თქვენ უკვე მოემზადეთ შემოდგომისთვის? პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ სექტემბრის თვის ახალ ჰოროსკოპს ტამარა გლობასგან. ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ ყველა შანსი მოიფიქროთ, თუ როგორ გაატარებთ ამ თვეს მაქსიმალური სარგებელით საკუთარი თავისთვის. დავიწყოთ!
სექტემბრის ჰოროსკოპი
ვერძისთვის სექტემბერი პროდუქტიული იქნება შრომითი და შემოქმედებითი თვალსაზრისით. თქვენ დიდ დროს დაუთმობთ საკუთარ პროექტებს. თუმცა გახსოვდეთ, რომ ყურადღება ახლობლებსაც უნდა დაუთმოთ. ასევე ამ თვეში შეგიძლიათ თამამად განახორციელოთ დიდი ფინანსური ტრანზაქციები და შესყიდვები.
კუროს რეფლექსიის თვე ელის. თქვენ საკუთარ ცხოვრებაზე იფიქრებთ და მომავალს დაგეგმავთ. მაგრამ ნუ იჩქარებთ გეგმების განხორციელებას. ყველაფერს თავისი დრო აქვს! პირველ რიგში, გამოასწორეთ ურთიერთობა ახლობელ ადამიანებთან. ნუ შეგეშინდებათ ახალი ნაცნობობის, რადგან რომელიმე მათგანი შეიძლება თქვენთვის საბედისწერო გახდეს.
ტყუპებმა თავი ხელში უნდა აიყვანონ: სექტემბერში დასვენების დრო არ გექნებათ. ბევრი შრომა და გეგმები, რომელთა ასრულებაც გსურთ, გაიძულებთ, რომ მუდამ საქმეებში იყოთ. მაგრამ შეეცადეთ, რომ ამას საკუთარი ჯანმრთელობა არ შესწიროთ. ბალანსი ყველაფერში – ძალიან მნიშვნელოვანია!
კირჩხიბებს სამსახურში კონფლიქტებისა და ჩხუბების სერია ელით. თქვენ უნდა იმოქმედოთ ფრთხილად, იფიქროთ შედეგებზე. იყავით გულწრფელი თანამშრომლებთან და წადით კომპრომისზე, როდესაც შეძლებთ. დაიმახსოვრეთ, რომ ახლობლები ყოველთვის მხარს დაგიჭერენ, ამიტომ ნუ დათრგუნავთ საკუთარ ემოციებსა და განცდებს.
ჰოროსკოპი ლომის, ქალწულის, სასწორისა და მორიელისთვის
ლომებისთვის შემოდგომა ძალიან მშვიდად დაიწყება. მათ ბევრი დრო ექნებათ სექტემბრის გეგმების შესადგენად და შესასრულებლად. გაგიჩნდებათ შემოქმედებითი შთაგონება, რის წყალობითაც სამსახურში შეძლებთ ახალი წარმატებების მიღწევას. ასევე, სიურპრიზებს პირად ცხოვრებაშიც ელოდეთ!
ქალწულების ცხოვრებაში სოციალურად აქტიური პერიოდი დაიწყება. ბევრ ახალ ნაცნობს გაიცნობთ, რის წყალობითაც შეძლებთ კარიერული განვითარების ვექტორის შეცვლას. გაჩნდება ახალი სურვილები და ამბიციები. არ გამოტოვოთ ეს შესაძლებლობა და დაიჭიროთ იღბალი! პირადში კი, პირიქით, სიმშვიდის პერიოდი გელოდებათ.
სასწორები ენერგიულები და ამბიციურები არიან. სამსახურში წარმატება სასურველ შედეგს მოგიტანთ. შესაძლოა, დაწინაურდეთ და ეს სტიმულს მისცემს შემდგომ განვითარებას. გირჩევთ, გამოსცადოთ საკუთარი ძალები ახალ გატაცებაში. ეს ასევე შეიძლება იქცეს შემოსავლის კიდევ ერთი წყაროდ. ურთიერთობებში საკუთარ გულს მიენდეთ და ნუ მიიღებთ მკვეთრ გადაწყვეტილებებს.
მორიელების ცხოვრებაში ბევრი ახალი საქმე და ვალდებულება გაჩნდება, მაგრამ ამის არ უნდა შეგეშინდეთ. გჯეროდეთ საკუთარი ძალების და აუცილებლად მიაღწევთ წარმატებას! გახსოვდეთ, რომ შეგიძლიათ მიიღოთ საყვარელი ადამიანების მხარდაჭერა. ნუ შეგეშინდებათ, აჩვენოთ მათ თქვენი სისუსტეები და სთხოვოთ დახმარება.
ჰოროსკოპი მშვილდოსნის, თხის რქის, მერწყულისა და თევზებისთვის
დატვირთული ზაფხულის შემდეგ მოდის მშვიდი და წყნარი შემოდგომა. მშვილდოსნებისათვის ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა ამოსუნთქვისა და მიწაზე დაშვებისა. იფიქრეთ მომავალზე, დაისვენეთ და განახლებული ძალებით შეუდექით ნაყოფიერ მუშაობას. ეს დაგეხმარებათ სამსახურში ახალი შედეგების მიღწევაში.
თხის რქები სექტემბერში ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ, რომ რაიმე სახის უსიამოვნება არ შეექმნათ. დაუკვირდით საკუთარ სიტყვებს, განსაკუთრებით სამსახურში. ალბათ ვიღაც თქვენზე გაბრაზებულია. ყოველ შემთხვევაში, თუ სინდისი სუფთა გაქვთ, არ უნდა ინერვიულოთ. მაგრამ გახსოვდეთ, რომ ყოველთვის ყურადღებით უნდა იყოთ. ნუ შეგეშინდებათ ნათესავებისგან დახმარების თხოვნის.
შემოდგომის პირველ თვეში მერწყულს კარგი ამბები ელის. ცხოვრებაში მართლაც სასიამოვნო პერიოდი დგება და ის მაქსიმალურად უნდა გამოიყენოთ. მოძებნეთ ბალანსი სამსახურსა და დასვენებას შორის. გირჩევთ, რამდენიმე დღე დაისვენოთ და ოჯახთან ერთად ბუნებაში წახვიდეთ. თქვენს ახლობლებს განსაკუთრებულად დასჭირდებათ თქვენი მხარდაჭერა.
თევზები უნდა დაფიქრდნენ ცხოვრებისეულ ცვლილებებზე. სექტემბერი შესანიშნავია საცხოვრებლად სხვაგან გადასვლისთვის ან ახალი სამსახურისთვის მოსამზადებლად. ასევე შეგიძლიათ განიხილოთ ემიგრაციის საკითხი, თუ ის თქვენთვის აქტუალურია. შეეცადეთ რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ ახლობელ ადამიანებთან. ეს ძალებს მოგმატებთ!