აუცილებელი სანელებლები სამზარეულოში: ტოპ 5

295

მსოფლიოში უთვალავი რაოდენობის სანელებლები არსებობს, მაგრამ ყველა დიასახლისს სანელებლების საკუთარი ძირითადი ნაკრები აქვს, რომელსაც ის არასოდეს ღალატობს. თუ თქვენ ჯერ კიდევ არ გაქვთ საკუთარი ნაკრები, რომელიც სხვადასხვა კერძების მომზადებაში დაგეხმარებათ, მაშინ პაპარაცის დღევანდელი სტატია წაიკითხეთ. ჩვენ გიამბობთ, რომელი სანელებლებია ყველაზე უფრო საჭირო სამზარეულოში.

ამ 5 სანელებლისგან შემდგარი ნაკრების შეძენის შემდეგ, თქვენ ყოველთვის გექნებათ შესაძლებლობა გაახაროთ თქვენი საყვარელი ადამიანები სრულიად განსხვავებული კერძებით (სუპებიდან და ხემსებიდან დაწყებული, გარნირებითა და დესერტებით დამთავრებული). თქვენ აღარ გექნებათ მაღაზიაში სირბილის აუცილებლობა რაიმე სანელებლის გამო.

ყველაზე საჭირო სანელებლები სამზარეულოში: საჭირო ხუთეული

შავი წიწაკა (მარცვალი)

შავი პილპილის მარცვლები უბრალოდ შეუცვლელია მრავალი კერძის მომზადებისას. დაფქული სანელებლებისგან განსხვავებით, ისინი გაცილებით ნელა იშლება. ამ თვისების წყალობით, შავი პილპილის მარცვლები კერძებს ძალიან გაჯერებულ არომატს და გემოს ანიჭებს. აუცილებლად დაამატეთ პირველი კერძების მომზადებისას. არ ინანებთ!

ძირა (კვლიავი)

ამ სანელებელს განსაკუთრებული თხილის არომატი გააჩნია, რომელიც სხვაში ვერ აგერევა. საკმარისია კერძს დაუმატოთ ძალიან მცირე რაოდენობით ძირა, რათა ის საოცრად გემრიელი გახდეს. გირჩევთ, ეს სანელებელი მთლიანი შეიძინოთ. საჭიროების შემთხვევაში დააქუცმაცეთ და კერძს მოხარშვისას დაუმატეთ. ამ შემთხვევაში ძირა მაქსიმალურად გამოავლენს თავის გემოს.

შებოლილი წითელი წიწაკა (პაპრიკა)

ცეცხლზე მომზადებული ხორცის მირთმევა გინდათ, მაგრამ ბუნებაში გასვლის საშუალება არ გაქვთ? ამ შემთხვევაში მომარაგებული უნდა გქონდეთ შებოლილი წითელი წიწაკა. ეს სანელებელი თქვენს კერძს კვამლისა და ცეცხლის უნიკალურ არომატს მისცემს. დაამატეთ შებოლილი წითელი წიწაკა ბოსტნეულისა და ხორცის კერძებს, რათა თქვენი სტუმრები თქვენი კერძებით აღფრთოვანდნენ. წარმოუდგენლად გემრიელი იქნება!

კურკუმა

ტაილანდურ და ინდურ კერძებში ამ კაშკაშა ფორთოხლისფერი სანელებლის ხშირი გამოყენების გამო, ის ცნობილია მთელ მსოფლიოში. მას აქვს ძალიან რბილი, მაგრამ გაჯერებული გემო. მზარეულები კერძებს კურკუმას უმატებენ არა მხოლოდ გემოსთვის, არამედ საკვებისთვის სასურველი ფერის მისაცემადაც. ეს სანელებელი ბევრ პროდუქტს აფერადებს, რაც მათ კიდევ უფრო მადისაღმძვრელს ხდის.

დარიჩინი

არსებობს მოსაზრება, რომ დაფქული დარიჩინის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ტკბილი ნამცხვრების გამოცხობისას. ამ სანელებლის კომბინაცია ვაშლთან – მარადიული კლასიკაა. სინამდვილეში, დაფქული დარიჩინის გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა ხილის სალათების მომზადებისას, ასევე ზამთრისთვის ტკბილი კონსერვების მომზადებისას. გლინტვეინი სახლის პირობებში მოგიმზადებიათ? შესანიშნავია! თუ დარიჩინის მთელი ჯოხი არ გაქვთ, ეს დაფქული სანელებელი გემრიელ არომატს მისცემს მზა ცხელ სასმელს. ეს გარანტირებულია!

მხოლოდ ეს 5 სანელებელი მოგცემთ საშუალებას შექმნათ სანელებლების შესანიშნავი ბაზა, რომლითაც ნებისმიერი რეცეპტის მომზადებას შეძლებთ. ნუთუ ეს იდეალური არაა?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს