როგორ უნდა მიხვდეთ, რომ ჯადოს გიკეთებენ და როგორ უნდა მოიშოროთ ეს ჯადოქრობა სამუდამოდ. ერთი რამ უნდა გაწყვიტოთ

0
9221

თითოეული ადამიანი თავად წყვეტს როგორი დამოკიდებულება ჰქონდეს ჯადოქრობასთან. ვიღაცას არ სჯერა, ვიღაც კი პირიქით, ზედმეტ ყურადღებას აქცევს ამ ფაქტს. მაგრამ, მიუხედავად ჩვენი დამოკიდებულებისა მის მიმართ, ღირს იმის აღიარება, რომ არის რაღაც, რაც არ ექვემდებარება ლოგიკას და მეცნიერებას. და რაც არ უნდა ვეცადოთ, რომ არ შევამჩნიოთ უცნაური რამეები ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენ მაინც ვრჩებით მგრძნობიარენი ჩვენი მისამართით სხვადასხვა გზავნილების მიმართ. ნებისმიერი ნეგატიური გზავნილი ადამიანის მიმართ ხელს უწყობს მისი ფსიქოენერგეტიკული მდგომარეობის დარღვევას. და რაც არ უნდა ეწოდოს მას მეცნიერული თუ მაგიური თვალსაზრისით, არსი იგივე რჩება – ადამიანი მგრძნობიარეა მასზე სხვადასხვა სახის გავლენის მიმართ.

ექსპერტები ამბობენ, რომ არსებობს ორი ძირითადი ნიშანი, რომლითაც ჯადოქრობა განისაზღვრება. პირველ რიგში, ეს არის თქვენი ჯანმრთელობა და განწყობა. ხშირად ხდება, რომ ჯადოქრობის დროს ადამიანს მკვეთრად უტევს აპათია, გაღიზიანებადობა და დეპრესია. და მეორეც, ადამიანს ეუფლება ისეთი შეგრძნება, თითქოს თავსაფრის ქვეშ ცხოვრობს, ან თითქოს უხილავი საყელური ჩამოაცვეს კისერზე და უჭერენ. ასეთ შემთხვევებში, ადამიანმა უნდა ისწავლოს თავის დაცვა და ისწავლოს შელოცვები, რომლებიც მყისიერად მოქმედებს. ასეთ შელოცვას შეუძლია შეცვალოს სიტუაცია და თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა თითქმის მყისიერად.

შელოცვა, რომელიც მყისიერად მოქმედებს

ჯადოქრული საყელური არის ძალიან გავრცელებული ფენომენი მისტიკურ სამყაროში. ადამიანს ეჩვენება, რომ მას ვიღაც ხელმძღვანელობს, თუმცა ამას ის მაშინვე ვერ ხვდება. როგორც წესი, მანამდე ცდილობენ ადამიანს გააკეთებინონ ის, რის გაკეთებაც მას არ უნდა. ასეთი საყელურის დახმარებით ადამიანს ართმევენ ენერგიას და სიცოცხლისუნარიანობას. ადამიანი შეიძლება გახდეს ძალიან ავად, იგრძნოს სისუსტე და დისკომფორტი.

შედეგად, ადამიანს პრობლემები ექმნება სამსახურში, პირად ცხოვრებაში. შესაძლებელია ჯანმრთელობის პრობლემები, ჩვეულ საყვარელ საქმეებს აღარ მოაქვთ მისთვის სიხარული და სიამოვნება. სამყარო ნაცრისფერი და ერთფეროვანი ხდება.

ადამიანს ეჩვენება, რომ ერთფეროვნად ცხოვრობს: ყოველი ახალი დღე წინა დღის მსგავსია. ხშირად ასეთი ჯადოქრობა, ასე ვთქვათ, საყოფაცხოვრებო დონეზე ხდება. ანუ, ამისათვის ჯადოქრებს არ მიმართავენ. ადამიანი უბრალოდ თავის ძლიერ ენერგეტიკას სხვა ადამიანის ენერგიის დასათრგუნად მიმართავს.

საყელურის გასაწყვეტად და ჯადოქრობისგან თავის დასაღწევად, მიუხედავად მთვარის ფაზისა, დღის საათებში, ჩაატარეთ შემდეგი რიტუალი. აიღეთ ნატურალური შავი ძაფი. ეს შეიძლება იყოს შალის, ნახევრად შალის ან ბამბის, მაგრამ არა კაპრონის. შემოიხვიეთ ეს ძაფი კისერზე, მაგრამ არა მჭიდროდ.

ეს არის თქვენი წარმოსახვითი ჯადოქრული საყელური. დაიჭირეთ ძაფი ორივე ხელით და მას შემდეგ, რაც ცოტა ხანს იფიქრებთ თქვენს ჯანმრთელობასა და საქმეების მდგომარეობაზე, შეიგრძენით საკუთარი თავი. გაწყვიტეთ ეს საყელური თქვენს კისერზე და ეს ძაფი 5-6 ნაწილად აქციეთ. წარმოთქვით ეს სიტყვები: “ჯადოქრულ საყელურს ნაწილებად ვაქუცმაცებ, საზრდო წმინდა ცეცხლისთვის, განთავისუფლება – ჩემთვის”. ამის შემდეგ დაწვით ეს ძაფი ისე, რომ პატარა ნაჭერიც არ დარჩეს და ფერფლი ქუჩაში ქარში გაფანტეთ.

ამის შემდეგ აუცილებლად მიიღეთ შხაპი ან აბაზანა. გარეცხეთ ტანსაცმელი, რომელიც ამ რიტუალის ჩატარების დროს გეცვათ. თქვენ მაშინვე იგრძნობთ სიმსუბუქეს, ძალისა და თავდაჯერებულობის მომატებას. ჯანმრთელობა გაუმჯობესდება, საქმეებში წინსვლა გექნებათ, პირადი ცხოვრება კი – სიხარულს მოგიტანთ.