ჭინჭრის ნაყენი შესანიშნავი სამკურნალო საშუალება, რომლის გაკეთებას ნებისმიერი შეძლებს

2765

ჭინჭრის ფოთლებისგან ნაყენი მზადდება. ამისთვის არაყი გამოიყენეთ. მსგავსი სამკურნალო საშუალება რომ მოამზადოთ, მცენარის ფოთლები გამოიყენეთ. ჭინჭრის ფოთლები მაისი – აგვისტოს პერიოდში შეაგროვეთ. ფოთლების მოკრეფის დროს ხელთათმანები გამოიყენეთ.

ერთ ნაწილ ნედლ მასალას 3 ნაწილი არაყი დაასხით. 10 დღე დააყენეთ. დასაყენებლად ბნელ, გრილ ადგილას შეინახეთ. თავად ჭურჭელი მინის უნდა იყოს. ნაყენის შესანახად კარადა ან მაცივარი გამოგადგებათ. დაყენების შემდეგ კარგად გადაწურეთ.

ჯადოსნური შესაზელი საშუალება ართრიტის, რადიკულიტის და სახსრების ტკივილის დროს

მსუსხავი ფოთლები ფესვებიანად მოკრიფეთ, გარეცხეთ და გააშრეთ. წვრილად დაჭერით და 0,5 ლ ქილაში ჩატუმბეთ, კარგი ხარისხის არაყი დაასხით და 22 დღე ბნელ, გრილ ადგილას დააყენეთ. თუ ხელები, ფეხები გტკივათ და რადიკულიტი გაწუხებთ, მტკივნეულ ადგილას ღამით შეიზილეთ და თბილად შეიფუთეთ.

თუ დაავადება მიშვებული არაა, სიმპტომები ძალიან სწრაფად გაქრება. თუ თმის ცვენა და თავის ტკივილი გაწუხებთ, ნაყენი თმის ძირებში შეიზილეთ.

გრიპის, სურდოს ან გაციების დროს ბამბა ნაყენში გაჟღინთეთ და კეფა, სახე და ყურები გაიწმინდეთ. ეს ღამით გააკეთეთ. ჭინჭრის ნაყენის კომპრესი ცხიმგროვას შლის. პროცედურა ღამით ჩაიტარეთ და თბილად შეიფუთეთ. სრულ გამოჯანმრთელებამდე იმკურნალეთ.

სპირტზე დაფუძნებული ჭინჭრის ნაყენი

ჭინჭრის ნაყენი ჭრილობის და ტროფიკული წყლულის სწრაფად შეხორცებას ხელს უწყობს. ახალი ფოთლებით მინის ბოთლი აავსეთ და ბოლომდე 70 გრადუსიანი სპირტი დაასხით, კარგად შეფუთეთ და 2 კვირა მზეზე გააჩერეთ. შემდეგ მტკივნეულ ადგილას კომპრესები გაიკეთეთ.

არაყზე დაფუძნებული ჭინჭრის ფოთლების ნაყენი

ზოგადი გამაძლიერებელი საშუალება. 200 გრ ჭინჭარს 0,5 ლ ხარისხიანი არაყი დაასხით, 1 დღე ფანჯრის რაფაზე დადეთ, შემდეგ 8 დღე კარადაში შეინახეთ. ამის შემდეგ გაფილტრეთ. საშუალება მუქი ფერის ბოთლში შეინახეთ. მიღების ნორმა: 1 ჩ/კ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე და ძილის წინ.

ჭინჭრის ნაყენი ნიორთან ერთად

ეფექტური საშუალება სურდოს დაავადების დროს. ამისთვის თქვენ დაგჭირდებათ:

  • 100 გრ ჭინჭრის ფოთლები
  • 100 გრ ნიორის კბილი
  • 0,5 ლ გაზავებული სპირტი ან არაყი

კარგად დაქუცმაცებული ჭინჭარი და ნიორი ქილაში ჩაყარეთ. ამის შემდეგ არაყი დაასხით და გრილ შენობაში 1 კვირა დააყენეთ. 20-30 მლ ყოველდღე მდგომარეობის გაუმჯობესებამდე დალიეთ.

ნიორი-ჭინჭრის ნაყენი იმუნიტეტს აძლიერებს, გაციებას და ცხელებას, ყელის ტკივილს და სურდოს მოგაშორებთ.

ჭინჭრის ნაყენი ცხიმიანი, უსიცოცხლო თმისთვის

თმის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ზრდის დასაჩქარებლად და ჯანსაღი ბზინვარების მისანიჭებლად ჭინჭრის ფოთლებისგან სამკურნალო საშუალება მოამზადეთ. ამისთვის თქვენ დაგჭირდებათ:

  • 100 გრ ახალი ან ხმელი ჭინჭრის ფოთლები
  • 0,5 ლ არაყი ან სპირტი

მცენარე დააქუცმაცეთ, ქილაში ჩაყარეთ, არაყი დაასხით და თავსახური დაახურეთ. აურიეთ და ბნელ, გრილ ადგილას 7-10 დღე შეინახეთ. მზა საშუალება თავის კანში შეიზილეთ, შემდეგ მთელ სიგრძეზე გადაინაწილეთ.

ეფექტის გასაძლიერებლად თავზე საშხაპე ქუდი დაიხურეთ და პირსახოცით შეიფუთეთ. 30-40 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ თავი ჩვეულებრივი შამპუნით დაიბანეთ.

2-3 კვირაში თმის მდგომაროება გაუმჯობესდება. თმა უფრო ძლიერი გახდება, თმის ცვენა შემცირდება და თმა სასიამოვნო ბზინვარებას შეიძენს.

უკუჩვენება

ჭინჭრის საშუალება, მათ შორის ალკოჰოლური ნაყენები უკუჩვენებულია სისხლის გაზრდილი შედედების, ჰიპერტონიის და ათეროსკლეროზის დროს. ჭინჭარი უკუჩვენებულია პოლიპების, კისტის, საკვერცხეების და საშვილოსნოს სიმსივნის მიერ გამოწვეული სისხლდენის დროს.

მისი მიღება ორსულობის, განსაკუთრებით ბოლო თვეებში არ შეიძლება. ჭინჭრით შეიძლება თირკმლის დაზიანება გამოიწვიოთ. ჭინჭრის და მისი პრეპარატების გამოყენება არ ღირს თუ კანზე ჭორფლები, პიგმენტური ლაქები და მზის მიმართ მომატებული მგრძნობელობა გაქვთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს