მერწმუნეთ, სიტყვის ძალა არის წმინდა მაგია, ასე ვთქვათ, ქვეცნობიერის გასაღები. ზოგიერთი სიტყვა ოცნებებთან გვაახლოებს, ზოგი კი ხელს გვიშლის რაიმე შედეგების მიღწევაში. თუმცა, არსებობს გარკვეული სიტყვები-პაროლები, რომელთა გამოყენებით შეგიძლიათ არა მხოლოდ გააუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი, არამედ გახდეთ უფრო მხიარული.
ეს გამონათქვამები რაღაცნაირად სასწაულებრივად თრგუნავს ყოველგვარ ნეგატიურ აზრს ჩვენს გონებაში. ბიოენერგეტიკაში გამოყოფენ 20 ძირითად სიტყვა-პაროლს წარმატებისთვის ნებისმიერ საქმეში, ცხოვრებაში უსაზღვრო სიყვარულის მოზიდვისთვის და ბედნიერების შეგრძნებისთვის. თუმცა ასეთ სიტყვებთან მუშაობისას საჭიროა გარკვეული წესების დაცვა. ამ ყველაფრის შესახებ პაპარაცის დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით.
პაროლი სიტყვების გამოყენების წესები
აქ ყველაფერი საკმაოდ მარტივი და ბანალურია: ხმამაღლა წარმოთქვით საჭირო სიტყვა-პაროლი და აამოქმედეთ დადებითი ცვლილებების მექანიზმი. მაგრამ ასეთ ელემენტარულ საკითხშიც კი არსებობს გარკვეული ნიუანსები:
- არ წარმოთქვათ პაროლი სიტყვები საჭიროების გარეშე. თქვენ გულწრფელად უნდა გჯეროდეთ თქვენი ჩანაფიქრის ასრულების. სურვილები უნდა იყოს პირადად თქვენი და არა ვინმეს მიერ თავსმოხვეული.
- ამ მეთოდში ეჭვი არ უნდა შეიტანოთ. სკეპტიციზმი ყველაზე ცუდი მოკავშირეა მსგავს საკითხებში.
- აირჩიეთ რამდენიმე სიტყვა-პაროლი, რომელიც, თქვენი აზრით, დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში. გაიმეორეთ ისინი მთელი დღის განმავლობაში რაც შეიძლება ხშირად.
20 სიტყვა-პაროლი სურვილების შესასრულებლად
პაროლი სიტყვები – წარმოადგენს მუშა მეთოდს საკუთარი თავის დაპროგრამებისთვის – წარმატებასა და სურვილების შესრულებაზე. მათი ყოველდღიური გამეორებით თქვენ თქვენს ცნობიერებას ქვეცნობიერთან აკავშირებთ. ეს კი თქვენს ცხოვრებას დროთა განმავლობაში მკვეთრად შეცვლის! შევამოწმოთ?
- 1.დაცვა (დამიცავი) – იცავს საფრთხისა და უსიამოვნებისგან დასახული მიზნებისკენ მიმავალ გზაზე;
- 2. წინ – თქვენთვის საინტერესო საქმეში სწრაფი გარღვევისთვის;
- 3. გაადვილება – რთული სამუშაოს მარტივად შესრულება და დაბრკოლებების გადალახვა;
- 4. დასრულება (ვასრულებ, საჭიროა დასრულება) – ეჭვების, წყენისა და შიშის მოშორება;
- 5. შემიძლია – ნებისყოფისა და მოტივაციის განვითარებისთვის;
- 6. ვიყო (მე ვიქნები) – ხელს უწყობს შინაგანი ბლოკების მოშორებას, ცნობიერებას ჰარმონიულს ხდის;
- 7. აშკარად (გამოჩნდი) – მტანჯველ კითხვაზე პასუხის საპოვნელად საჭირო ცოდნისა და მოგონებების ამოტივტივება;
- 8. მოშორდი – სიტყვა, რომელიც ათავისუფლებს უარყოფითი აზრებისაგან, მავნე ჩვევებისა და დამოკიდებულებებისგან;
- 9. იმოძრავე – ამარცხებს სიზარმაცეს, დეპრესიას და აპათიას;
- 10. შეძენა – ხელს შეუწყობს ახალი შესაძლებლობების დაუფლებას;
- 11. ყურადღება – სიტყვა, რომელიც მოგაშორებთ ყოველგვარ ეჭვს;
- 12. იბრძოლე – დაგეხმარებათ გამარჯვების მოპოვებაში (სასამართლოში, შეჯიბრში);
- 13. ჩართვა (ჩაირთე) – გამოიყენება სხვა ადამიანების დასარწმუნებლად, საკუთარ სიმართლეში;
- 14. გახსნა (ვხსნი) – აძლიერებს თვითშეფასებას, ავლენს ნიჭს, ხელს უწყობს კარგ ჯანმრთელობას.
- 15. საკმარისია – დაცვა სესხებისგან, ვალებისა და მატერიალური პრობლემებისგან;
- 16. ჩუმად (სიჩუმე) – სიტყვა, რომელიც აღვიძებს ექსტრასენსორულ შესაძლებლობებს;
- 17. წესრიგი – გამოსავლის პოვნა ჩახლართული სიტუაციიდან;
- 18. პირადად – იზიდავს წარმატებას ნებისმიერ არჩეულ საქმიანობაში;
- 19. აზრი – ნიშნავს გახდე გაბედული და უშიშარი;
- 20. დაცვა (ვიცავ რაიმეს) – ხელს უწყობს აუცილებელი ცხოვრებისეული გამოცდილების მიღებას.
ჩვენი რეალობა არასტაბილურია. ის ხდება აუტანელი ან ბედნიერი მხოლოდ იმის მიხედვით, თუ როგორ ხედავს მას კონკრეტული ადამიანი. უკმაყოფილების აშკარა გამოხატვა, ყურადღების მუდმივად ცუდზე გადატანა, ადრე თუ გვიან, ნეგატიურ მოვლენებამდე მიგვიყვანს. დადებითი აფირმაციების წარმოთქმით კი – თითქოს ჩვენს ცხოვრებაში წარმატებას ვიწვევდეთ. პაროლი სიტყვები ამაში 100%-ით დაგეხმარებათ. იზრუნეთ საკუთარ თავზე და იყავით ბედნიერები.