ნივთები, რომლებიც ყველა საბჭოთა სამზარეულოში იყო, ახლა კი მათ ღირსეულ შემცვლელს ვერ იპოვით

136

საბჭოთა კავშირში ყველაფერს სინდისიერად აკეთებდნენ, საყოფაცხოვრებო ჭურჭლის ჩათვლით. სამზარეულოს ბუფეტი უამრავ საგანძურს ინახავს. გაუფუჭებელი ხორცსაკეპი მანქანა, ქილების გასახსნელი და ნივრის საჭყლეტი ერთგულად გემსახურება 30, 40 ან თუნდაც 50 წლის განმავლობაში!

ალბათ შენიშნავდით, რომ თუჯის ტაფაში კარტოფილი უფრო გემრიელი გამოდის, ვიდრე ტეფლონის ტაფაში. შეგიძლიათ სწრაფად და მარტივად გააკეთოთ უამრავი პელმენი ძველი რკინის ხელსაწყოს დახმარებით. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ 7 საიმედო საბჭოთა ნივთზე, რომელიც კონკურენციას გაუწევს თანამედროვე სამზარეულოს ტექნიკას.

სამზარეულოს ბუფეტი

1. პელმენის გასაკეთებელი ხელსაწყო

ვახშამზე წვნიანი პელმენი რომ მიართვას, თანამედროვე დიასახლისს უბრალოდ სჭირდება ახლომდებარე მაღაზიაში გაქცევა მზა ნახევარფაბრიკატების საყიდლად. მაგრამ სახლში მომზადებულს მაინც უკეთესი გემო აქვს! თუ ხელთ გაქვთ პელმენების მოსამზადებელი ხელსაწყო, რომელსაც თქვენი ბებია იყენებდა, მაშინ პელმენების მომზადების პროცესი სასიამოვნო გართობად იქცევა.

დიახ, ეს საბჭოთა რკინის ხელსაწყო ერთ კილოგრამს იწონის, ან უფრო მეტსაც, მაგრამ ცომი მას არ ეწებება და ის არასოდეს გაფუჭდება, განსხვავებით თანამედროვე მართკუთხა პლასტმასის კოლეგებისგან. ცოდვაა, რომ ასეთი ხელსაწყო მემკვიდრეობით შვილიშვილებს ან თუნდაც შვილთაშვილებს არ გადასცე.

2. ხორცსაკეპი მანქანა

რას ვიზამდით თანამედროვე ელექტრო ხორცსაკეპი მანქანის გარეშე! ხორცსაც გაატარებს (წუთში 1,5 კგ ხორცი – ხუმრობა არაა), ბოსტნეულსაც დაჭრის, წვენსაც გამოწურავს. მოსახერხებელი, სწრაფი და უსაფრთხოა. მაგრამ როცა სტუმრების მოსვლამდე ერთი საათით ადრე შუქი ჩაქრება, ჩვენი მხსნელი – ძველი, მაგრამ ძლიერი მექანიკური ხორცსაკეპია, რომელზედაც ჯერ კიდევ ახალგაზრდა ბებია კატლეტისთვის ხორცს ატარებდა. საქმესაც შველის და ხელებში ძალასაც გვმატებს.

3. კონსერვის ქილის გასახსნელი

თანამედროვე ქილების გასახსნელი არ არის ყველაზე სანდო არც სამზარეულოში და არც ლაშქრობის დროს. ის მალევე გამოდის მწყობრიდან და, როგორც წესი, ქილის გახსნას დიდი ძალისხმევა სჭირდება. სულ სხვა საქმეა – კარგი ძველი საბჭოთა გასახსნელი ხის სახელურით!

უნივერსალური მოწყობილობა აღჭურვილია კონსერვის გასახსნელი პირით და პატარა კაუჭით, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას მინის ქილებიდან ლითონის ხუფების მოსახსნელად.

4 ნივრის საჭყლეტი

საბჭოთა ნივრის საჭყლეტი ბევრად სჯობს თავის თანამედროვე “მემკვიდრეებს”. ძალიან უნდა ეცადოთ, რომ ამ ალუმინის მონოლითის გატეხვა მოახერხოთ. ასეთი მოწყობილობა არ იჟანგება, არ იღუნება და მისი გამოყენებით ნიორი სწრაფად და მარტივად იჭყლიტება.

სხვა ჭურჭელი სსრკ-დან

5. თუჯის ტაფა

ის არ ბრწყინავს არც ფორმების დახვეწილობით და არც ტეფლონის თანაბარი საფარით. ახალგაზრდა თაობა გვერდს უვლის ძველ თუჯის ტაფას და ამაოდ! სწორედ მისი გამოყენებით მზადდება შეუდარებელი კერძები.

ასეთი კერძების უპირატესობა თუჯის განსაკუთრებულ თვისებებშია. ის თანდათან და თანაბრად თბება, ამიტომ საჭმელი კარგად მზადდება და არ იწვება. ასეთი საგანძური შეგიძლიათ მშვიდი გულით გადასცეთ შთამომავლებს და არ ინერვიულოთ იმ კერძების ხარისხზე, რომლებსაც თქვენი შვილები და შვილიშვილები შეჭამენ.

6. კაკლის ფორმა

მადისაღმძვრელი კაკლები შესქელებული რძით (ასევე სოკოები, გირჩები, დათვები და თევზები – მოწყობილობის ფორმის მიხედვით) მრავალი თაობის საყვარელ დესერტად იქცა. საბჭოთა კავშირის დროს მზრუნველი დედები შვილებს ტკბილი ნამცხვრებით ანებივრებდნენ, რომლებსაც თუჯის ყალიბის გამოყენებით აცხობდნენ.

დღეს თქვენ შეგიძლიათ მარტივად იპოვოთ კომპაქტური და მსუბუქი ელექტრო ანალოგი. სწრაფად მოათავსეთ ცომი ყალიბში, დაელოდეთ რამდენიმე წუთს და მზად არის! არ არის საჭირო არავითარი ტემპერატურის კონტროლი ყალიბის თითოეული ნახევრისთვის. ასეა, თუმცა ბევრი ამტკიცებს, რომ ასეთ ნამცხვარს მაინც ისეთი გემო არ აქვს.

7. მექანიკური წვენსაწური

ახალი ნატურალური წვენით გსურთ თავის განებივრება? შეგიძლიათ მაღაზიაში წახვიდეთ (არ გსურთ დიდი დოზით შაქარი?). შეგიძლიათ, ჯანსაღი სასმელი საკუთარი ხელით მოამზადოთ. ელექტრო წვენსაწური პრობლემას სწრაფად აგვარებს, მაგრამ, როგორც წესი, საკმაოდ დიდი ზომისაა და მალე ფუჭდება.

სულ სხვა საქმეა – საბჭოთა წარმოების კომპაქტური მექანიკური მოწყობილობა. ეს უბრალოდ აღმოჩენაა, რომელსაც კარგი დიასახლისი არასოდეს გადააგდებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს