საი ბაბა – არის ინდოელი წმინდანი, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ, 2011 წელს გარდაიცვალა. თუმცა მისი საქმიანობა და განსაკუთრებით მომავლის წინასწარმეტყველებები, დღემდე ახსოვთ.
საი ბაბას დაბადება ბევრმა ინდოელმა ასტროლოგმა იწინასწარმეტყველა. ყველა ერთხმად აცხადებდა, რომ მსოფლიოში მოწყალე მხსნელი დაიბადებოდა. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, კონკრეტულად რა ჰქონდათ მათ მხედველობაში და რასთან დაკავშირებით გააფრთხილა ინდოელმა კაცობრიობა.
საი ბაბა
ინდოეთში მრავალი წელი ელოდნენ მხსნელს, რომელსაც განკურნების უნარი ექნებოდა და ადამიანებს სწორი მიმართულებით წარმართავდა. ისინი ელოდნენ ჭეშმარიტად რჩეულს, იმას, ვინც შეძლებდა ადამიანებისთვის ესწავლებინა, რა არის ჭეშმარიტება და სიბრძნე.
საი ბაბას დაბადების დღეს სოფელში ხალხმა განსაკუთრებული ნიშანი დაინახა. ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ასაკში, მომავალ წმინდანს უკვე შეეძლო ხალხის სურვილების ასრულება. ასიათასობით ინდოელმა გაიგო საი ბაბას ძალის შესახებ. მას მილიონობით მიმდევარი გაუჩნდა მთელ მსოფლიოში.
ის ხალხს ასწავლიდა სიყვარულს და გულმოწყალებას ყველა ცოცხალი არსების მიმართ. თუ დავუჯერებთ იმას, რასაც ინტერნეტში წერენ, ინდოელს განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა. მას შეეძლო ნივთების მატერიალიზაცია. ეს შეიძლება იყოს დაკარგული ნივთები ან დოკუმენტები, ძველი ფოტოები ან წერილები.
გარდა ამისა, განსაკუთრებულად საოცარი ძალა ჰქონდა ჟესტს, როდესაც ბრძენი ადამიანს ლოცავდა. ერთხელ საი ბაბა გადაიღეს იმ მომენტში, როდესაც ის ამ ჟესტს ასრულებდა. ინდოეთის სხვადასხვა კუთხის ხალხმა დაიწყო მისი მიბაძვა და მოხუცის ფოტოს სახლში ხატების ნაცვლად დებდნენ. ამ სურათს სხეულის მტკივნეულ ადგილებზეც კი იდებდნენ. ამბობენ, რომ ფოტოს სასწაულებრივი ეფექტი ჰქონდა.
ინდოელი წმინდანის წარმოუდგენელი ძალა
ერთხელ ვიღაცამ, როდესაც მოხუცი მამაკაცის ფოტო ხელში ეჭირა, სურვილი ჩაიფიქრა. ეს მაშინ მოხდა, როცა საი ბაბა ცოცხალი აღარ იყო. როდესაც სურვილი ახდა, მთელმა ინდოეთმა დაიწყო იგივეს გამეორება.
საი ბაბა ათობით ინდოელი გურუს წინამძღვარი იყო. იგი ცნობილია თავისი ზუსტი წინასწარმეტყველებებით მომავლის შესახებ. ბრძენმა ერთხელ თქვა, რომ ჩვენ მიწიერ სამყაროში ჩვენი სულების გამო მოვდივართ და არა ჩვენი სხეულისთვის. ჩვენ უნდა შევძლოთ პატიება და დავეხმაროთ მათ, ვინც გვთხოვს. ასე, ჩვენ საკუთარ თავს ვეხმარებით.
ბრძენი ამბობდა, რომ 21-ე საუკუნე იქნება ბოლო დრო პლანეტის მოსახლეობის 70%-ისთვის. 2024 წლამდე სტიქიური უბედურებებისა და ანომალიების რიცხვი მკვეთრი ტემპით გაიზრდება. დადგება ჩვენი სამყაროს აღსასრული და სრულიად ახალი დაიბადება. მასში დედამიწის მოსახლეობის მხოლოდ 30% მოხვდება.
საი ბაბა ამბობდა, რომ ხედავს, თუ როგორ იზრდება ჰაერის ტემპერატურა 72 გრადუს ცელსიუსამდე. მდინარეებსა და ტბებში წყალი ძალიან ცხელდება, ოკეანეები კი ძლიერი ძალით ივსება. ცხოვრება მხოლოდ მთაში იქნება შესაძლებელი, რადგან იქ უფრო სიგრილე იქნება. იქ ადამიანებს შეეძლებათ მიწის დამუშავება და საკვების მოყვანა.
მაგრამ დედამიწაზე მოვა რაღაც ძალები, რომლებიც ადამიანებს გონებას წაართმევენ. ამის შემდეგ მათი მართვა ადვილი იქნება. დიდი წყალი ჩამორეცხავს დედამიწის ტერიტორიების ნაწილს. ვიღაც ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში იპოვის თავშესაფარს, მაგრამ ღრუბლები ამ ტერიტორიის თავზეც გროვდება. იქ სუფთა სასმელი წყლისა და საკვების დეფიციტი იქნება.
ჩვენ დავუბრუნდებით იმ დროს, როდესაც დედამიწის პირველი რუკები იქმნებოდა და ხდებოდა ახალი კონტინენტების აღმოჩენა. სრულიად შეიცვლიან სახეს ჩვენთვის ნაცნობი ქალაქები და ქვეყნები. სანამ პლანეტა გარდაქმნას დაიწყებს, დედამიწა გაიწმინდება ყველაფრისგან, რაც არასაჭიროა. ეს ნიშნავს, რომ დაიწყება ახალი ვირუსების გამოჩენა, თუმცა, ამავე დროს, გაჩნდება მცენარეებისა და ცხოველების ახალი სახეობებიც.
დროთა განმავლობაში გაჩნდება ახალი საცხოვრებლად ვარგისი ტერიტორიები. თუმცა, ადამიანებს თავიდან მოუწევთ მათი შესწავლა. დაიწყება ურთიერთდახმარებისა და მხარდაჭერის დრო. ადამიანები მიხვდებიან, რომ ისე ცხოვრება, როგორც ადრე იყო, უკვე აღარ შეიძლება.