ზაფხულის ბოლო თვე ისე უნდა გაატაროთ, რომ სასიამოვნო მოგონებები მთელი წლისთვის გეყოთ. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გიზიარებთ ტამარა გლობას ახალ ჰოროსკოპს აგვისტოსთვის. მიჰყევით ასტროლოგის რეკომენდაციებს და ეს პერიოდი თქვენთვის საუკეთესოდ ჩაივლის!
აგვისტოს თვის ჰოროსკოპი
აგვისტო ვერძისთვის სამუშაო კუთხით ძალიან პროდუქტიულად ჩაივლის. თქვენ ჩადებთ დროს, ფულს და სხვა რესურსებს თქვენთვის საინტერესო პროექტში. ეს სასურველ შემოსავალს ძალიან მალე მოგიტანთ. ასევე ზაფხულის ბოლო თვეში საკუთარი ღირებულებების გადაფასებით დაკავდებით. უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობთ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
ინტელექტუალური და პრაქტიკული აქტივობები, ახალი ნაცნობები და მოგზაურობა – აი, რა ელის კუროს აგვისტოში. შრომა წარმატებას მოუტანს. ამასთან, აქტიურად დაკავდებით სპორტით და მოაგვარებთ ახლობელი ადამიანების პრობლემებს. ზოგადად, აგვისტო ბევრ საინტერესო შესაძლებლობას გაჩუქებთ. გამოიყენეთ ისინი!
ტყუპების ცხოვრებაში ძველი მეგობრები და ნაცნობები დაბრუნდებიან. აგვისტო სავსე იქნება თბილი შეხვედრებით და ახალი ტიპის საქმიანობის ძიებით. ეს კარგი დროა თქვენი საცხოვრებელი სივრცის განახლებისა და რეორგანიზაციისთვის. შესაძლებელია სხვა ქალაქში გადასვლა ან ემიგრაცია.
კირჩხიბები აგვისტოში დიდ დროს დაუთმობენ სწავლას და ახალი ცოდნის მიღებას. შორ გზაზე განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ. თუმცა სახლიდან მოშორებით წარმატება გელით. ყურადღება დაუთმეთ საოჯახო საქმეებსაც. ნუ შეგეშინდებათ პრობლემების, რადგან მოსიყვარულე ნათესავები ყოველთვის დაგეხმარებიან.
პროგნოზი ლომის, ქალწულის, სასწორისა და მორიელისთვის
ლომს სახლიდან მოშორებით წარმატება, სიყვარული და აღიარება ელის. აგვისტოში ძველ მეგობრებს შეხვდებით და რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენის მონაწილე გახდეთ. ყურადღებით იყავით ფინანსური კუთხით, შესაძლებელია მოტყუება და ცდუნება. ტამარა გლობა გირჩევთ, თავი შეიკავოთ საეჭვო ნაცნობობისგან.
აგვისტო ძალიან პროდუქტიული იქნება ქალწულებისთვის. თქვენ იპოვით ბალანსს – დასვენებას, პირად ცხოვრებასა და ოჯახთან და მეგობრებთან ურთიერთობას შორის. სახლიდან მოშორებით საინტერესო შეთავაზებები და სამსახურში წარმატება გელით. ზაფხულის ბოლო თვეში ეცადეთ ყველა ქონებრივი საკითხი მოაგვაროთ.
სასწორი იწყებს ცხოვრების ახალი ეტაპისთვის მომზადების პერიოდს. თვის დასაწყისში იმედგაცრუებები გელით. თუმცა, მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც ყველაფერთან გამკლავებაში დაგეხმარებიან. მათი წყალობით თქვენ შეძლებთ ყველა სირთულის გადალახვას და წარმატების მიღწევას. ასევე აგვისტოში სერიოზულად უნდა იზრუნოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე.
მორიელები დიდ დროს დაუთმობენ მეგობრებს და ნათესავებს. მათთან ერთად შეგიძლიათ დაიწყოთ მუშაობა ახალ საინტერესო პროექტზე. თქვენ გელით ახალი სამუშაო გეგმები და პერსპექტიული ტრენინგი. გარდა ამისა, თქვენ დაიწყებთ შემოდგომის პერიოდის დაგეგმვას. ეს ასევე დაკავშირებული იქნება სამსახურთან. ასევე, არ დაგავიწყდეთ ყურადღების მიქცევა საკუთარი თავისა და ჯანმრთელობისთვის,
პროგნოზი მშვილდოსნის, თხის რქის, მერწყულისა და თევზებისთვის
აგვისტოში მშვილდოსნებისთვის აქტუალური იქნება კარიერული და საბინაო საკითხები. არ განახორციელოთ სერიოზული ფინანსური ინვესტიციები, თუ ასი პროცენტით არ ხართ დარწმუნებული შედეგში. კარგი დროა დაორსულებისთვის და შვილების გასაჩენად. ასევე შემოქმედებითობისა და მოგზაურობისთვის. თქვენ შეძლებთ, რომ გონივრულად გადაერთოთ სამსახურიდან დასვენებაზე.
თხის რქას აგვისტოში წარმატება სახლიდან მოშორებით ელის. მიუხედავად იმისა, რომ სახლში არ იქნებით, მაინც განაგრძობთ ახლობლებზე ფიქრს და მათ დახმარებას. გლობა გირჩევთ, რომ არ განახორციელოთ ინვესტიცია საეჭვო პროექტებში. სამაგიეროდ, თქვენ შეგიძლიათ გონივრულად ისარგებლოთ ახალი ნაცნობებით და მიღებული გამოცდილება გამოიყენოთ შემდგომი საქმიანობისთვის.
აგვისტოში მერწყული სამსახურითა და რემონტით იქნება დაკავებული. ასევე თქვენ დიდ ყურადღებას მიაქცევთ მეგობრებსა და კოლეგებს, რომლებსაც თქვენი დახმარება სჭირდებათ. დროა იზრუნოთ საკუთარ თავსა და ჯანმრთელობაზე. ნუ შეგეშინდებათ იმის, რომ სხვებს სთხოვოთ დახმარება.
თევზები ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ გზებზე და წყლის სიახლოვეს. ახლა მნიშვნელოვანია საკუთარ თავზე ზრუნვა. ეცადეთ, თვის დასაწყისში ბევრი ფული არ დახარჯოთ და არავის ასესხოთ. ამასთან, თქვენ გაგიჩნდებათ შემოქმედებითი შთაგონება და ახალი ფინანსური შესაძლებლობები.