჯერზე ნაპირისკენ არ გაიქცეს, მოაწყვეთ მისთვის სპეციალური აუზი თქვენს გვერდით. თან წაიღეთ სამშენებლო ცელოფანი ან საშხაპე ფარდა, ქვიშაში ამოთხარეთ პატარა ორმო, ჩაფინეთ ცელოფანი და შეავსეთ წყლით. მზადაა! კმაყოფილი ბავშვი სიხარულით ითამაშებს წყალში და გაირუჯება დედის გვერდით.

3. საბავშვო კარავი ზაფხულის სეზონისთვის კიდევ ერთი აუცილებელი რამ არის ძალიან ახალგაზრდა დამსვენებლებისთვის. ბავშვი საიმედოდ იქნება დაცული მზისგან და შეძლებს უსაფრთხოდ თამაშს წყალთან ან ეზოში. მათ ზოგიერთ მოდელს მინი აუზიც აქვს.

4. ქვიშის სახლში შეტანის თავიდან ასაცილებლად, სანაპიროზე ბავშვის პუდრი წაიღეთ. სახლში წასვლამდე ბავშვს ხელებსა და ფეხებზე წაუსვით პუდრი (არ დაივიწყოთ საკუთარი თავიც). ამის შემდეგ, პუდრი ქვიშასთან ერთად ადვილად მოშორდება კანს. თავისი თვისებებიდან გამომდინარე, პუდრი სწრაფად შთანთქავს ტენს ქვიშიდან და მისი ბოლომდე მოშორება ძალიან ადვილია!

5. თუ ფიქრობთ ჩანთა-მაცივრის შეძენაზე, აუცილებლად შეიძინეთ! ეს გამოგადგებათ, როცა სანაპიროზე მთელი დღით დააპირებთ წასვლას და ბავშვს ხილისა და ბოსტნეულის გარდა სხვა რამეც დასჭირდება, მათ შორის გრილი წყალი და კომპოტიც.

იმედი გვაქვს, რომ ეს რჩევები საქმეს გაგიადვილებთ და საშუალებას მოგცემთ სასიამოვნოდ გაატაროთ შვებულება თქვენს საყვარელ შვილებთან ერთად. დედაც და მამაც ხომ ადამიანები არიან და მათაც სჭიდებათ სრულფასოვანი დასვენება!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს