მრავალძარღვას თესლი და ფოთოლი წონაში კლებას უწყობს ხელს

304

ბავშვობაში ყველას „გვიმკურნალია“ ჭრილობებისა და სისხლჩაქცევებისთვის მრავალძარღვას ფოთლებით. აღმოჩნდა, რომ ეს მისი ერთადერთი სამკურნალო თვისება არ არის. სწორი ტექნოლოგიით მომზადებული მცენარე ნებისმიერი დიეტის ეფექტს აძლიერებს. მრავალძარღვას დაქუცმაცებული ფოთლები – წონის დაკარგვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდის საფუძველია.

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ ორ რეცეპტს, რომლითაც შეძლებთ მარტივად დაემშვიდობოთ ზედმეტ წონას. მრავალძარღვას ნაყენის ან ჩაის რეგულარული გამოყენებით, ერთ-ორ თვეში სასიამოვნო შედეგს დაინახავთ. ვცადოთ?

რით არის სასარგებლო მრავალძარღვა

ფიტოთერაპევტების აზრით, მრავალძარღვა ებრძვის ჭარბი წონის დაგროვების ისეთ მიზეზებს, როგორიც არის შეშუპება, კუჭ-ნაწლავის მუშაობის დარღვევა და ორგანიზმში შლაკების დაგროვება. ნივთიერებები, რომლებსაც ეს მარადმწვანე მცენარე შეიცავს, ორგანიზმიდან დევნის ზედმეტ სითხეს, აძლიერებს ნაწლავის მოტორიკას, აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას და ასევე აქვეითებს ქოლესტერინის დონეს. ეს ყველაფერი ერთად დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის და ნერვული სისტემის მუშაობაზე.

არსებობს კვლევა, რომლის თანახმადაც, მრავალძარღვას ექსტრაქტი ხელს უშლიდა კიბოს უჯრედების განვითარებას. ასე რომ, ამ მცენარეზე დაფუძნებული პროდუქტების გამოყენებით, შეგიძლიათ არა მხოლოდ წონის დაკლება, არამედ ზოგადად საკუთარი ჯანმრთელობის გაუმჯობესება.

როგორ გამოვიყენოთ მრავალძარღვა

ამ მცენარის 150 სახეობიდან, წონის დაკლებას საუკეთესოდ შეეფერება დიდი მრავალძარღვა. ეს ის მცენარეა, რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება ჩვენს განედებში. თუ ნედლეულს თავად კრეფთ, მაშინ შეაგროვეთ მაისის ბოლოდან აგვისტომდე, საწარმოებიდან და გზებისგან მოშორებით. თუმცა, გამხმარი მრავალძარღვას შეძენა შესაძლებელია ნებისმიერ აფთიაქში.

მრავალძარღვას ფოთლების ნაყენი

30 გრამ დაქუცმაცებულ მრავალძარღვას 1 ჭიქა წყალი დაასხით. გააჩერეთ 8 – 9 საათის განმავლობაში. მზა ნაყენი მიიღეთ თითო სუფრის კოვზი, დღეში სამჯერ – საკვების მიღების წინ. სასარგებლო თვისებების მაქსიმუმის შესანარჩუნებლად უმჯობესია ყოველ დილით ახალი სასმელის მომზადება.

ფოთლებისა და თესლის ჩაი

ჩაიდანში ჩაყარეთ 20 გრამი მრავალძარღვას გამხმარი ფოთლები და თესლი, შემდეგ დაასხით 100 მლ მდუღარე წყალი. გააჩერეთ ჩაი დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში. მიიღეთ დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ. ყოველ ჯერზე აიღეთ ჩაის კონცენტრატის მესამედი და გააზავეთ მდუღარე წყალში.

გახსოვდეთ, რომ მრავალძარღვას მეშვეობით წონის დაკლება არ გპირდებათ რადიკალურად სწრაფ შედეგებს. ეს კარგი დამხმარე საშუალება – სწორ კვებაზე გადასასვლელად. საშუალოდ, თვეში შეიძლება დაიკლოთ 2-დან 4 კილოგრამამდე. ამავდროულად, თავს მხნედ და მსუბუქად იგრძნობთ, ნაწლავები კი საათის მექანიზმით იმუშავებს. ასე რომ, ცდა ნამდვილად ღირს!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს