უხსოვარი დროიდან ადამიანებს სურდათ მომავლის ცოდნა. ზოგიერთი ადამიანი აკვირდებოდა ბუნების ცვლილებებს, საკუთარ სიზმრებს და ამაში ფარულ შინაარს ხედავდა. ასეთ ადამიანებს ეძახდნენ რჩეულებს, ჯადოქრებს, შამანებს, ნათელმხილველებს. თითოეულ რეგიონში ასეთ ადამიანებს სხვადასხვანაირად ეძახიან. მნიშვნელობა იგივეა – ასეთ ადამიანებს გააჩნიათ ძალა, რომელიც ლოგიკის კანონებს არ ექვემდებარება.
პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ნათელმხილველებზე გიამბობთ. უფრო სწორად, ერთ-ერთ მათგანზე, რომელიც ოდესღაც ბურიატიაში ცხოვრობდა. ეს არის ბარნახშე ბალთახანოვი ან, როგორც მას ციმბირშიც ეძახდნენ, ბურიატი ნოსტრადამუსი. 94 წლის განმავლობაში ბარნაშკამ (მისი მეტსახელი) ბევრი საინტერესო რამ უამბო კაცობრიობას. თუმცა, ის ყოველთვის ნათელმხილველი არ იყო. 20 წლამდე, ის ჩვეულებრივი გლეხური ცხოვრებით ცხოვრობდა.
ნათელმხილველთა შესახებ
ბარნახშე ბალთახანოვი ძალიან ღარიბ ოჯახში დაიბადა და იძულებული იყო სხვის მინდვრებში ემუშავა, როგორც მისი ოჯახის ყველა წევრი. მძიმე შრომის გამო, მას წერა-კითხვის სასწავლად დრო არ რჩებოდა, ამიტომ ბარნაშკამ წერა-კითხვა არ იცოდა.
ცუდი მეტყველების გამო ბავშვები მას დასცინოდნენ, ბარნახშე კი მორცხვი და გამხდარი ყმაწვილი გაიზარდა. ყველაფერი ერთ დღეში შეიცვალა. მოსავლის აღებისას ბარნახშემ ვიღაცის მზერა იგრძნო. შემობრუნებულმა დაინახა თავისი მეპატრონის დისშვილი, ვისთანაც მუშაობდა. გოგონა მინდორში ყოველდღე მოდიოდა და უყურებდა მას, ცდილობდა ბარნახშეს დალაპარაკებოდა. საპასუხოდ, ის დუმდა, თავისი უცოდინრობით დარცხვენილი.
ასეთი უცნაური მეგობრობის შესახებ გოგონას ოჯახმა შეიტყო. ერთხელ, მძიმე სამუშაო დღის შემდეგ, ბიჭს სასტიკად სცემეს და ორივე ხელი დაამტვრიეს. სწორედ ამ შემთხვევამ შეცვალა ბარნახშეს ცხოვრება. ხელები რომ მოურჩა, მან უცნაური რაღაცეების შემჩნევა დაიწყო.
მაგალითად, როდესაც ბიჭს 22 წელი შეუსრულდა, მას ძლიერი თავის ტკივილი დაეწყო. ბარნახშემ შეამჩნია, რომ როცა ხელებს შუბლზე იდებდა, თავის ტკივილი უქრებოდა. ასე აღმოაჩინა მან საკუთარ თავში მკურნალის ნიჭი. მის ხელებს მტკივნეული ადგილიდან თითქოს ტკივილის ამოქაჩვა შეეძლო. გამოჯანმრთელების იმედით, მასთან უამრავი ადამიანი მოდიოდა სხვადასხვა ადგილიდან.
რით არის ცნობილი ბარნახშე ბალთახანოვი?
ბარნახშეს კიდევ ერთი ნიჭი ჰქონდა. მას შეეძლო გავლენა მოეხდინა მისგან დაშორებულ ობიექტებზე. თვითმხილველები ბარნახშეს სასწაულების შესახებ ყვებოდნენ და ის სწრაფად გახდა ცნობილი მთელ ციმბირში.
დღეს მას მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ წინასწარმეტყველს უწოდებენ. მან მიატოვა ჩვეული ცხოვრება და სოფლებსა და ქალაქებში დაიწყო ხეტიალი. მას შეეძლო დღე-ღამის ნებისმიერ მომენტში სახლის ფანჯარაზე დაეკაკუნებინა. სახლში რომ უშვებდნენ, ის ღუმელს ეყრდნობოდა და ტრანსში მყოფი იწყებდა იმის მოყოლას, თუ რა ელოდა ამ სახლის მცხოვრებლებს.
ადგილობრივებმა იცოდნენ, რომ ამ მომენტში მისთვის ყურადღებით უნდა მოესმინათ და კითხვები დაესვათ. მას შეეძლო სხვადასხვა რამის თქმა, მაგრამ თითოეული თავისთვის ეძებდა არსს. ამ მდგომარეობიდან რომ გამოვიდოდა, ერთი სიტყვაც არ ახსოვდა, რაზე ლაპარაკობდა. წინასწარმეტყველი ნათელმხილველობის უნარს ვერ აკონტროლებდა. ტრანსში მოულოდნელად შედიოდა და ასევე მოულოდნელად გამოდიოდა.
ცნობილი შამანი და ისტორიკოსი ვალენტინ ხაგდაევი იხსენებს, რომ სწორედ ბარნახშემ იწინასწარმეტყველა რუსეთის იმპერიის დაცემა, სსრკ-ს დაშლა და საავტომობილო ინდუსტრიაში ტექნოლოგიების განვითარება. ბარნახშემ ასევე იწინასწარმეტყველა ბურიატების გადასახლება ბაიკალის ტბიდან.
ბალთახანოვს აბსოლუტურად ნებისმიერი ადამიანისთვის შეეძლო მომავლის წინასწარმეტყველება და მისი დაავადებების ამოცნობა. თუმცა, ის წერა-კითხვის უცოდინარ ადამიანად დარჩა. ბარნახშე ბალთახანოვმა 94 წელი იცოცხლა და 1924 წელს გარდაიცვალა. მაგრამ მსოფლიოს ამ დრომდე ახსოვს მისი წინასწარმეტყველებები მომავლის შესახებ, რომლებიც, სამწუხაროდ, კვლავაც ხდება.
მან იწინასწარმეტყველა საშინელი დროება 21-ე საუკუნეში, მიწისძვრები და ქარიშხალი მთელ პლანეტაზე. ის საუბრობდა დროის აჩქარებაზე, რომელიც დღეს იგრძნობა. გასაოცარია, რამდენად ბევრი რამის თქმა მოახერხა მან თავისი საინტერესო და ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში.