ხელის თითების სიგრძე მხოლოდ ჩვენი აღნაგობის თავისებურებებზე არ მეტყველებს. ის ასევე შეიძლება საუბრობდეს ადამიანის ხასიათის ამა თუ იმ თვისებაზე. თითების სიგრძის მიხედვით პიროვნების ძლიერი მხარეების დადგენაც შეიძლება. ფსიქოლოგებმა ასეთი დაკვირვებების უტყუარობა უამრავი კვლევით დაადასტურეს.
გსურთ, უფრო მეტი შეიტყოთ საკუთარი პიროვნების შესახებ? მაშინ ამ სწრაფი ტესტის გავლას გირჩევთ, რომელიც თქვენს ძლიერ მხარეებს დაგანახებთ. შეხედეთ ზემოთ მოცემულ სურათს, რომელზეც სამი ხელია გამოსახული. რომელი ხელი ჰგავს უფრო მეტად თქვენს ხელს ნეკა თითის სიგრძით? პასუხი დაიმახსოვრეთ და წაიკითხეთ ტესტის განმარტებები.
ტესტის შედეგები
სიგრძე №1
ნეკა თითი, რომელიც უსახელო თითზე ერთი ფალანგით მოკლეა, იმაზე მეტყველებს, რომ თქვენ ძალიან ორგანიზებული ადამიანი ხართ. მოგწონთ დისციპლინის მოყვარული ადამიანები, რომლებმაც იციან, რა სურთ. ცდილობთ, გარემოცული იყოთ თანამოაზრეებით, ვისთან ერთადაც თქვენთვის მარტივია დასახული მიზნების მიღწევა. ამასთან, ამ ადამიანებს თქვენ იზიდავთ, რადგან ხართ დადებითი ენერგიის წყარო, რომელიც მაგნიტივით მოქმედებს.
მიუხედავად იმისა, რომ გუნდში მუშაობა არ გიჭირთ, თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროცესს თავად უხელმძღვანელოთ, რადგან დანარჩენებს ვერ ენდობით. თქვენთვის აუცილებელია, რომ შეძლოთ ყველაფრის გაკონტროლება. მხოლოდ ამ შემთხვევაში ხართ დარწმუნებული კარგ შედეგში.
სიგრძე №2
ნეკა თითის ასეთი სიგრძე იმაზე მეტყველებს, რომ თქვენ გაქვთ შემოქმედებითი მიდრეკილებები, რომელთაც განვითარება სჭირდება. თქვენ მხოლოდ ამ სფეროში შეგიძლიათ მიიღოთ ნამდვილი სიამოვნება თქვენი დასრულებული პროექტებისგან. არ აქვს მნიშვნელობა ეს გატაცებაა თუ თქვენი ძირითადი საქმე, მთავარია არავითარ შემთხვევაში არ დაანებოთ თავი შემოქმედებას. თქვენ ამ სფეროში დიდი წარმატება გელით.
შეგინიშნავთ, რაოდენ დიდ გავლენას ახდენთ ადამიანებზე? საქმე ისაა, რომ თქვენ ძალიან გაგიმართლათ. ბუნებამ ადამიანების დარწმუნების ნიჭით დაგაჯილდოვათ. თქვენ მათ საკუთარი თავის რწმენას უბრუნებთ.
სიგრძე №3
თუ თქვენი ნეკა თითი გაცილებით პატარაა უსახელო თითზე, ესე იგი, თქვენ – დიდი ემპათი ხართ. თქვენ დიდი ძალისხმევის გარეშე ხვდებით, თუ რას გრძნობს ადამიანი მოცემული მომენტისთვის. ყოველთვის იცით, რა უნდა უთხრათ ადამიანს გასამხნევებლად ან დასამშვიდებლად. თქვენი წყალობით ადამიანები თავს ბევრად უკეთესად გრძნობენ.
თქვენ ძალიან გახსნილი ადამიანი ხართ. თქვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი ნამდვილი ემოციების გამოხატვა და არა ნიღბის უკან დამალვა. მიგაჩნიათ, რომ არაფერია იმაზე მარტივი, ვიდრე სიყვარულში გამოტყდომა. თქვენ საკუთარი გრძნობების არ გრცხვენიათ. თქვენთვის ბუნებრივია, სიყვარულის გამოხატვა და სხვა ადამიანისთვის იმის ჩვენება, თუ რამდენად ძვირფასია თქვენთვის.
ასეთი მარტივი ტესტის წყალობით, თქვენ აღმოაჩენთ თქვენი პიროვნების ძლიერ მხარეებს, რომლითაც უნდა იამაყოთ და ასევე აღმოაჩენთ სხვა ადამიანების დადებით მხარეებსაც.