20 ცნობილი მსახიობი, რომლებმაც იდეალურად განასახიერეს თავიანთი გმირები ბიოგრაფიულ ფილმებში

469

ნებისმიერი ბაიოფიკის მთავარი შემადგენელი ნაწილია მსახიობი, რომელიც ეკრანზე ასახიერებს პიროვნებას, რომელსაც თვითონ ეს ფილმი ეძღვნება. ეს არამხოლოდ გარეგან მსგავსებას, არამედ ჟესტებს, მანერებს, მიმიკებსა და სხვა დეტალებს ეხება, რომლებიც ჩვენ გვამახსოვრდება ადამიანებში.

ახლანდელ ვარსკვლავებს ტყუილად არ უხდიან ძალიან დიდ ჰონორარებს, დღეს ბევრს შეუძლია თუნდაც კეისრის, თუნდაც ჩერჩილის განსახიერება, ამიტომაც გახდა ბაიოფიკები ასეთი პოპულარული.

ახლა კი წარმოგიდგენთ 20 მსახიობს, რომლებმაც თავიანთი როლები შესაშურად შეასრულეს.

ფილიპ სეიმურ ჰოფმანი – ტრუმენ კაპოტე, “კაპოტე”

ტრუმენ კაპოტე ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთი კლასიკოსია. მის კალამს ეკუთვნის საკულტო ნოველა “საუზმე ტიფანისთან”. ხოლო ფილმი მისი რომანის, “ცივსისხლიანი მკვლელობის” წერის პერიოდს ეხება, რომელიც მწერლის კარიერის პიკად ითვლება.

ველ კილმერი – ჯიმ მორისონი, “დორს”

ლეგენდარული კვარტეტის, The Doors, მონაწილე ერთ-ერთ ყველაზე ქარიზმატურ ფრონტმენად ითვლება როკ-მუსიკის ისტორიაში, ხოლო ჟურნალმა Rolling Stone იგი ყველა დროის ას ყველაზე დიდებულ მომღერალთა სიაში შეიყვანა.

ბენ კინგსლი – მაჰათმა განდი, “განდი”

ალბათ, ეს ყველაზე ცნობილი ინდოელი პოლიტიკური მოღვაწეა, რომელიც ინდოეთის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა. მისი არაძალადობრივი ფილოსოფია მსოფლიო ისტორიაში პატივსაცემად იქცა.

მაიკლ დუგლასი – ლიბერაჩე, “კანდელაბრებს მიღმა”

გასული საუკუნის შუა წლებში, იგი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი იყო მსოფლიოში. იგი ფორტეპიანოზე ყველასთვის დასამახსოვრებელი დაკვრითა და მკვეთრი სასცენო ლუქებით გამოირჩეოდა.

ქეით ბლანშეტი – ბობ დილანი, “მე იქ არ ვარ”

დილანს, ხშირად, პოპ-მუსიკაში ბოლო 50 წლის მანძილზე ყველაზე გავლენიან ფიგურად მოიხსენიებენ. მისი სინგლი “Like a rolling stone”, თავის დროზე, გარდამტეხ მომენტად იქცა, თვითო შემსრულებელს კი ლიტერატურაში ნობელის პრემია მიანიჭეს.

ჯეიმს ფოქსი – რეი ჩარლზი, “რეი”

ნაადრევად დაბრმავებულმა ბიჭმა მთელი ცხოვრება მუსიკას მიუძღვნა და ომგამოვლილი ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მუსიკოსად იქცა. მან 17 “გრემი” მოიპოვა და როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში უჭირავს ადგილი.

დენიელ დეი-ლუისი – აბრაამ ლინკოლნი, “ლინკოლნი”

რთულია იმის წარმოდგენა, რომ აშშ-ს მე-16 პრეზიდენტი, ეროვნული გმირი და მონების განმათავისუფლებელი ადამიანის ხსოვნისთვის ბიოგრაფიული ფილმი არ მიეძღვნათ. ლინკოლნის დამსახურება ამერიკული საზოგადოების წინაშე ნამდვილად ძალიან დიდია.

დენზელ ვაშინგტონი – მალკოლმ იქსი, “მალკოლმ იქსი”

მიუხედავად სადავო შეხედულებებისა, იქსი გასული საუკინის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან აფროამერიკელად ითვლება. იგი მტკიცედ იცავდა შავკანიანთა თავდაცვისა და თავგანსაზღვრის უფლებებს, ამასთან, იცავდა ისლამის სწავლებებს.

ჯეფრი რაში – პიტერ სელერსი, “პიტერ სელერსის სიცოცხლე და სიკვდილი”

ზეწარმატებული ბრიტანელი მსახიობი უამრავჯერ იყო ნომინირებული მსხვილ პრემიებზე, თუმცა, ყველაზე დიდი წარმატება მას ინსპექტორ კლუზოს კომედიურმა როლმა მოუტანა.

გერი ოლდმანი და ქლოი უები – სიდ ვიშესი და ნენსი სპანჯენი, “სიდი და ნენსი”

პანკ-როკ ჯგუფ Sex Pistols-ის ბასისტისა და ჩვეულებრივი გოგონას სიყვარულის ისტორია შექსპირის რომეოსა და ჯულიეტას თანამედროვე, თუმცა უფრო ბურუსით მოცულ ანალოგად იქცა.

ბრუნო ჰანცი – ადოლფ ჰიტლერი, “ბუნკერი”

ოლივერ ჰირშბიგელის ფილმი გვიყვება ადოლფ ჰიტლერისა და მესამე რაიხის უმაღლესი ჩინოსნების სიცოცხლის ბოლო საათების შესახებ.

სელმა ჰაიეკი – ფრიდა კალო, “ფრიდა”

ცნობილი მექსიკელი მხატვრის ცხოვრება დაბადებიდან იყო გაჯერებული ტკივილით. 6 წლისას მან პოლიომიელიტი გადაიტანა, 17 წლის ასაკში კი საშინელ ავარიაში მოჰყვა. მიუხედავად ამისა, მხატვარს ხასიათი და ფერწერის მიმართ სიყვარული არ შეცვლია.

ჰილარი სვონკი – ამელია ერჰართი, “ამელია”

აშშ-ს ეროვნულმა გმირმა, რომლის სიკვდილიც დღედე ამოუცნობად რჩება, 1937 წელს განახორციელა მსოფლიოს გარშემო გადაფრენა, თუმცა, უგზოუკვლოდ დაიკარგა სადღაც წყნარ ოკეანეში. სამძებრო ოპერაციები ამერიკული საზღვაო-სამხედრო სამსახურებისთვის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ღონისძიება გახდა.

ოდრი ტოტუ – კოკო შანელი, “კოკოდან შანელამდე”

ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოდელიორი მნიშვნელოვნად განსაზღვრავდა XX საუკუნის მოდას. მისი კომპანია Chanel დღემდე ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბრენდია მსოფლიოში.

ეშტონ კაჩერი – სტივ ჯობსი, “ჯობსი”

ადამიანი, რომელმაც ნაწილობრივ განსაზღვრა თანამედროვე ტექნოლოგიების სამყარო და, შესაძლოა, ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო მეწარმეც იყო მსოფლიოში. დღეს Apple მსოფლიო ბაზრის სმარტფონების დაახლოებით მესამედს ფლობს, არადა, ახალი ფირმები თითქმის ყოველდღე ჩნდება.

მორგან ფრიმანი – ნელსონ მანდელა, “შეუპოვარი”

ადამიანთა უფლებების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დამცველი, რომლის საქმიანობის პიკმაც სამხრეთი აფრიკის რესპუბლიკაში მოღვაწეობისას მიაღწია. განდის არაძალადობრივი ფილოსოფიის მიმდევარმა, თავისი პრეზიდენტობის პერიოდში, უამრავი სოციალურ-ეკონომიკური რეფორმა გაატარა, რომლებიც დადებითად აისახა სახელმწიფოს მდგომარეობაზე.

მერილ სტრიპი – მარგარეტ ტეტჩერი, “რკინის ლედი”

ბრიტანეთის 71-ე პრემიერ-მინისტრმა და ევროპის პირველმა ქალმა-პრემიერმა, რომელმაც გატარებული პოლიტიკისთვის მიიღო მეტსახელი რკინის ლედი, შეძლო ბრიტანეთის ეკონომიკის აღდგენა და სახელმწიფოს აყვანა მსოფლიო დონეზე.

ანდრე ბენჟამინი – ჯიმი ჰენდრიქსი, “ჯიმი: ყველა ჩემს მხარესაა”

ყველა დროის დიდებული გიტარისტი, რომელმაც პირველმა დაამტკიცა, თუ რისი გაკეთება შეუძლია გიტარას რეალურად. ამიტომ, მას დიდებულ ვირტუოზად და იმ ადამიანად მიიჩნევენ, რომელმაც როკ-მუსიკა შეცვალა.

ედი რედმეინი და ფელისიტი ჯონსსი – სტივენ და ჯეინ ჰოკინგები, “ყველაფრის თეორია”

თეორიტიკული ფიზიკისა და კოსმოსოლოგიის გიგანტი, რომელმაც მეცნიერების პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის საყოველთაო სიყვარული დაიმსახურა. სამწუხაროდ, სიცოცხლის დიდი ნაწილი ჰოკინგმა ინვალიდის ეტლზე მიჯაჭვულმა გაატარა – იგი ლუ გერიგის დაავადების შედეგად პარალიზდა.

ენტონი ჰოპკინსი – ალფრედ ჰიჩკოკი, “ჰიჩკოკი” 

სერ ჰიჩკოკის სახელი დღემდე ორ სიტყვასთან – თრილერთან და სასპენსთან – ასოცირდება. დღემდე არავის შეუძლია თავის ფილმში ატმოსფეროს ისე დაძაბვა, როგორც ეს მან მოახერხა. იგი ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რეჟისორად ითვლება.

ბაიოფიკები იშვიათად მოიცავს პიროვნების ცხოვრების დიდ ნაწილს, ისინი რამდენიმე საკვანძო ეპიზოდს გვიჩვენებს. სწორედ ამიტომ, მსახიობები მაქსიმალურად უნდა ცდილობდნენ თავიანთი გმირების აზრებისა და ემოციების სწორად გადმოცემას, რათა მაყურებელს გაუჩნდეს შეგრძნება, თითქოს იგი კინოქრონიკას უყურებს. ეს ყველაზე ძლიერ განასხვავებს ასეთ ფილმებს ჩვეულებრივი მხატვრული მოფიქრებული სიუჟეტებისგან.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს