პირშუშხას ფოთლები უამრავ დაავადებას კურნავს. ბოსტანში მთელი აფთიაქია დამალული

0
1056

პირშუშხას სამკურნალო თვისებები მასში შემავალი მდოგვის ზეთის გამაღიზიანებელ და მასტიმულირებელ ეფექტს უკავშირდება, რაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას აუმჯობესებს, დაბალი მჟავიანობის დროს გვეხმარება, მადას ზრდის, ასევე ნაღვლის ბუშტის დაავადებების და ნაწლავების ატონიის დროს გვეხმარება.

პირშუშხა 5-ჯერ უფრო მეტ C ვიტამინს შეიცავს, ვიდრე ფორთოხალი და ლიმონი. ასკორბინის მჟავის შემცველობით პირშუშხა შავი მოცხარის ნაყოფს არ ჩამოუვარდება და პოზიციას მხოლოდ წითელ წიწაკას უთმობს.

მასში შემავალი აქროლადი ნივთიერება, ფიტონციდი პათოგენურ მიკრობებს ანადგურებს და ამით მცენარეს ბაქტერიოციდულ თვისებებს ანიჭებს.

პირშუშხას ფოთლებს, როგორც მის ფესვებს ნაღვლმდენი მოქმედება გააჩნიათ, გარდა ამისა დაზიანების დროს ფირფიტის სახით, რადიკულიტის დროს ტკივილის გასაყუჩებლად და ანტიმიკრობულ საშუალებად გამოიყენება. თავად, მე იოდის ნაცვლად არაერთხელ გამოვიყენეთ და ერთი ნაკაწრიც კი არ დაჩირქებულა. მართალია პირშუშხა იოდზე უფრო მეტად წვავს.

პირშუშხას ფოთლები ოსტეოქონდროზის საწინააღმდეგოდ

მტკივნეულ ადგილას პირშუშხას ფოთლები შიდა მხრიდან რამდენიმე ფენად დაიდეთ და თბილად შეიფუთეთ. პროცედურა დღეში ერთხელ, 1,5-2 საათით ჩაიტარეთ. ძლიერი წვის დროს კომპრესი უნდა მოიხსნათ. თუ სუსტ წვას გრძნობთ, მთელი ღამე გაიჩერეთ და დილით მოიხსენით. ძალიან ეფექტური საშუალებაა!

შესანიშნავი რეცეპტი ართროზის სამკურნალოდ

500 გრ მიწავაშლის ძირნაყოფი გარეცხეთ და გააშრეთ. ხორცის გასატარებელ მანქანაში გაატარეთ და ემალის ან თუნუქის ქვაბში ჩაყარეთ. 2 ლ წყალი დაასხით და საშუალო ცეცხლზე დადგით. სანამ წყალი დუღდება, რამდენიმე მუჭა ფიჭვის კვირტები, პირშუშხას ფოთლები და ჭინჭარი დაუმატეთ.

როცა წყალი უკვე კარგად ადუღდება, ქვაბში 1 კგ ზღვის მარილი ჩაყარეთ და კიდევ 20-30 წუთით ხარშეთ. მიღებული მასა მტკივნეულ ადგილას კომპრესის სახით გამოიყენეთ. პროცედურის შემდეგ დაწოლილი უნდა იყოთ, ამიტომ კომპრესი სჯობს საღამოს, ძილის წინ გაიკეთოთ.

ციროზი

ღვიძლის ციროზის დროს 5 პირშუშხას ფოთოლს 0,5 ლ ხარისხიანი არაყი დაასხით და ბნელ ადგილას 5 დღე გააჩერეთ. შემდეგ 1 ჩ/კ ნაყენი დღეში 3-ჯერ მდგომარეობის გაუმჯობესებამდე დალიეთ.

წელის ტკივილი

თუ წელი გტკივათ, 2-3 კარტოფილი მოხარშეთ, შემდეგ გახეხილი პირშუშხა ან პირშუშხას დაქუცმაცებული ფოთლები დაუმატეთ და წელზე დაიდეთ. წინასწარ უხეში ქსოვილი დააფარეთ. შეკარით და კომპრესი მთელი ღამე გაიჩერეთ. პროცედურა ყოველ მეორე დღეს გაიმეორეთ. ასე 10-ჯერ გააკეთეთ. ტკივილი გაქრება.

რადიკულიტი

რადიკულიტის საწინააღმდეგოდ შესანიშნავ რეცეპტს გთავაზობთ. როგორც კი ტკივილს იგრძნობთ, 3 პირშუშხას დიდ ფოთოლს მდუღარე წყალი გადაავლეთ და წყალს დაწურვა აცადეთ. შემდეგ ორად გაკეცეთ და ხელში დაიჭირეთ სანამ არ გაგრილდება. შემდეგ თბილი ფოთლები წელზე დაიდეთ. 15-20 წუთით გაიჩერეთ და ტკივილი გაქრება.

მარილების დაგროვება

მარილების დაგროვების დროს პირშუშხას ფოთლებით იმკურნალეთ. დილით ფოთლები მოკრიფეთ და ფანჯრის რაფაზე დააწყვეთ. საღამოს მტკივნეულ ადგილას მზესუმზირას ზეთი წაისვით, ზემოდან წინასწარ მოკრეფილი პირშუშხას ფოთლები დაიდეთ და შეიხვიეთ. წვას იგრძნობთ, მაგრამ სანამ შეძლებთ მოითმინეთ. შემდეგ ფოთლები მოიშორეთ და მაგიდაზე დადეთ. მეორე დღეს დაინახავთ, თუ მასზე რამდენიმე რამ დაგროვდა. პროცედურა მდგომარეობის გაუმჯობესებამდე გააგრძელეთ.

სურდო, ბრონქიტი

სურდოს და ბრონქიტის დროს პირშუშხას ფოთლები ზურგზე ან მკერდზე დაიდეთ და მალე გამოჯანმრთელდებით.

უკუჩვენება

კუჭის და ნაწლავების მწვავე ანთებითი პროცესების დროს მისი მიღება არ შეიძლება. დიდი დოზით პირშუშხას მიღებამ შეიძლება არტერიული წნევის ზრდა გამოიწვიოს.

გაზრდილი მჟავიანობის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა ანთებითი დაავადების, ასევე ღვიძლის და თირკმლის დაავადების დროს პირშუშხას მიღება არათუ სამკურნალოდ, არამედ საკვები მიზნითაც არ შეიძლება. სწორედ ამიტომ, თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, პირშუშხათი მკურნალობის დაწყებამდე ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ. ეს რჩევა ნებისმიერი სამკურნალო მცენარის გამოყენებას ეხება.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი