გვითხარით, რას გააკეთებდით პირველ რიგში და გაიგეთ ახალი რამ საკუთარი თავის შესახებ. პიროვნების ფარული თვისებები

123

იცოდით, რომ ჩვეულებრივ ყოველდღიურ ჩვევებს და სხეულის ენას თქვენი ხასიათის გამოვლენა შეუძლია? აღარაფერს ვამბობთ ნაყინის თუ საზაფხულო ფეხსაცმლის არჩევანზე – ეს არის ნამდვილი ფსიქოლოგიური ტესტი!

ითვლება, რომ ყველა ამოცანას მხოლოდ ორი პასუხი აქვს – სწორი და არასწორი. მაგრამ ტესტში, რომელიც პაპარაცის რედაქციამ მოგიმზადათ, თქვენ ნახავთ, რომ ყველაფერი გაცილებით საინტერესოა. თქვენ ვერ შეძლებთ არასწორი არჩევანის გაკეთებას, რადგან ყველა მათგანი სწორია!

ფსიქოლოგიური ტესტები

ზემოთ მოცემულ ფოტოზე შეაფასეთ სიტუაცია და გადაწყვიტეთ, რომელ ქმედებას შეასრულებთ პირველ რიგში. აირჩიეთ სწრაფად და წაიკითხეთ განმარტებები!

რას გააკეთებთ პირველ რიგში?

1.გადმოდგამთ ჩაიდანს ცეცხლიდან. თუ პირველ რიგში ჩაიდნის შემაწუხებელი სტვენის შეჩერება გადაწყვიტეთ, ეს თქვენს ვნებიან და საკმაოდ ფეთქებად ხასიათზე მეტყველებს. არ გიჭირთ სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება და ვერაფერი შეგიშლით ხელს მიზნისკენ მიმავალ გზაზე.

თუმცა, ერთფეროვნება შეიძლება ძალიან სწრაფად მოგწყინდეთ და ამავდროულად, თქვენ უსაფრთხოდ ყოფნა უფრო გიყვართ, ვიდრე სიურპრიზები. საიმედო გეგმა უკეთესია, ვიდრე ბედის მოულოდნელი სვლა – ასეთია თქვენი გზა!

2. უპასუხებთ სატელეფონო ზარს. ასეთ არჩევანს აკეთებენ დიპლომატიური უნარების მქონე კონცენტრირებული ადამიანები. თქვენ ჭეშმარიტების მაძიებელი ადამიანი ხართ, რის გამოც გიჭირთ სხვის ცოდვებთან შეგუება. თქვენი ძლიერი მხარე არის, ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება და ეს თვისება საქმიანი ადამიანისთვის შეუცვლელია!

ადამიანებთან ურთიერთობა – თქვენი ძლიერი მხარეა. ადამიანთა ნაკადიდან სწრაფად გამოყოფთ საჭირო ადამიანებს და ძალიან გიყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა.

3. დაამშვიდებთ ბავშვს. თუ პირველ რიგში პატარა ჭირვეული ბავშვის დამშვიდებას შეეცდებით, თქვენ ხართ რბილი ხასიათის, კეთილი ადამიანი. ამავდროულად, ძალიან საზრიანი! ყოველთვის ეხმარებით ადამიანებს და ზოგ შემთხვევაში, საკუთარი თავის გასაწირადაც კი მზად ხართ. ოჯახს განსაკუთრებული ადგილი უკავია თქვენს ცხოვრებაში, ისევე როგორც ადამიანებს შორის ძლიერ კავშირებს.

მარტოობა თქვენში შფოთსა და მწუხარებას იწვევს, ამიტომ ყოველთვის გჭირდებათ ვინმე თქვენს გვერდით. რას აირჩევდით, მყუდრო საღამოს ოჯახთან ერთად თუ ხმაურიან წვეულებას ღამის კლუბში? ვფიქრობთ, რომ პასუხი უკვე ვიცით!

4. თავხედ კუდიანს გაუბრაზდებით. თუ პირველ რიგში ავეჯის გადარჩენას შეეცდებით შინაური ცხოველის კლანჭებისა და კბილებისაგან, შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ თქვენ გძულთ არეულობა! თანაც, როგორც სახლში, ასევე ცხოვრებაში. თქვენ ყველაფერი გაკონტროლებული უნდა გქონდეთ, წვრილმანებიც კი, წინააღმდეგ შემთხვევაში, შფოთვის თავიდან აცილება შეუძლებელია.

თქვენ სერიოზულ ყურადღებას აქცევთ მატერიალურ სიმდიდრეს და ადგილს საზოგადოებაში. ხშირად გეძახიან მოსიარულე ენციკლოპედიას და აქ საქმე არა იმდენად ერუდიციაშია, რამდენადაც საზრიანობაში. ნებისმიერ სიტუაციაში, ზუსტად იცით, როგორ მოიქცეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს