დედამთილთან მივედი სტუმრად და ვნახე, რომ კვერცხს ყინავდა, გამიკვირდა, მაგრამ მან ყველაფერი ამიხსნა

0
4329

ეკონომიურ დიასახლისს არაფერი უფუჭდება! დავუშვათ, თქვენ მოამზადეთ ფხვიერი ცომი ან მაიონეზი და დაგრჩათ კვერცხის ცილა. ან ჰაეროვანი მერინგის გაკეთების შემდეგ კვერცხის გულები არ იცით სად წაიღოთ. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, თუ როგორ უნდა შეინახოთ კვერცხები საყინულეში ისე, რომ მათი გამოყენება ექვსი თვის შემდეგაც შეიძლებოდეს, გემოსა და სარგებლიანობის დაკარგვის გარეშე.

კვერცხი საყინულეში

მნიშვნელოვანია მთავარი წესის დამახსოვრება – მთლიანი კვერცხის გაყინვა შეიძლება მხოლოდ ნაჭუჭის გარეშე, წინააღმდეგ შემთხვევაში კვერცხი გაიბზარება და ბაქტერიების საკვებად იქცევა. საყინულეში არ შეიძლება მოხარშული კვერცხისა და მისი კომპონენტების მოთავსება. გალღობის შემდეგ ის დაკარგავს პირვანდელ სტრუქტურას და თქვენს ხელში დაიშლება.

გაყინეთ მხოლოდ ახალი კვერცხი! მათი სიახლის შემოწმება ძალიან მარტივია: ჩადეთ კვერცხი ღრმა კონტეინერში, დაასხით წყალი და გასაყინად გამოიყენეთ მხოლოდ ის, რომელიც ჩაიძირა. მცურავი “ნავები” უმჯობესია არ გამოიყენოთ.

როგორ გავყინოთ მთლიანი უმი კვერცხი

მოამზადეთ ყინულის ან კექსის ფორმა, სათქვეფი, საკვების ფირი და მიჰყევით მარტივ ნაბიჯებს.

1.ცალკე თასში გატეხეთ კვერცხი და თქვიფეთ სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან ფერს და ტექსტურას.

2. თუ კონკრეტული კერძებისთვის ყინავთ – ტკბილი ან მარილიანი – დაამატეთ მარილი ან შაქარი და კვლავ კარგად აურიეთ.

3. მიღებული მასა ჩაასხით ფორმებში და შედგით საყინულეში 4-5 საათით. ფორმები დამატებით შეგიძლიათ შეფუთოთ ერთ ფენა ცელოფანში ან ფოლგაში.

4. თუ საყინულეში საკმარისი ადგილი არ არის, ამოიღეთ გაყინული კვერცხები კონტეინერებიდან და მოათავსეთ საკვების კონტეინერში ან სპეციალურ ცელოფანში. გამოიყენეთ დანა, თუ კვერცხი მყარად მიეკრა ფორმას.

4. მოხერხებულობისთვის, შესანახ კონტეინერზე დააწებეთ სტიკერი გაყინვის თარიღით. მზადაა! ამ ფორმით კვერცხების შენახვა შესაძლებელია 6 თვის მანძილზე ან უფრო მეტ ხანსაც კი.

როგორ გავყინოთ ცილა და გული ცალ-ცალკე

ეს ძალიან მარტივია, მიჰყევით იმავე ალგორითმს. მთავარია, რომ ჯერ პროდუქტი საფუძვლიანად ათქვიფოთ. გაყინული ცილები შეგიძლიათ გამოიყენოთ მერინგის, ცილოვანი ომლეტის, მინანქრის ან კრემის, ნამცხვრის ან ანგელოზის ბისკვიტის მოსამზადებლად.

გაყინული კვერცხის გული შეგიძლიათ დაუმატოთ ლაფშის, მაფინის ან საფუარიან ცომს, მოამზადოთ მაიონეზი, კრემ-ბრულე ან ბეშამელის სოუსი.

მნიშვნელოვანია: თუ მოულოდნელად აღმოაჩენთ, რომ გაყინული კვერცხები ყინულის ქერქით არის დაფარული, გადაყარეთ ყოველგვარი სინანულის გარეშე. ეს პროდუქტი საკვებად ვარგისი აღარ არის.

კვერცხები საყინულეში: როგორ გავყინოთ კვერცხი

უმჯობესია გაყინული კვერცხი ღამის განმავლობაში გაალღოთ – ამ გზით კვერცხები პირვანდელ ტექსტურას შეიძენს. გადაიტანეთ გაყინული კვერცხი მაცივარში და დილით საქმეს შეუდექით!

თუ გეჩქარებათ, მაშინ კონტეინერი, რომელშიც კვერცხია მაცივრიდან გამოიღეთ და მოათავსეთ ცივ წყალში: ტემპერატურის სხვაობა არც ისე დიდი იქნება და პროდუქტი შეინარჩუნებს თავის სარგებელს. ასეთ გალღობას 20-30 წუთი დასჭირდება.

შეიცვლება თუ არა გამღვალი პროდუქტის გემო? რა თქმა უნდა, დაბალი ტემპერატურა გავლენას მოახდენს, მაგრამ არა არსებითს. შეფ-მზარეულები აღნიშნავენ, რომ კვერცხის გემო ოდნავ სუსტდება, მაგრამ ეს არ აფუჭებს ცომეულს, სადაც კვერცხი სხვა ინგრედიენტების შესაკრავად არის საჭირო. თუ გაყინული კვერცხის გამოყენება გსურთ ფრიტატისთვის ან ომლეტისთვის, დაამატეთ ცოტა მეტი სანელებლები, ბოსტნეული და ახალი მწვანილი.