მეჰდი ებრაჰიმი ვაფას 15-31 აგვისტოს ექსტრა-ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის. ზაფხულის ბოლო ცხელი იქნება

0
1176

აგვისტოს თვის ჰოროსკოპი, რომელიც 15 რიცხვში გამოვიდა? არ გაგიკვირდეთ, უბრალოდ მეჰდი ებრაჰიმი ვაფა თავის პროგნოზებს კვირების მიხედვით აკეთებს. წინ ზაფხულის ბოლო თვის ზუსტად ნახევარი დარჩა. ამ დროის განმავლობაში შეიძლება ბევრი საინტერესო რამ მოხდეს. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში წაიკითხეთ, რა ელის ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს უახლოეს დღეებში.

აგვისტოს თვის ჰოროსკოპი

აგვისტოს მეორე ნახევარში ვერძმა დაუფიქრებლად არ უნდა იმოქმედოს. ეს განსაკუთრებით ეხება პირად ცხოვრებას და ოჯახურ ურთიერთობებს. სამაგიეროდ, სამსახურში გაქვთ ყველა შანსი მიიღოთ დაწინაურება ან ბონუსი. თქვენ უბრალოდ უნდა გაესაუბროთ უფროსებს და აჩვენოთ, რა წარმატებებს მიაღწიეთ ამ ბოლო დროს. გაბედეთ!

აგვისტოს ბოლო კვირები კუროს იმ შესაძლებლობებს ჩუქნის, რომლებსაც ისინი დიდი ხანია ითხოვენ. ეს იდეალური დროა ვალების და დიდი კრედიტების დასაფარად. თქვენ იგრძნობთ არაჩვეულებრივ ძალას, რომლის წყალობითაც მთების დაძრას შეძლებთ. არ გამოტოვოთ ეს მომენტი!

ტყუპებმა არ უნდა დახარჯონ ძალა და ენერგია ისეთ რამეზე, რაც ოდნავი ყურადღების ღირსიც კი არ არის. თვალყური ადევნეთ დროს და ეცადეთ არ დააგვიანოთ მნიშვნელოვან შეხვედრებზე. ასტროლოგი გირჩევთ, რომ ამ დღეებში მაქსიმალური ყურადღება მიაქციოთ თქვენს ჯანმრთელობას. აგვისტოს ბოლო კვირა განსაკუთრებით ნაყოფიერი იქნება სამუშაო კუთხით. არ გამოტოვოთ იგი!

კირჩხიბებმა აგვისტოს ბოლო კვირებში ყურადღება უნდა გაამახვილონ სამსახურზე. თქვენ შეძლებთ პროდუქტიულ მუშაობას გუნდში და ფასდაუდებელი გამოცდილების გაზიარებას თქვენი კოლეგებისთვის. ყველა ფინანსური საკითხი ამ დროს ძალიან მარტივად მოგვარდება. ასევე, შეგიძლიათ არ შეგეშინდეთ რაიმე სამართლებრივი პრობლემისა და დოკუმენტაციის.

ასტროლოგიური პროგნოზი ლომის, ქალწულის, სასწორისა და მორიელისთვის

ლომებმა არ უნდა აჩვენონ თავიანთი დაღლილობა და სისუსტეები. ახლა არ არის საუკეთესო დრო კრედიტების გაფორმებისთვის და სხვა მსხვილი ფინანსური საქმიანობისთვის. მიჰყევით საკუთარ ინტუიციას და დაუჯერეთ თქვენს სიზმრებს – უახლოეს დღეებში ისინი წინასწარმეტყველური იქნება. სამსახურში გამოიჩინეთ მეტი ინიციატივა თქვენი ავტორიტეტის განსამტკიცებლად. წარმატებები!

ქალწულის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა შეგიძლიათ ყველაფერი სუფთა ფურცლით დაიწყოთ. ასეთი პერიოდები იშვიათია, ამიტომ არ გამოტოვოთ ეს უნიკალური შესაძლებლობა. ხმამაღლა განაცხადეთ საკუთარი თავის შესახებ ყველგან და ყველაფერში. გამოიყენეთ თქვენი შინაგანი პოტენციალი სამსახურში და სასიყვარულო საქმეებში. თქვენ მიაღწევთ წარმატებას!

აგვისტოს მეორე ნახევარში სასწორებმა ნაკლები უნდა იფიქრონ და ნაკლებად უნდა გადატვირთონ საკუთარი ტვინი. ეცადეთ მეტი დაისვენოთ და სპორტით დაკავდეთ. ახლა თქვენს ენერგიას დაცვა სჭირდება. ბევრი დადებითი ცვლილება გელით სახლიდან მოშორებით. უპირველეს ყოვლისა, ეს სამსახურს ეხება, ამიტომ თავისუფლად გაემგზავრეთ მივლინებაში.

მორიელებმა მეტი დრო უნდა დაუთმონ საყვარელ ადამიანებს. გაიხსენეთ, რას მოაქვს თქვენთვის ნამდვილი სიამოვნება და უფრო მეტად გაახარეთ საკუთარი თავი რაიმე სასიამოვნოთი. შეგიძლიათ სამოგზაუროდ გაემგზავროთ, თუნდაც ცოტა ხნით. გაუფრთხილდით საკუთარ ჯანმრთელობას, როგორც ფიზიკურს, ასევე მენტალურს.

ასტროლოგიური პროგნოზი მშვილდოსნის, თხის რქის, მერწყულისა და თევზებისთვის

მშვილდოსნებმა უნდა დაივიწყონ შიში და დაიწყონ მოქმედება. თქვენ საკმაოდ დიდი ფასი გადაიხადეთ იმისთვის, რომ უბრალოდ საკუთარი თავი იყოთ. ნუ იტყვით უარს დახმარებაზე. სავარაუდოდ, 20 აგვისტოს შემდეგ ძალიან საინტერესო შეთავაზებას მიიღებთ. მაგრამ გახსოვდეთ, რომ რაც უფრო მაღალია რისკები, მით უფრო ძლიერი უნდა იყოს გარანტიები. ყველაფერი გამოვა!

თხის რქას ბევრი დამთხვევა ელის, რომელიც ცხოვრების მატერიალურ შემადგენელს შეეხება. შესაძლოა, მიიღოთ დიდი თანხა, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობდით. ასტროლოგი გირჩევთ, რომ მიღებული თანხა ოჯახს და ახლობლებს გაუზიაროთ, თუ ეს მათ სჭირდებათ. სიკეთე ასმაგად დაგიბრუნდებათ!

მერწყულებმა აგვისტოს ბოლოს პირადი საზღვრები უნდა დაიცვან. სხვებისთვის ბოლომდე ნუ დაიხარჯებით, რადგან ახლა თქვენი სიკეთე შეიძლება ბოროტად გაგეხუმროთ. შესანიშნავი დროა ხანმოკლე დასვენებისთვის ან მივლინებისთვის. საკუთარ მომავალზე ახლავე დაფიქრდით.

თევზების ცხოვრებაში ბავშვების ენერგია სუფევს, რომლის წყალობითაც შეგიძლიათ დაორსულდეთ. თუ დიდი ხანია ოცნებობთ ბავშვზე, არ გამოტოვოთ ეს შესაძლებლობა. აგვისტოს ბოლო კვირებში თავს უნდა გაუფრთხილდეთ და ზედმეტი არ იმუშაოთ. და კიდევ, არ უნდა მისცეთ საშუალება სხვა ადამიანებს, რომ თქვენი დადებითი სულიერი თვისებებით ითამაშონ.