ნესვი – ნამდვილი განძი ორგანიზმისთვის. სეზონურად ჭამეთ და ჯანმრთელი იქნებით

389

ადრე თირკმლები და სახსრები ძალიან მაწუხებდა, საქმე პოდაგრისკენ მიდიოდა. ერთხელ სადღაც ყური მოვკარი, რომ ჩემი დაავადების დროს ნესვი უნდა ვჭამო და ეს ჩემი დამხმარე საშუალება გახდა!

აი, როგორია ოქროს ნესვი!

ნესვის ყველა სამკურნალო შესაძლებლობის ჩამოთვლა რთულია: ის კურნავს ანემიას, პოდაგრას, შარდკენჭოვან დაავადებას, სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ნაწლავების, ღვიძლის ყველა დაავადების დროს, წყურვილს კლავს, ნერვულ სისტემას ამშვიდებს, ქოლესტერინის გამოდევნას ხელს უწყობს და შარდმდენი და ნაღვლმდენი ეფექტი გააჩნია.

ნესვით მკურნალობის დროს მხოლოდ ბოსტნეულის კერძები უნდა მიირთვათ. ხორცის და რძის პროდუქტები რაციონიდან ამოიღეთ.

თუ სტენოკარდია, შარდმჟავას დიათეზი, ართრიტი, თირკმლის და სანაღვლე სადინარის დაავადებები გაწუხებთ კვირაში 2-ჯერ ნესვის განმტვირთველი დიეტის მოწყობა სასარგებლოა. დღის განმავლობაში 1,5-2 კგ ახალი ნესვი შეჭამეთ, 250-200 გრ მწიფე ნაყოფი ერთ მიღებაზე, ყოველ 1,5-2 საათში შეჭამეთ.

რამდენიმე დღიანი ნესვის დიეტის შემდეგ ოსტეოქონდროზის დროს ტკივილი მცირდება და ხერხემლის მოძრაობა უმჯობესდება.

თირკმელ-კენჭოვანი, შარდკენჭოვანი დაავადება. საღამოს 1 ჭიქა დაქუცმაცებულ ნესვის თესლს 3 ლ თბილი, ანადუღარი წყალი დაასხით და როგორც წყალი შეუზღუდავად დალიეთ. ასე სწრაფ და დადებით შედეგს მიიღებთ. თესლი კარგად გააშრეთ, მაგრამ არ გარეცხოთ. მინის ქილაში შეინახეთ.

ხმელი ნესვის თესლი ყავის საფქვავში დააქუცმაცეთ და 1 ჩ/კ დღეში 3-4-ჯერ იმპოტენციის და პროსტატის ჯირკვლის მკურნალობის დროს მიიღეთ.

თუ დღეში 500 გრ ნესვს შეჭამთ, ყაბზობას მოიშორებთ და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დარეგულირებას შეძლებთ.

სახსრების ტკივილის დროს ჩვეულებრივ მკურნალობასთან ერთად ყოველდღიურად, თუნდაც მხოლოდ სეზონზე, დილა-საღამოს 2-3 ნაჭერი ნესვის ჭამა სასარგებლოა. უკვე 1 კვირაში სიმსუბუქეს იგრძნობთ.

თავის ტკივილის დროს 200 გრ ნესვის ჭამა რეკომენდებულია – ნელ-ნელა, რაც შეიძლება დიდხანს დაღეჭეთ.

ნესვის ქერქი და რბილობი დამწვრობაზე, სისხლჩაქცევებსა და ნაკაწრებზე დაიდეთ. დამწვრობაზე ნესვის წვენის ყინულის კუბის დადება ძალიან კარგია.

ნესვის აბაზანა ალერგიული გამონაყარის დროს დაგეხმარებათ. მის მოსამზადებლად 36-37 გრადუს წყალს 1 ჭიქა ნესვის წვენი ან ნესვის ნაჭრები დაუმატეთ. კურსი – 7 პროცედურა.

ბრონქიტის, პნევმონიის და ასთმის შეტევის დროს ნესვის რბილობის კომპრესი მკერდზე დაიდეთ.

შარდკენჭოვანი დაავადება: 1 ჭიქა დაქუცმაცებულ სელის თესლს 3 ლ თბილი, ანადუღარი წყალი დაასხით, ღამით დააყენეთ და დღის განმავლობაში წყლის ნაცვლად შეუზღუდავად დალიეთ.

იმპოტენციის და პროსტატის ჯირკვლის დაავადების დროს ხმელი სელის თესლი ყავის საფქვავში დააქუცმაცეთ და 1 ჩ/კ დღეში 3-4-ჯერ მიიღეთ.

ნესვის ნიღაბი პიგმენტურ ლაქებს და ფერიმჭამელებს მოგაშორებთ. სახე თბილი წყლით დაიბანეთ. წვრილად დაჭრილი რბილობი თხელ ფენად წაისვით და 10-15 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ ჩამოიბანეთ, ბამბის სალფეთქით შეიმშრალეთ და ნებისმიერი მკვებავი კრემი წაისვით. ასეთი ნიღბის შემდეგ კანი რბილი და ელასტიკური გახდება.

ნესვი განწყობას აგიმაღლებთ, რადგან მასში შედის ნივთიერება, რომელიც ბედნიერების ჰორმონის წარმოებას ხელს უწყობს. სწორედ ამიტომ, ნესვის ჭამა დეპრესიის დროს რეკომენდებულია.

კიდევ ერთი სარგებელი – კაროტინი, რომელიც მხედველობაზე კარგ გავლენას ახდენს. რამდენიმე ნაჭერი საკმარისია, რომ თვალის მდგომარეობა გააუმჯობესოთ.

უკუჩვენება

ცარიელ კუჭზე ნესვის ჭამა არ შეიძლება – ელემენტარული გაუნათლებლობის გამო ახალგაზრდობაში უსიამოვნო შედეგი საკუთარ თავზე გამოვცადე.  ასევე ჭამის შემდეგ იმწამსვე ნესვის მირთმევა არ ღირს. სჯობს ჭამიდან 1,5-2 საათის შემდეგ შეჭამოთ.

ამასთან აღსანიშნავია, რომ ნესვის მიღება ალკოჰოლურ სასმელებთან და თაფლთან ერთად არ შეიძლება. ცივი წყალი არ უნდა დააყოლოთ. ასე შეიძლება ნაწლავების შებერილობა, კოლიკი და მძინე დიარეა მიიღოთ. ნესვი მეძუძურე დედებისთვის უკუჩვენებულია – ბავშვს შეიძლება დისპეფსიური სიმპტომების გაუარესება აღენიშნოს.

დიაბეტის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების გამწვავების პერიოდში, ნაწლავების აშლილობის დროს ნესვის მიღებაზე უარი თქვით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს