იცით, როგორ უნდა დაეხმაროთ მძარცველს თქვენს ბინაში მოხვედრაში? ამაოდ ფიქრობთ, რომ თუ გასაღებს კლიტეში დატოვებთ, ამით თავს დაიცვამთ ბინაში შემოჭრისაგან. ყველამ ვიცით, რომ თუ კლიტეში გასაღები არ ტრიალებს, ეს ნიშნავს, რომ შიგნიდან გასაღებია. ყველა დარწმუნებულია, რომ ამ გზით უსაფრთხოება გარანტირებულია, მაგრამ ეს გავრცელებული მცდარი მოსაზრებაა. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, რატომ არის ეს ასე. ასევე, დღეს ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ მაშინ, როდესაც გასაღები კლიტეში არ ტრიალებს.
გასაღები კლიტეში არ ტრიალებს
ბევრი თანამედროვე საკეტი ისეა მოწყობილი, რომ გასაღებით დაკეტვა ორივე მხრიდან არის შესაძლებელი. ყველამ დიდი ხანია იცის, რომ თუ გასაღები საკეტში ბინის შიგნით დარჩება, მაშინ ვერ შეძლებთ საკეტის გახსნას გარედან.
ამიტომ, ასეთი კლიტის შემთხვევაში ყველა დარწმუნებულია, რომ მძარცველებისგან უსაფრთხოდ არის. მაგრამ, ასეა სინამდვილეში? აღმოჩნდა, რომ თურმე ამ გზით ყაჩაღს პირიქით ვეხმარებით ჩვენი კლიტის გახსნაში.
ნებისმიერ პროფესიონალ ქურდს კლიტის გასახსნელი საკუთარი მეთოდები და ინსტრუმენტები გააჩნია. ნებისმიერი პროფესიონალი ქურდისთვის კლიტის გახსნა – ჩვეულებრივი ამბავია. ყველაზე ხშირად, კარების გასახსნელად მათ არსენალში არის სხვადასხვა გასაღებები, მავთულები და სხვა მოწყობილობები.
თუმცა, ამ საქმისთვის კლიტეში დატოვებული გასაღებიც გამოდგება. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ კლიტის შიგნით დატოვებული გასაღები ხსნის მექანიზმს და საკეტებს შიგნით. აქედან გამომდინარე, ქურდს არ გაუჭირდება გასაღების გადატრიალება საკეტის მეორე მხარეს თავისი სპეციალური გასაღებით.
მაგრამ არის სიტუაციები, როდესაც გასაღები უბრალოდ იჭედება კლიტის ხვრელში და მისი ამოღება შეუძლებელია. ასეთი უსიამოვნება ხდება ზოგიერთ შემთხვევაში, რაზეც ახლა მოგიყვებით.
პირველი ასეთი შემთხვევა არის უცხო ობიექტი გასაღების ხვრელში. უცნაურია, მაგრამ ეს საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. როდესაც კლიტის ხვრელში ხვდება გასაღების ნატეხი ან ხიჭვი. ამ შემთხვევაში, ნუ ეცდებით მის გამოღებას გასაღებით. საბოლოოდ ყველაფერი იმით დასრულდება, რომ გასაღებს გააფუჭებთ. ამ დროს გამოიყენეთ სადგისი ან თხელი დანა. შეეცადეთ, წამოსდოთ უცხო ობიექტს და ამოიღოთ იგი გასაღების ხვრელიდან.
როგორ ამოვიღოთ გასაღები კლიტიდან
თუ ისე მოხდა, რომ გასაღების მონატეხი კლიტის ხვრელში დარჩა, მაშინ გრძელტუჩა დაგეხმარებათ. ძალიან ნელა და ფრთხილად შეეცადეთ ჩაეჭიდოთ გასაღების ნატეხს გრძელტუჩათი და ნელა ამოიღოთ იგი. ამ შემთხვევაში მთავარია არ იჩქაროთ.
პერიოდულად ეცადეთ, რომ გრძელტუჩათი გატეხილი გასაღების უფრო საიმედო მონაკვეთს ჩაეჭიდოთ. თუ კლიტე დაჟანგულია, უმჯობესია მის გაღებას მაშინვე არ შეეცადოთ. პირველ რიგში, შეზეთეთ გასაღების ხვრელი სპეციალური საშუალებით, როგორიცაა WD-40 ან მანქანის ზეთი. კლიტის შეზეთვის შემდეგ, დაელოდეთ 5-7 წუთს და სცადეთ გასაღების კლიტეში მოთავსება და გადატრიალება. თუ არ დატრიალდება, ხელახლა შეზეთეთ.
მაგრამ თუ არ გსურთ გარისკვა და ღამე ქუჩაში დარჩენა, უმჯობესია დახმარებისთვის სპეციალისტებს მიმართოთ. ყველა ქალაქში არის კლიტის ხელოსანი.
მაგრამ ამ შემთხვევაში, თქვენ უნდა შეძლოთ დადასტურება, რომ თქვენ ხართ იმ ბინის მფლობელი, რომელშიც გსურთ შესვლა. ხშირად, ბინის სასწრაფო გახსნისთვის, უწევთ პოლიციის გამოძახება. ვიმედოვნებთ, რომ არასოდეს მოგიწევთ ისეთ საშინელ სიტუაციაში აღმოჩენა, როდესაც ვერ ახერხებთ საკუთარ სახლში მოხვედრას.