კონსერვების მომზადების სეზონი გაჩაღებულია! პაპარაცის დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ კიდევ ერთ საინტერესო რეცეპტს. მოდით, მოვამზადოთ ნეჟინის სალათი ზამთრისთვის, რათა ზამთრის ცივ საღამოს გამათბობელთან ამ არომატული ხემსის გემოთი დავტკბეთ.
ნეჟინის სალათი ზამთრისთვის
ნეჟინის სალათი მზადდება ძალიან მარტივად და სწრაფად. ერთადერთი არის ის, რომ ბოსტნეულის დაჭრას ცოტა დიდი დრო სჭირდება. მაგრამ, დაგვიჯერეთ, რომ ეს ამად ღირს! გირჩევთ, ერთდროულად რამდენიმე ქილის მომზადებას. იქნებ, ვინმესთვის გაზიარება მოგინდეთ? მაგალითად, მე მიყვარს, როცა კონსერვებს მაძლევენ. თქვენ?
ინგრედიენტები
- 4 კგ. კიტრი;
- 1 კგ. ხახვი;
- 3 ს.კ. მარილი;
- 1 ს.კ. ძმარი;
- 1 ჭიქა მცენარეული ზეთი;
- დაფნის ფოთოლი;
- შავი პილპილის მარცვლები.
მომზადების წესი
1. უპირველეს ყოვლისა, კიტრი კარგად გარეცხეთ გამდინარე წყლის ქვეშ და გააშრეთ ქაღალდის პირსახოცებით.
შემდეგ კიტრი თხელ რგოლებად დაჭერით, ხახვი კი – ნახევარრკალებად. ბოსტნეულს დაუმატეთ მარილი, ძმარი დამცენარეული ზეთი. მოსახერხებელია სალათის მომზადება დიდ ქვაბში ან თასში.
3. გააჩერეთ დაახლოებით 1 საათის განმავლობაში, რათა გემოები ერთმანეთს შეერიოს. სუფთა ქილებში მოათავსეთ რამდენიმე დაფნის ფოთოლი და შავი პილპილის მარცვლები. შემდეგ შეავსეთ ისინი კიტრით და იმ სითხით, რომელშიც ის დამარინადდა.
4. გაასტერილეთ ქილები 25 წუთის განმავლობაში. შემდეგ დახუფეთ და შეინახეთ ბნელ, გრილ ადგილას. სრული გაცივების შემდეგ სალათი მზადაა!
ნეჟინის სალათი ზამთრისთვის: რჩევა
ამ რაოდენობის კიტრიდან გამოდის ნეჟინის სალათის ხუთი ლიტრიანი ქილა. თუ გსურთ ზამთრისთვის მეტი სალათის მომზადება, უბრალოდ გაზარდეთ ბოსტნეულის რაოდენობა.