ამ შემოდგომის პირველი სარკისებრი თარიღი ახლოვდება, არ გამოტოვოთ სანუკვარი სურვილის ასრულების საკუთარი შანსი

0
478

ყველას სურს ოცნების ასრულება, მაგრამ ყველა ადამიანი არ იყენებს პატარა ხრიკებს, რომლებსაც ცხოვრება ჩუქნის. მაგალითად, 2023 წლის 9 სექტემბერს, თქვენ გაქვთ ყველა შანსი, დაიჭიროთ იღბალი და მოიახლოვოთ დიდი ხნის ნანატრი მომენტი, როდესაც თქვენი სანუკვარი სურვილი ახდება. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გიამბოთ, თუ რა უნდა გააკეთოთ ამისთვის.

ოცნების ასრულება

სარკისებრ თარიღებს ყოველთვის განსაკუთრებულ აზრს და მისტიურ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. 9 სექტემბერი ერთ-ერთი ასეთი დღეა. ნუმეროლოგები სერიოზულად უდგებიან ამ თარიღის ძალას. ცხრიანი ხომ კეთილდღეობისა და ბედნიერების სიმბოლოა. განმეორებად ცხრიანებს თქვენი ყველაზე სანუკვარი სურვილის შესრულება შეუძლია. მთავარია არ შეგეშინდეთ რისკის. მამაცებს ბედი აუცილებლად გაუღიმებს.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ არ ისხდეთ და სასწაულს ისე არ ელოდოთ. 09.09 – სიძლიერის დღეა. მისი პოტენციალი მაქსიმალურად უნდა გამოიყენოთ და დღე სარგებლით გაატაროთ. წარმატებას მიაღწევს მხოლოდ ის, ვინც მზად არის იმოქმედოს. ამ დღეს ასტროლოგები გირჩევენ რაც შეიძლება მეტი მნიშვნელოვანი დავალების შესრულებას. შესანიშნავი დღეა იმ ამოცანის შესასრულებლად, რომელიც დიდი ხანია სამომავლოდ გადადეთ.

მაგალითად, თუ დიდი ხანია ფიქრობთ საკუთარი ბიზნესის წამოწყებაზე, მაშინ 9 სექტემბერი ამისთვის შესანიშნავი დღეა. გადადგით პატარა ნაბიჯი მაინც ამ საქმეში. ნახავთ, რომ მომავალში ყველაფერი საათივით წავა. დაწყება ყოველთვის რთულია, მაგრამ ეს დღე ხალხს ძალას აძლევს, თქვენ უნდა გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა. გაბედულ და გადამწყვეტ ქმედებებს მოჰყვება ცვლილებები უკეთესობისკენ.

შემეცნების ხე – სექტემბრის სარკისებრი თარიღის მთავარი სიმბოლოა. არ გაგიკვირდეთ, თუ მაინცდამაინც ამ დღეს რაიმე ახლის სწავლაში ჩაძირვა მოგინდებათ. მფარველი რიცხვი ცოდნისადმი ლტოლვას და ჩვენს მიერ ინფორმაციის აღქმას ამძაფრებს.

ვინაიდან 9 სექტემბერს განსაკუთრებული ენერგეტიკა გააჩნია, ამ დღეს ადამიანები კარგავენ საკუთარ შიშებს და კომპლექსებს. ეს არის ძლიერი ბიძგი, რათა გახდეთ უფრო პროდუქტიული სამსახურში და უფრო ბედნიერი პირად ცხოვრებაში.

ითვლება, რომ სწორედ ამ დღეს არის აუცილებელი რაიმე სერიოზული პროექტის დასრულება. ეს გახსნის ახალ გზებს და მოგცემთ უკეთეს შესაძლებლობებს სხვა დაგეგმილი პროექტების განსახორციელებლად. დაასრულეთ დაწყებული საქმეები და არასოდეს შეჩერდეთ მიღწეულზე! გადაანაწილეთ თქვენი ცხოვრებისეული პრიორიტეტები, თუ გსურთ, რომ უფრო მეტს მიაღწიოთ.

როგორ უნდა გაატაროთ 9 სექტემბერი

ამ დღეს მნიშვნელოვანია გარკვეული წესების დაცვა. პირველ რიგში, ნუ დაიტოვებთ 9 სექტემბრისთვის დაუმთავრებელ საქმეებს. განსაკუთრებით სამსახურთან დაკავშირებულ საკითხებს. ჯობია ყველაფერი წინა დღით მოაგვაროთ, მიუხედავად იმისა, რომ 9 სექტემბერი შესანიშნავი დღეა იმ საქმეების დასასრულებლად, რომლებიც ძალიან დიდხანს გაჭიანურდა. ასევე კარგი დღეა პატიების სათხოვნელად და საყვარელ ადამიანებთან შესარიგებლად.

ამ დღეს დაივიწყეთ სიზარმაცე, თუ არ გსურთ, რომ გაჭირვება მოიზიდოთ. რა თქმა უნდა, ყოველ ჩვენგანს სურს ზოგჯერ დივანზე დაწოლა და არაფრის გაკეთება. თუმცა, სარკისებრი თარიღები სხვა რამისთვის არის. სპეციალისტების რეკომენდაციაა, რომ ამ დღეს არ ეჩხუბოთ ახლობელ ადამიანებს და არ გამოიჩინოთ აგრესია სხვა ადამიანების მიმართ. ასევე, ნუ დანებდებით საკუთარ ახირებებს და დაუფიქრებლად ნუ შეიძენთ ნურაფერს.

როგორ ჩავიფიქროთ სურვილი

ეს დღე იდეალურია სურვილების ჩასაფიქრებლად. უფრო გონივრული იქნება სურვილის ჩამოყალიბება გარკვეულ დროს, როცა საათი 09:09-ს აჩვენებს, იქნება ეს დილა თუ საღამო. სწორედ ამ მომენტში იხსნება პირდაპირი გზა სამყაროსკენ და თქვენი განზრახვა უფრო სწრაფად მიაღწევს საკუთარ მიზანს. სასურველია, რომ სურვილი ჩაიფიქროთ ორჯერ: დილითაც და საღამოსაც. ეს გაზრდის მისი ასრულების ალბათობას.

ცხრიანი შემოქმედებითობის სიმბოლოა, ამიტომ სასურველის მისაღწევად გირჩევთ უჩვეულო მეთოდის გამოყენებას. 9 სექტემბერს რეკომენდებულია გარკვეული ექსცენტრიულობის შემოტანა ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამ დღის განმავლობაში უნდა ჩაიდინოთ უცნაური და სასაცილო მოქმედებები. მაგალითად, მაღაზიაში წადით სახლის ჩუსტებით.

სანამ ამ აბსურდულ საქციელში იქნებით ჩაძირული, მნიშვნელოვანია, საკუთარ თავს დააჯეროთ, რომ თქვენი სურვილი უკვე შესრულებულია. რატომ? ექსცენტრიულობა არღვევს საგნების ჩვეულ მიმდინარეობას და ახალ ენერგეტიკულ ნაკადებს ააქტიურებს. შედეგად, ეს ქმნის ძლიერ ფსიქოლოგიურ განწყობას თქვენი სურვილის ასრულებისთვის.

სურვილის ჩაფიქრება უფრო ტრივიალური გზითაც შეიძლება. უმარტივესი გზაა 9-ჯერ დაწეროთ ყველაფერი, რაზეც ოცნებობთ A4 ფურცელზე. შემდეგ, სურვილების ზოლები უნდა ამოჭრათ და ძილის წინ ბინის სხვადასხვა ადგილას დაალაგოთ. მნიშვნელოვანია, რომ ერთი ზოლი ბალიშის ქვეშ მოათავსოთ.

დასაძინებლად დაწექით არც ისე გვიან. 9-10 სექტემბრის ღამეს კარგად უნდა გამოიძინოთ. ძილის წინ შეგიძლიათ მიმართოთ მედიტაციას ან მოუსმინოთ საყვარელ დამამშვიდებელ მუსიკას. ეს ყველაფერი აუცილებელია იმისათვის, რომ კარგი ფიქრებით დაიძინოთ.

სულ ეს არის! იმედი გვაქვს, რომ 9 სექტემბერს საკუთარი თავისთვის სარგებლით გაატარებთ. დაე, სამყარომ მოისმინოს თქვენი თხოვნები!