ორქიდეა საძინებელში. შეიძლება თუ არა მისი იქ გაჩერება

184

მაღაზიიდან ორქიდეის სახლში მიტანისას, ბევრი ჩვენგანი ალბათ არც კი დაფიქრებულა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისი სწორ ადგილზე დადება. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია მისი ზრდისა და ყვავილობისთვის. ეს მცენარე საკმაოდ პრეტენზიულია. ამ მცენარის სახლში მოთავსებისას უნდა გავითვალისწინოთ ყველა ნიუანსი და მოვლის წესები. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, რატომ არის ცუდი იდეა ორქიდეის მოთავსება საძინებელში ან სამზარეულოში.

ორქიდეა საძინებელსა და სამზარეულოში: რატომ არ შეიძლება მისი იქ გაჩერება

სინათლის ნაკლებობა

ახალბედა მეყვავილეებმაც კი იციან, რომ ორქიდეა არის მცენარე, რომელსაც ბევრი სინათლე სჭირდება. ეს არის ყველაზე მთავარი მიზეზი, რის გამოც ორქიდეის საძინებელში გაჩერება არ შეიძლება. ამ ოთახში ხომ უფრო ხშირად რომანტიკული ატმოსფერო და დაბინდული შუქია. ორქიდეას პირდაპირი მზის სხივები და კარგად განათებული ადგილი სჭირდება.

ხალხური ნიშანი

განათების გარდა, არსებობს კიდევ ერთი საფუძვლიანი მიზეზი, რის გამოც ცრუმორწმუნე ადამიანები არ დგამენ ამ ყვავილს საწოლის თავთან. საქმე ისაა, რომ არსებობს რწმენა, რომლის თანახმადაც ის უარყოფითად მოქმედებს მეუღლეებზე, ართმევს ენერგიას და ვნებს შეყვარებულების პირად ცხოვრებას. ამიტომ, ბევრი წყვილი ამ მცენარეს თავის საძინებელში არ დგამს.

სინესტის ნაკლებობა

ორქიდეა მოითხოვა არა მხოლოდ საჭირო განათებას, არამედ დატენიანების შესაფერის დონესაც. ამიტომ პატარა სამზარეულოში მისი მოთავსება – უდიდესი შეცდომაა. სადაც საჭმელი მზადდება, იქ ცხელი და მძიმე ჰაერია. მსგავს პირობებში, ისეთი პრეტენზიული მცენარე, როგორის ორქიდეაა – კარგად ვერ განვითარდება და არ აყვავდება. გირჩევთ, რომ პატარა სამზარეულოში მხოლოდ მოჭრილი ყვავილები დადგათ, რომლებიც ლარნაკში იქნება მოთავსებული, მაგრამ ცოცხალი ყვავილები – არა.

როგორც გავარკვიეთ, ორქიდეის დადგმა არ შეიძლება საძინებელში და სამზარეულოში. იმისთვის, რომ დარწმუნდეთ, რომ მცენარე ნამდვილად იღებს დიდი რაოდენობით დღის შუქს, ცუდად არ მოქმედებს თქვენს პირად ცხოვრებაზე და საკმაოდ ნესტიან ადგილზეა, დადგით ის მისაღებში (მზის მხარეს) ან აივანზე. თუ ძალიან დიდი სააბაზანო ოთახი გაქვთ, რომელიც კარგად არის განათებული – შეგიძლიათ ორქიდეა იქ მოათავსოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს