შეხედეთ ამ მწიფე სიმინდს, აირჩიეთ ერთ-ერთი და გაიგეთ, რას გიმზადებთ ზაფხულის ბოლო თვე

1187

შეხედეთ ამ მწიფე სიმინდს, აირჩიეთ ერთ-ერთი და გაიგეთ, რას გიმზადებთ ზაფხულის ბოლო თვე. ეს არის სწრაფი და მარტივი ტესტი ფსიქიკურ მდგომარეობაზე. მისი წყალობით თქვენ შეძლებთ იმის გაგებას, თუ რა უნდა შეიცვალოს თქვენს ცხოვრებაში, რათა თავი უკეთ იგრძნოთ. დავიწყოთ!

ტესტი ფსიქიკურ მდგომარეობაზე

თუ პირველ სიმინდი აირჩიეთ, აუცილებლად გჭირდებათ დასვენება და პირადი სივრცე. თქვენ დაიღალეთ პასუხისმგებლობით, რომელიც თავად აიღეთ საკუთარ თავზე. გაიგეთ, რომ თქვენ ვერ გადაჭრით ყველა პრობლემას მარტო, თქვენი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გარეშე.

ძალიან მნიშვნელოვანია სამსახურისგან დასვენება. და კარგი იქნება თუ დახმარებას ნათესავებსა და მეგობრებს სთხოვთ. ისინი ნამდვილად არ მიგატოვებენ გასაჭირში. გირჩევთ დაგეგმოთ მცირე მოგზაურობა აგვისტოსთვის. გადით ბუნებაში და ეცადეთ არაფერზე არ იფიქროთ. თქვენ ახლა ძალიან გჭირდებათ გადატვირთვა!

თუ მეორე სიმინდი აირჩიეთ, მაშინ თქვენი ავანტიურიზმი მხოლოდ შესაშურია. თქვენ ხართ ერთ-ერთი იმ ადამიანთაგან, ვინც მზადაა ნებისმიერ წვეულებაზე პირველივე ზარზე მივიდეს, თუნდაც ის შუაღამეს იწყებოდეს. მეგობრებთან ურთიერთობა, ახალი ნაცნობები და სასიამოვნო დროსტარება – აი, რა გელით ზაფხულის ბოლო თვეში. მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ეს ყველაფერი ძალიან დამღლელია.

და თქვენ კიდევ უფრო ყურადღებით უნდა აკონტროლოთ საკუთარი ფსიქიკური მდგომარეობა. სცადეთ ახალი, მშვიდი ჰობი. მაგალითად, ხელსაქმე ან მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა. იოგა ასევე ძალიან კარგია. ეს არის ზუსტად ის, რაც თქვენ გჭირდებათ!

ტესტის განმარტება

თუ მესამე სიმინდი აირჩიეთ, თქვენ შეჩვეული ხართ კომფორტს და ზუსტად იცით რა გჭირდებათ. ალბათ, მთელი აგვისტო უკვე დაგეგმილი გაქვთ. თქვენ გაქვთ ზუსტი სამოქმედო გეგმა, რომელშიც შედის სამსახურიც, მეგობრებთან შეხვედრებიც და საკუთარ თავთან მარტო დარჩენაც.

თუმცა, ამით ხანდახან იღლებით. ჩვენ გირჩევთ, რამდენიმე დღე ისე გაატაროთ, რომ ყველაფერი თქვენს მიერ არ იყოს დაგეგმილი. თქვენ უნდა დაისვენოთ მარადიული ფიქრისგან და საკუთარი ცხოვრების გაკონტროლებისაგან.

თუ მეოთხე სიმინდი აირჩიეთ, აგვისტოში ბევრი საინტერესო მოვლენა გელით. თქვენ მორიდებული ადამიანი ხართ. საკუთარ ცხოვრებაში ახალი ადამიანებისა და სიყვარულის შემოსაშვებად, თქვენ აუცილებლად უნდა გაიხსნათ ადამიანებთან.

ჩვენ არ მოგიწოდებთ, რომ საკუთარი ცხოვრება თვითდინებაზე მიუშვათ, მაგრამ ზედმეტი არ იქნება, რაიმე სიგიჟის ჩადენა. მაგალითად, ოდესმე ზღვაში შიშველს გიბანავიათ? დარწმუნებული ვართ, რომ ეს გამოცდილება საკუთარი თავის სრულიად სხვა მხრიდან გამოჩენაში დაგეხმარებათ. უბრალოდ სცადეთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს