წყალში რამდენიმე წვეთი დავამატე და ორქიდეები მოვრწყე. ახლა, ფანჯრის რაფაზე ნამდვილი ყვავილების ჩანჩქერია

0
1019

ოთახის ყვავილები სახლებს უძველესი დროიდან ამშვენებს. ახლა ისინი უკვე დიდი ხანია მხოლოდ ერთი ტიპის და უინტერესო აღარ არის. დღეს თითქმის ყველა სახლში არის მინიმუმ ერთი ეგზოტიკური ყვავილი ან საინტერესო ექსპოზიცია. და, ალბათ, ყველა დიასახლისს აქვს მინიმუმ ერთი ორქიდეა. ამ უჩვეულო მოხდენილმა ყვავილმა დიდი ხანია დაიპყრო მილიონობით ადამიანის გული. ორქიდეას ხშირად ჩუქნიან ნათესავებსა და მეგობრებს, კოლეგებს სამსახურში. ორქიდეების ნახვა თითქმის ყველა ფანჯრის რაფაზე შეგიძლიათ. მიუხედავად იმისა, რომ ყვავილი პრეტენზიული არ არის, ის მაინც მოითხოვს კარგ მოვლას.

ძალიან ხშირად, ტროპიკული ყვავილის მფლობელები ჩივიან, რომ ორქიდეა ხელმეორედ აღარ ყვავის. ამიტომ პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ორქიდეის მოვლის წესებზე ვისაუბრებთ. ამ ხრიკების წყალობით ორქიდეა ყოველწლიურად გაგახარებთ უხვი ყვავილობით.

ორქიდეა არ ყვავის

ყველაზე ხშირად ჩვენს მაღაზიებში იყიდება თეთრი ან იისფერი ორქიდეა. ეს ორქიდეის ყველაზე უბრალო და გავრცელებული სახეობაა. უფრო ეგზოტიკური ფერები, როგორიცაა ნარინჯისფერი, ცისფერი, განსხვავებული ნიმუშებითა და ფერის გადასვლებით, ძირითადად ყვავილების ქიმიური შეღებვის შედეგია.

მაშ, რა უნდა გაკეთდეს ორქიდეების აქტიური ზრდისა და ყვავილობისთვის? მორწყვა ყველაზე მნიშვნელოვანი პროცედურაა ნებისმიერი ყვავილისთვის. ამას გარდა, თითოეულ ყვავილს ბინაში საკუთარი ადგილი უნდა ჰქონდეს. მაგალითად, ორქიდეას არ უყვარს ჩრდილში ყოფნა, ამიტომ უმჯობესია ის ფანჯრის რაფაზე მოათავსოთ მზიან მხარეს. ასევე, ორქიდეას არ მოსწონს პირდაპირი მზის სხივები. მას ძალიან ნაზი ფოთლები და ფესვები აქვს, რომლებიც მზეზე სწრაფად იწვის. ორქიდეისთვის იდეალური ადგილი შეიძლება იყოს ბინის აღმოსავლეთი მხარე. ასევე, ამ ეგზოტიკურ ყვავილს არ მოსწონს ორპირი ნიავი.

ორქიდეის სამშობლოა ტროპიკული ქვეყნები, ამიტომ მას არ უყვარს ძალიან მაღალი ტემპერატურა. მისთვის ოპტიმალური იქნება დღისით 20°C, ხოლო ღამით 2-3 გრადუსით ნაკლები. ზამთარში ტემპერატურა არ უნდა დაეცეს 10°C-ზე დაბლა. ორქიდეა არ იზრდება ჩვეულებრივ გრუნტში. მისთვის იდეალური სუბსტრატი იქნება კერამზიტის, ფიჭვის ქერქის, ბოჭკოვანი ტორფის და ქოქოსის ფანტელების ნარევი. ასეთი სუბსტრატი კარგად ინარჩუნებს ტენიანობას, ამიტომ ორქიდეას მორწყვა ხშირად არ სჭირდება.

როგორ მოვუაროთ მცენარეს

ამავდროულად, ორქიდეების მორწყვა უნდა მოხდეს სპეციალური ტექნოლოგიით. პირველ რიგში, უნდა შემოწმდეს ყვავილის ფესვთა სისტემის მდგომარეობა. თუ ფესვები მწვანეა, მაშინ მცენარეს საკმარისი ტენიანობა აქვს, თუ ნაცრისფერია – მორწყვის დროა. უმჯობესია, ორქიდეა მორწყოთ დილით. წყალი უნდა იყოს ნადგამი და ოთახის ტემპერატურის.

წყალი შეგიძლიათ ოდნავ გაამჟავოთ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენის დამატებით. ჩაასხით წყალი საკმარისად ღრმა ჭურჭელში, დაამატეთ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი. ორქიდეა ქოთნიდან ამოიღეთ და მოათავსეთ ლიმონიანი წყლით სავსე ჭურჭელში. გააჩერეთ 30 წუთის განმავლობაში, ამის შემდეგ ჭურჭლიდან ფრთხილად ამოიღეთ, ზედმეტი წყალი გადაწურეთ და ყვავილი დააბრუნეთ სუბსტრატში. ასეთი მორწყვა ხელს უწყობს ყვავილის აქტიურ ყვავილობას.

თვეში ერთხელ, შეგიძლიათ ორქიდეა მოათავსოთ ნივრიან წყალში. ლიტრიან ქილაში მოათავსეთ 2-3 კბილი ნიორი და დაასხით მდუღარე წყალი. ქილას თავსახური დააფარეთ და დატოვეთ 24 საათის განმავლობაში. ამის შემდეგ, ამ ხსნარში ბამბის დისკოები დაასველეთ და შემოახვიეთ იმ ადგილებს, სადაც საყვავილე ყლორტები უნდა იყოს.

თუ შეამჩნევთ, რომ ქოთანში ობი გაჩნდა, ყვავილი სწრაფად უნდა გადაარჩინოთ. ასეთი სუბსტრატი უნდა შეიცვალოს და ქოთანი კარგად გაირეცხოს. თავად ყვავილი და ფესვები უნდა მოათავსოთ წყალში, რომელშიც წყალბადის ზეჟანგი იქნება გახსნილი. ადუღებულ და გაციებულ წყალში ჩაასხით 4 სუფრის კოვზი წყალბადის ზეჟანგი და მოათავსეთ მასში ყვავილის ფესვები. ასეთი ხსნარი ანადგურებს ბაქტერიებს, სხვადასხვა მავნებელს და ობს. ამის შემდეგ ორქიდეა გადარგეთ ახალ სუბსტრატში.