ბებიამ მასწავლა იატაკის ისე მოწმენდა, რომ ფული მოვიდეს, ავადმყოფობები კი – წავიდეს. დღემდე ასე ვაკეთებ

6507

სახლის დალაგება – მხოლოდ ჯანმრთელობის საწინდარი არ არის. როდესაც სახლი სუფთაა და ნივთები თავის ადგილზეა, მაშინ მასში ჰარმონია და კეთილდღეობა სუფევს. თუ ფინანსურად გიჭირთ, მაშინ პირველ რიგში სახლიდან არასაჭირო ნივთები უნდა მოიშოროთ. თუ კეთილდღეობის მოზიდვა გსურთ, მაშინ იატაკი მარილით უნდა მოწმინდოთ და ამ დროს კარგ რამეზე იფიქროთ. თურმე იატაკის მარილით რეცხვა დადებითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე, იატაკი კი – დიდხანს ინარჩუნებს სისუფთავეს.

მოვწმინდოთ იატაკი მარილით

არიან ადამიანები, რომლებიც მაინცდამაინც არ იცავენ სისუფთავეს. მათ ნიჟარაში შეიძლება დღეების განმავლობაში იდოს გაურეცხავი ჭურჭელი. ტანსაცმელი მიმოფანტულია ან უწესრიგოდ დევს. და რაც მთავარია, ასეთი ადამიანები ყოველთვის პოულობენ გამართლებას თავიანთი საქციელისთვის. ხან დრო არ აქვთ, ხან პატარები ჰყავთ, ხან რაღაც სხვა პრობლემებია.

სახლში არსებული არეულობა ადამიანის შინაგან მდგომარეობაზეც აისახება. ეს ნიშნავს, რომ ადამიანის სულშიც ქაოსი და არეულობაა. ეს გავლენას ახდენს ფინანსურ საკითხებზე. როცა გრძნობ, რომ ყველაფერი ერთ ადგილზე დგას და რუტინაში ხართ ჩაძირული, დროა იმოქმედოთ. საკუთარ თავში გასარკვევად, ჯერ გარშემო არსებული სივრცე მოაწესრიგეთ.

სახლის დასალაგებლად არ არის საჭირო სხვადასხვა ქიმიური საშუალებების გამოყენება. იატაკის რეცხვისას საკმარისია ჩვეულებრივი სუფრის მარილის გამოყენება. ამის შედეგად თქვენს სახლში სისუფთავე და კეთილდღეობა იქნება.

მარილი ასევე შესანიშნავი საშუალებაა მტვრის ტკიპებთან და სხვადასხვა ბაქტერიებთან საბრძოლველად. ის არ ტოვებს ლაქებს და ზოლებს არცერთ ზედაპირზე. მარილი შესანიშნავი საშუალებაა სხვადასხვა ლაქებისა და დაბინძურების მოსაშორებლად. მარილი ასევე ენერგეტიკულადაც ასუფთავებს სივრცეს, რაც სახლში ახალი იდეების შემოსვლას უწყობს ხელს. ასევე, ის ზრდის ოთახის ტენიანობას, რაც დადებითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე.

როგორ ჩავატაროთ რიტუალი მარილით

იატაკის მარილით გაწმენდა დაგეხმარებათ მოიშოროთ ცუდი ფიქრები და წარუმატებლობის შიში, გაუმკლავდეთ უარყოფით ემოციებს და ცუდ განწყობას. ყოველთვის, როცა სახლის დალაგებას იწყებთ, წარმოიდგინეთ, როგორ აწესრიგებთ ყველაფერს თქვენს სულში.

ნივთების დალაგებისას, იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ ალაგებთ თქვენს აზრებს. მტვრის გაწმენდისას, იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ ასუფთავებთ ნეგატივისგან თქვენს სულს. იატაკის რეცხვისას – წარმოიდგინეთ, როგორ ათავისუფლებთ თქვენს ცხოვრებას ბრაზისგან და ნეგატივისაგან.

და როდესაც დაასრულებთ წესრიგის დამყარებას თქვენს გარშემო და შიგნით, ეს სიტყვები წარმოთქვით: “სუფთა სახლში – კეთილდღეობა, სუფთა სხეულში – ჯანმრთელობა”. ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ დაიბანეთ სახე სუფთა გამდინარე წყლით და ისევ იგივე სიტყვები გაიმეორეთ.

თუ ამას მუდმივად გააკეთებთ, გარკვეული პერიოდის შემდეგ შეამჩნევთ, როგორ შეიცვალა ატმოსფერო სახლში. შედეგად, შეიცვლება თქვენი განწყობა და შინაგანი მდგომარეობა. თქვენი ენერგია დადებით აზრებზე გადაეწყობა და ეს აისახება საქმიან და პირად სფეროებზე. მხოლოდ 2 სუფრის კოვზი მსხვილი მარილი –  10 ლიტრ წყალზე და ამან შეიძლება შეცვალოს თქვენი ცხოვრება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს