მეგობარმა ლიკას სთხოვა, რომ მისი შვილის ნათლია გამხდარიყო. მაშინ ქალმა ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ ეს მის ცხოვრებას შეცვლიდა

0
5600

ქალის ბედი ძალიან არაპროგნოზირებადია და ზოგჯერ მოულოდნელობებით არის სავსე. ზოგჯერ ისეთი რამ ხდება, რომ შეიძლება დაუჯერებელი იყოს, რომ ეს რეალობაა.

ქალის ბედი

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში მოგითხრობთ ისტორიას, რომელიც შეიძლება მაგალითად იქცეს უიღბლო და ამავდროულად გაუბედავი ქალებისთვის. რა თქმა უნდა, ყველას საკუთარი ცხოვრების გზა აქვს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ თვითონ ვირჩევთ მიმართულებას, თუ საით წავიდეთ.

ლიკა მრავალშვილიან ოჯახში გაიზარდა. მისი მშობლები მეგობრულად ცხოვრობდნენ, მაგრამ ღარიბულად. მამის გარდაცვალების შემდეგ ოჯახის ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა. გოგონას ხშირად უწევდა უფროსი დების კაბების ტარება. ის არ წუწუნებდა: ესმოდა, როგორ უჭირდა დედას მარტოს ხუთი შვილის ფეხზე დაყენება.

ლიკა სკოლას ამთავრებდა, როდესაც ვალერის შეუყვარდა. ბიჭი ოთხი წლით უფროსი იყო და დაქორწინებაზე უკვე ფიქრობდა. გოგონამ სკოლა დაამთავრა და ბიჭმა ხელი სთხოვა. შეყვარებული პატარძალი დათანხმდა და ისინი მაისში დაქორწინდნენ.

ახალდაქორწინებულებმა ერთად ცხოვრება ერთოთახიან ბინაში დაიწყეს, რომელიც ვალერის დედას ეკუთვნოდა. ერთი წლის შემდეგ ლიკას ვაჟი შეეძინა და ქმრის დამოკიდებულება მის მიმართ საგრძნობლად შეიცვალა. მან სმა დაიწყო და სახლში გვიან მოდიოდა. ცოლი მას სახლიდან წასვლით დაემუქრა, მთვრალმა მამაკაცმა კი უკანასკნელი სიტყვებით მიმართა და უთხრა: “ვის სჭირდებით შენ და შენი შვილი?!” ლიკამ ნივთები ჩაალაგა და ბავშვთან ერთად დედასთან დაბრუნდა.

როგორ დავძლიოთ ცხოვრებისეული სირთულეები

ექვსი თვის შემდეგ ლიკამ მაღაზიაში გამყიდველად დაიწყო მუშაობა, რადგან უმაღლესი განათლების გარეშე ძნელი იყო სხვა სამსახურის პოვნა. ცოტას უხდიდნენ, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა, სანამ ვაჟი არ გაიზრდებოდა. ახლობლები შეძლებისდაგვარად ეხმარებოდნენ, მაგრამ ფული მაინც არ ჰყოფნიდა.

ბავშვის გაჩენის შემდეგ ლიკა კიდევ უფრო გალამაზდა და უამრავი თაყვანისმცემელი გაუჩნდა. ზოგი მათგანი დაქორწინებული იყო, ზოგი ძალიან ახალგაზრდა. ყველა მათგანი სიყვარულს ეფიცებოდა, მაგრამ ისეთი არავინ იყო, ვისთანაც ოჯახს შექმნიდა.

დრო გავიდა, ვაჟი გაიზარდა და დედაქალაქში სასწავლებლად წავიდა. ლიკაც მასთან ერთად წავიდა. იქ მან იაფფასიანი ბინა იქირავა ერთ ასევე ჩამოსულ გოგონასთან ერთად და ახლომდებარე სუპერმარკეტში დაიწყო მუშაობა. ოთახის მეზობელს ანა ერქვა. ის ძალიან მეგობრული ადამიანი აღმოჩნდა და გოგონები დამეგობრდნენ.

ანა თარჯიმანი იყო და ხშირად უწევდა უცხოელებთან ურთიერთობა. ცოტა ხანში მან ახალგაზრდა ინგლისელი მამაკაცი გაიცნო, რომელიც მათ ქალაქში ბიზნების წამოსაწყებად ჩამოვიდა. მათ ერთმანეთი შეუყვარდათ და დაქორწინდნენ. ანა საცხოვრებლად ქმართან გადავიდა.

როდესაც ახალგაზრდა წყვილს პირველი შვილი შეეძინათ, ლიკა ნათლობაში მიიწვიეს. ბავშვის ერთ-ერთი ნათლია იყო ოჯახის მეგობარი, დევიდი, რომელიც ამ შემთხვევისთვის ინგლისიდან ჩამოფრინდა. ლიკა უცხოელ სტუმარს გააცნეს. მამაკაცმა ქალის მიმართ დაუფარავი ინტერესი გამოიჩინა და მთელი საღამო თვალს არ აშორებდა.

მეორე დღეს დევიდმა დაარწმუნა ანა, რომ კიდევ ერთხელ მოეწყო ლიკასთან შეხვედრა. პაემანზე ანაც უნდა ყოფილიყო, რადგან მისი მეგობარი ინგლისურად ძალიან ცუდად ლაპარაკობდა. ახალგაზრდებმა ერთად რამდენიმე დღე გაატარეს და მამაკაცი სამშობლოში დაბრუნდა.

სამი თვის შემდეგ ინგლისელი დაბრუნდა. იმ დღეს ანამ ლიკას დაურეკა და სასწრაფოდ მასთან მისვლა სთხოვა. ლიკა ვერ მიხვდა რაში იყო საქმე, მაგრამ სამსახურიდან გათავისუფლებისთანავე მივიდა. სახლში შესვლისას მაშინვე შეამჩნია დევიდი, რომელსაც ხელში უზარმაზარი თაიგული ეჭირა. ის აღელვებული იყო და ჩქარ-ჩქარა რაღაცას ამბობდა, მაგრამ ლიკამ ვერაფერი გაიგო. ანამ ვეღარ მოითმინა და უთხრა: „დათანხმდი! ცოლად გაყოლას გთხოვს!“

ახლა ლიკა თავის მოსიყვარულე ქმართან ერთად ინგლისში ცხოვრობს და სურს, რომ შვილი თავისთან წაიყვანოს. ჩვენ კი უსაზღვროდ გვიხარია მისი ამბაივი და ბედნიერებას ვუსურვებთ!