სახლიდან რამდენიმე დღით რომ გავდივარ, მტვერსასრუტს შუა ოთახში ვტოვებ. შენც ასე გააკეთებ, თუ გეცოდინება რისთვის

0
2232

ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ შუქის სენსორს და მტვერსასრუტს შეუძლია დაგიცვას ქურდობისაგან. ასეთი მარტივი ხრიკები ნაცნობმა პოლიციელმა გამიზიარა. თურმე ისინი შვებულების ან არდადეგების დროს ქურდობისგან დაცვის სპეციალურ სტატისტიკას აწარმოებენ.

დღესასწაულებზე ადამიანები ტოვებენ თავიანთ სახლებს და ბინებს. ზაფხულში ზღვაზე მიდიან და სახლებს უყურადღებოდ ტოვებენ. ქურდები, როგორც წესი, ძალიან დაკვირვებულები არიან. ისინი ზოგიერთ სახლს ძალიან დიდხანს უთვალთვალებენ და ცდილობენ ქურდობისათვის შესაფერისი მომენტის პოვნას.

შუქის სენსორი

მცირე მოფიქრებითა და გამომგონებლობით შეგიძლიათ თქვენი სახლი ქურდობისაგან დაიცვათ. რა თქმა უნდა, არ არის აუცილებელი ხაფანგების დაგება, როგორც ყველასათვის საყვარელ ფილმში “მარტო სახლში”. საკმარისია მტვერსასრუტი მისაღები ოთახის ან სხვა დიდი ოთახის შუაში დატოვოთ.

როდესაც ქურდი სახლში შეიჭრება და ოთახის შუაში მტვერსასრუტს წააწყდება, ის იფიქრებს, რომ სახლის მეპატრონეები დიდი ხნით არ წასულან. რამდენი ხნის წინ წავიდნენ და რამდენი ხანში იქნებიან სახლში, ქურდისთვის ესეც უცნობია. ასე რომ, ის შეეცდება სწრაფად წავიდეს და თან არაფერი გაიყოლოს.

ასევე, ქურდობისგან დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა მოძრაობის სენსორი. განსაკუთრებით ეფექტურია ღამით. წარმოიდგინეთ: ღამით ქურდმა სახლში შეაღწია და ოდნავი მოძრაობისას შუქი ყველგან ინთება.

ეს მეზობლებისთვის საეჭვო გარემოება იქნება, როდესაც მათ ეცოდინებათ, რომ თქვენ სახლში არ ხართ. ისინი სასწრაფოდ გამოიძახებენ პოლიციას. კიდევ ერთი საინტერესო მეთოდი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას კერძო სახლებში. ეს არის ხრეშით დაფარული ბილიკები სახლის გარშემო. ასეთ მასალაზე ჩუმად სიარული შეუძლებელია და ეს ხმები მაშინვე მიიპყრობს თქვენი მეზობლების ყურადღებას.

მაშინაც კი, თუ არსად აპირებთ წასვლას, არ დატოვოთ ძვირფასი ნივთები სახლში თვალსაჩინო ადგილას. საფულე ან დოკუმენტები უფრო საიმედო ადგილას შეინახეთ. სამკაულები შეინახეთ ზარდახშით კარადის სიღრმეში.

იგივე ეხება ჩანთას – არ დადოთ ის პირდაპირ შესასვლელთან. მას ადგილი სადმე ოთახის სიღრმეში მიუჩინეთ. ძალიან ხშირად თანამედროვე სახლებში დერეფანი არ არის და სადარბაზოდან პირდაპირ ბინაში შედიხარ.

ამ შემთხვევაში, ყოველთვის ჩაკეტეთ კარი შიგნიდან. ასეთ სახლებში ძალიან ხშირია შემთხვევები, როცა ქურდი ბინაში პირდაპირ პატრონთან ერთად შედის. სასწრაფოდ იპარავს ჩანთას, რომელიც შესასვლელში დარჩა და მიდის.

ხუთი წუთის შემდეგ ქურდს უკვე აქვს წვდომა თქვენს საბანკო ანგარიშებზე, საფულეზე და სხვა კონფიდენციალურ მონაცემებზე. შემდეგ ბანკში იმის დამტკიცება, რომ თქვენს სახელზე აღებული სესხი თაღლითების ნამუშევარია – ძალიან რთულია.

რა თქმა უნდა, სჯობს არასოდეს შეგხვდეთ ასეთი უსიამოვნებები. თუმცა ამქვეყნად არავინ არაფრისგან არ არის დაზღვეული. უმჯობესია გქონდეთ თეორიული ინფორმაცია უსაფრთხოების ზომების შესახებ და გამოიყენოთ ასეთი მარტივი ხრიკები. მათი გამოყენებით შეძლებთ დაიცვათ საკუთარი თავი და თქვენი ახლობელი ადამიანები ძვირფასი ნივთების ქურდობისგან.