საყოფაცხოვრებო ჯადოქრობა: 1 კოვზი მარილი უნიტაზში სასწაულებს ახდენს, ყველაფერი იდეალურად სუფთაა

0
1172

ისტორიკოსების აზრით, მარილის მოპოვება სადღაც ნეოლითის ხანაში დაიწყეს. მარილის გამოყენება მრავალფეროვანია როგორც მეურნეობაში, ასევე წარმოებაში. სხვადასხვა ქვეყანის დიასახლისები სახლში მარილის გამოყენების სხვადასხვა მეთოდს აგნებენ. ბინაში სისუფთავის შესანარჩუნებლად ყოველთვის გარკვეულ ხრიკებს მიმართავენ. ამ ხრიკების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმია მათი სიიაფე და სიმარტივე. ყველას სურს, რომ სახლში სისუფთავე დაამყაროს, მაგრამ ამავე დროს მთელი ძალები ამაზე არ დახარჯოს.

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში საუბარია სახლში მარილის გამოყენების ხრიკებზე.

მარილის გამოყენება

ჩვეულებრივი სუფრის მარილი ნადებსა და ბაქტერიებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. ადამიანები მარილს უძველესი დროიდან იყენებდნენ, როგორც ბუნებრივ კონსერვანტს. მასში ამარინადებენ ბოსტნეულს, ხორცს, ქონს და თევზს. ასე, პროდუქტები უფრო დიდხანს ინახებოდა და არ ფუჭდებოდა მაცივრის გარეშე.

ჩვენ დღესაც გვიყვარს მარილიანი თევზის ჭამა, ზამთრისთვის ბოსტნეულის დაკონსერვება და ყველგან და ყველაფერში ვამატებთ მარილს. ამის გარეშე, ეს პროცესები შეუძლებელია. თუმცა, მარილი მხოლოდ სამზარეულოში არ არის მთავარი. მარილის წყალობით შეგიძლიათ მოიხსნათ დაღლილობა და ფეხების შეშუპება. ის ხსნის ანთებას და მოქმედებს როგორც ანტისეპტიკური საშუალება.

მარილი შესანიშნავად უმკლავდება ჩვენს სახლში არსებული ბაქტერიების უმეტესობას. მარილი ხსნის მინერალურ ნადებს, რომელიც უნიტაზში წარმოიქმნება. ხისტი წყალი და ფილტრების ნაკლებობა იწვევს უნიტაზში კირქვის წარმოქმნას. ეს არ გამოიყურება მოწესრიგებულად და ესთეტიურად სასიამოვნოდ. ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ერთ მარტივ რეცეპტს გაგიზიარებთ.

როგორ გამოვიყენოთ მარილი უნიტაზის გასაწმენდად

უნიტაზიდან ნადების მოსაშორებლად და კირქვის გასანადგურებლად გამოცდილ დიასახლისებს ყოველთვის აქვთ ქილა მარილი საპირფარეშოსა და აბაზანაში. სასურველია, რომ ქილა იყოს დახურული, წინააღმდეგ შემთხვევაში მარილი დიდი რაოდენობით ტენს შეიწოვს და თვისებებს დაკარგავს.

აიღეთ ერთი მუჭა მარილი და უბრალოდ ჩაყარეთ უნიტაზში. 10 წუთის შემდეგ წყალი ჩაუშვით და მაშინვე დაინახავთ განსხვავებას. მარილი ანადგურებს უნიტაზში წარმოქმნილ ქვას. თუ ქვა უკვე დიდი რაოდენობით წარმოიქმნა, მაშინ საჭირო იქნება ზედიზედ რამდენიმე პროცედურის ჩატარება.

მარილი ასევე შესანიშნავი შემავსებელია არომათერაპიისთვის. ამ გზით, თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ბუნებრივი ჰაერის გამაგრილებელი. ჩაასხით 5-7 წვეთი ეთერზეთი მარილის ქილაში. თუ ასეთ მარილს უნიტაზის გასაწმენდად გამოიყენებთ, დამატებით სასიამოვნო არომატსაც მიიღებთ. უბრალოდ, ნუ გამოიყენებთ ლავანდის ეთერზეთს – არსებოს შანსი, რომ საპირფარეშოში ჩაგეძინოთ. უმჯობესია გამოიყენოთ ციტრუსების და წიწვოვანი ხეების ეთერზეთები, მათ ძალიან სასიამოვნო არომატი გააჩნიათ, რომელიც შესანიშნავად ამხნევებს.

ამ მეთოდით უნიტაზის გასუფთავება ძალიან შესაფერისია სტუმრებთან შეხვედრამდე. და, რაც მთავარია, ისინი სასიამოვნოდ გაოცდებიან იმით, თუ როგორი მშვენიერი დიასახლისი ხართ. უნიტაზის დასუფთავების ამ რეცეპტით თქვენი ყველა მეგობარი დაინტერესდება. ნუ დამალავთ, ეს ხრიკი მათაც გაუზიარეთ. რაც უფრო მეტი ადამიანი იტყვის უარს მავნე ქიმიკატებზე და გადავა ეკოლოგიურად სუფთა დასუფთავების მეთოდებზე, მით უკეთესი ჩვენი პლანეტისთვის.