მშენებლები საძირკვლისთვის ორმოს თხრიდნენ. როცა ეს იპოვეს, მაშინვე გაიქცნენ.

671

ძველი დროიდან, ადამიანები თავიანთ საგანძურებს მიწაში მალავენ, რათა ისინი ქურდებისა და მძარცველებისგან დაიცვან. ხანდახან, ისინი ვეღარ ბრუნდებიან ამ საგანძურების წასაღებად, ამიტომ ნივთები მიწაში წლებისა და საუკუნეების განმავლობაში ინახება.

ყველაზე ძვირფასი ნივთები იქაა, სადაც არასდროს მოძებნიდით. ხანდახან ისეც ხდება, რომ რემონტის დროს ვპოულობთ ნივთებს, რომლებიც ძალიან ძვირად გაიყიდება. თუ კომუნალური სამსახურების თანამშრომლები ახალი მილების ჩალაგებით არიან დაკავებული, მათ ხანდახან უმართლებთ და მთელ ქონებას თხრიან.

ლუკ ირვინმა ტილსბერიდან, ინგლისიდან, თავის ფარდულში რემონტის გაკეთება გადაწყვეტა. როცა მუშებმა ძველი იატაკი აყარეს, საინტერესო ნივთებს წააწყდნენ: ცხოველების ძვლებსა და სხვადასხვა არტეფაქტს. როგორც ჩანს, ლუქის სახლქვეშ რომაული იმპერიის დროის ვილა იყო ჩაფლული.

მუშები პორტ ბოსტონის რეკონსტრუქციით იყვნენ დაკავებული. ფუნდამენტის ქვეშ ჩასხმული ბეტონის გათხრისას წააწყდნენ ხომალდს, რომელიც XIX საუკუნის შუა წლებში დაიმტვრა.

მეორე მსოფლიო ომის დროს, პატარა ბიჭმა, სახელად დევიდმა, სანტა-კლაუსს მისწერა წერილი და ბუხრის მილში დამალა. 72 წლის შემდეგ, იგი ლუის შოუმ იპოვა, რომელიც იმ სახლის დემონტაჟით იყო დაკავებული. მამაკაცმა იპოვა დევიდი სოციალურ ქსელში და წერილი მფლობელს დაუბრუნა.

პარიზის ერთ-ერთ ბინაში ახალდაქორწინებულებმა რემონტის გაკეთება გადაწყვიტეს. დაქირავებულმა მუშებმა კედელი საცხოვრებელი ფართის გასაზრდელად ჩამოანგრიეს. წარმოიდგინეთ, როგორ გაუკვირდებოდათ, როცა კედელში მუმიფიცირებული პატარა ბავშვი იპოვეს.

2011 წელს ჩინელები პეკინის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალ გზას აგებდნენ. არავინ ელოდა 700 წლის მუმიის ამოთხრას იმ ადგილზე. ეს მინის დინასტიის წარმომადგენელი ქალბატონი აღმოჩნდა.

2013 წელს, ველინგტონში, ინგლისში, ექსკავატორისტები წააწყდნენ XIII საუკუნეში აშენებული სახლის ფუნდამენტს. არქეოლოგები ნაპოვნით მაშინვე დაინტერესდნენ.

1991 წელს, ქვედა მანჰეტენზე ახალი შენობის მშენებლობის დროს, მშენებლებმა აღმოაჩინეს XVII საუკუნის აფრიკული სამარხები. მშენებლობაზე უარი თქვეს და ამ ადგილას სახსოვარი მონუმენტი აღმართეს.

სიეტლში მშენებლებმა ამოთხარეს ბეწვიანი მამონტის ეშვი ამოთხარეს. ესქპერტთა შეფასებით, იგი 60 000 წელზე უფრო ძველია. ეშვი ბუნების ისტორიისა და კულტურის მუზეუმში, სიეტლში მოათავსეს.

შოტლანდიის ნაციონალურ პარკ კაირნგორმსში, ხიდის ქვეშ, იპოვეს დროის კაფსულა, რომელშიც 1894 წლის გაზეთი და ვისკის ბოთლი იდო.

2013 წელს, მადრიდში Apple-ს ახალი მაღაზია შენდებოდა. როცა მშენებლებმა ფუნდამენტის გათხრა დაიწყეს, წააწყდნენ ნანგრევებს. აღმოჩნდა, რომ ეს იყო XV საუკუნეში აშენებული საავადმყოფო, რომელშიც ჭირით დაავადებულებს მკურნალობდნენ.

2017 წელს, ფილადელფიაში საცხოვრებელი კომპრესის მშენებლობა დაიწყეს. არც ამ პროცესს ჩაუვლია საგანძურის პოვნის გარეშე. ამოთხარეს ოცამდე იდეალური კუბო, რომლებშიც XVIII საუკუნის ბაპტისტთა დაუზიანებელი გვამები ესვენა.

სახელმწიფოს მიერ დაქირავებული მუშები იერუსალიმის მიმდებარე ტერიტორიაზე გზას არემონტებდნენ, როცა 1500 წლის წინანდელი ბიზანტიური ტაძრის ნანგრევებს წააწყდნენ.

მეორე მსოფლიო ომის დროს, ჰაერიდან თითქმის 3.4 მლნ ტონა ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩამოაგდეს. 2016 წელს, ბავარიაში 3-ტონიანი ნაღმი აღმოაჩინეს.

დევიდ გონსალესმა შეიძინა ძველი სახლი, აშენებული 1938 წელს. რემონტის დროს, მან კედელზე მიწებებული გაზეთების ჩამოხსნა დაიწყო. ამ გაზეთებს შორის სუპერმენის ყველაზე პირველი კომიქსი აღმოჩნდა. მამაკაცმა იგი აუქციონზე 175 ათას დოლარად გაყიდა.

არიზონელმა სარინა ჯენინგსმა და კლინტონ მაკკალუმმაც ძველი სახლი იყიდეს და მშენებლებს ჩააბარეს. მათ კედელში 500 ათასი დოლარი იპოვეს. ახალი მფლობელების სამწუხაროდ, ფული სახლის ყოფილ მეპატრონეს დაუბრუნეს.

კალიფორნიელმა ნილენდ ნუელმა მისაღებ ოთახში ძველი იატაკის აყრა გადაწყვიტა. როცა იატაკს ძველი ხალიჩა გააცალა, ძალიან გაუკვირდა – ქსოვილის ქვეშ მთელი ამ დროის განმავლობაში ეხატა დაფა თამაშ “მონოპოლიისთვის”.

იარმუტელი (ახალი შოტლანდია) უოტკინსების ოჯახისთვის, რემონტი დასრულდა იატაკის ქვეშ XIX საუკუნის გაზეთებისა და რუკების პოვნით.

გიზეპე კადილიმ და ვალერია ჯარუსომ პალერმოში ძველი ვილა შეიძინეს. ახალ მფლობელებს დაგეგმარების შეცვლა მოუნდათ და რამდენიმე კედელი დაანგრიეს. დემონტაჟის დაწყებისას, შპალერების ფენებს შორის, მშენებლებმა რაღაც უჩვეულო შენიშნეს. აღმოჩნდა, რომ კედლები ოქროსა და ვერცხლის ძვირადღირებული ნახატებით იყო შემკული. კვლევამ დაადგინა, რომ ადრე ვილა მდიდარ მევახშეს ეკუთვნოდა.

გვატემალელმა რამირესების ოჯახმა სამზარეულოში რემონტი დაიწყო. ძველი საღებავების აფხეკისას, მათ მაიას ტომელების უძველესი ნახატები იპოვეს. მათზე ესპანელ კონკისტადორებთან ბრძოლაა ასახული.

ერთმა უელსელმა წყვილმა სარდაფში მოულოდნელად იპოვა ვიქტორიანული ეპოქის სამზარეულო. საიდუმლო ოთახი, ავეჯიანად და ჭურჭლიანად, მეორე მსოფლიო ომის დროს დალუქეს.

წარმოიდგინეთ, რომ თქვენ იპოვეთ კედელში ან სარდაფში მილიონი დოლარი ან ძვირადღირებული ანტიკვარი. იქნებ, ღირს შპალერის ან იატაკის დემონტაჟი? იქნებ, თქვენც გაგიმართლოთ…

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს