ღვიძლი – ორგანიზმის ფილტრი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოა. მაგრამ ამაზე ხშირად გვავიწყდება და უმოწყალოდ ვუწევთ მას ექსპლუატაციას. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მოსახლეობის მხოლოდ 1% იგებს დროულად, რომ ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. მსგავსი უსიამოვნებების ასარიდებლად, გთავაზობთ, გაიაროთ ჩვენი ტესტი, რომლის მიხედვითაც გაარკვევთ, მწყობრშია თუ არა თქვენი ღვიძლი.
უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეს ტესტი არავითარ შემთხვევაში არ ეხმარება ამა თუ იმ დიაგნოზის დასმაში. ეს გახლავთ საშუალება, რათა გაიგოთ, რა სახის პრობლემებზე იძლევა ორგანიზმი მინიშნებას, რათა დროულად მიმართოთ სპეციალისტს. გაეცით პასუხი 9 მარტივ კითხვას, დაითვალეთ ქულები და იხილეთ შედეგები.
ხშირად გაწუხებთ სიმძიმე მარჯვენა ნეკნების ქვეშ?
- არა, საერთოდ არ მაწუხებს
- და რა მდებარეობს ამ ადგილში?
- დიახ, მაწუხებს
ხშირად გემართებათ საჭმლის მონელების დარღვევა?
- არა, მსგავსი პრობლემა არ მაწუხებს
- არ ვაქცევ ყურადღებას ასეთ წვრილმანებს
- დიახ, საკმაოდ ხშირად
ხშირად გაქვთ ღებინების შეგრძნება უმიზეზოდ?
- არა
- ვფიქრობ, რომ ღვიძლი აქ არაფერშუაშია
- დიახ, მაწუხებს
ხშირად იღებთ ალკოჰოლს?
- არ ვსვამ
- ხანდახან ვსვამ
- მიყვარს სამსახურის მერე თითო ჭიქა წითელი ღვინის დალევა
გაწუხებთ თუ არა პირში მწარე გემო?
- არა
- დიახ, თუ რაიმე მწარე ვჭამე
- დიახ, ეს უმიზეზოდ ხდება
გაქვთ თუ არა დაქვეითებული იმუნიტეტი?
- არა, არ ვავადმყოფობ
- ავად ვხდები ხოლმე, მაგრამ იმაზე მეტად არა, როგორც სხვა ადამიანები
- დიახ, ჩემი იმუნიტეტი დაქვეითებულია
როგორ ფიქრობთ, სწორად იკვებებით?
- დიახ, მხოლოდ ჯანსაღ საკვებს მივირთმევ
- ხანდახან სწორად ვიკვებები, ხანდახან კი ყველაფერს ერთად ვჭამ
- არა, რაციონდ დიდად ყურადღებას არ ვაქცევ
იღებთ ჰეპატოპროტექტორებს?
- დიახ, რადგან ვზრუნავ ჯანმრთელობაზე
- საჭიროა?
- არა, პირველად მესმის
როდის გამოიკვლიეთ ბოლოს ღვიძლი და საჭმლის მომნელებელი სისტემა?
- წელიწადში ერთხელ ვიტარებ პროფილაქტიკას
- წელიწადზე მეტი დრო გავიდა
- არასოდეს მიმიმართავს სპეციალისტისვის
დაითვალეთ ქულები და იხილეთ შედეგი:
9–15 ქულა
აპლოდისმენტებს იმსახურებთ, ყოჩაღ! თქვენთვის ჯანმრთელობა – უპირველესია! განაგრძეთ სწორი კვება და მთლიანი ჯანმრთელობის ყურადღების მიქცევა და ავადმყოფობა არ შეგაწუხებთ.
16–23 ქულა
კიდევ ცოტაც და სპეციალისტის დახმარება დაგჭირდებათ. უნდა გადახედოთ თქვენს კვების რაციონს და ცხოვრების წესს ზოგადად. მიაქციეთ მეტი ყურადღება ჯანმრთელობას, განსაკუთრებით ღვიძლს, მოიწვეთ განტვირთვის დღეები, მიირთვით ჯანსაღი საკვები. გახსოვდეთ, რომ ღვიძლის ჯანმრთელობა – მთლიანი ორგანიზმის ჯანმრთელობის საწინდარია.
24–27 ქულა
თქვენი ცხოვრების წესი დაგღუპავთ. სანამ დროა, გონს მოეგეთ! ორგანიზმისადმი მსგავსი დამოკიდებულება ჯანმრთელობაზე ძალიან ცუდად აისახება, განსაკუთრებით კი ღვიძლი დაზიანდება. ნუ მოახდენთ ორგანიზმის სიგნალების იგნორირებას და იმოქმედეთ!