დაიწერეთ ეს ციფრი ხელის გულზე და ფულს მოიზიდავთ, ყველაზე ძლიერი შელოცვა ფინანსური წარმატებისთვის

551

თითოეული ადამიანის ფინანსური კეთილდღეობა პირდაპირ დამოკიდებულია მის ენერგეტიკაზე. რაც უფრო ძლიერი და სუფთაა კონკრეტული ადამიანის ენერგეტიკა, მით უფრო დიდია მისი წარმატების პოტენციალი. ყველა ადამიანს შეუძლია იყოს წარმატებული, მდიდარი და ბედნიერი. ამისათვის ენერგიის რამდენიმე უნივერსალური კანონის ცოდნაა აუცილებელი. ამ შემთხვევაში წარმატება და კეთილდღეობა მუდამ ადამიანის თანმდევი იქნება. ზოგჯერ ხდება, რომ კოლოსალური ფინანსური პოტენციალის მქონე ადამიანი თავად ბლოკავს მას.

შელოცვა ფულზე სახლის პირობებში

გაუგებარი შიშები, თავდაჯერებულობის ნაკლებობა, დესტრუქციული აზრები – ეს ყველაფერი ბლოკავს ადამიანის წარმატებას. ენერგიას უბრალოდ არ შეუძლია ამ ბლოკების გავლა და ადამიანი წყვეტს უკეთესისკენ სწრაფვას და ჩერდება ფინანსურ განვითარებაში.

იმისთვის, რომ ენერგიამ შედეგი მოიტანოს, ის მუდმივად უნდა ცირკულირებდეს როგორც ჩვენს ირგვლივ, ასევე შიგნით. ამ შემთხვევაში იქნება წარმატება და ფინანსური კეთილდღეობა. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში საუბარია შელოცვაზე, ფულის მოსაზიდად. ის დაგეხმარებათ ბლოკების მოხსნაში, შიშების გადალახვაში და თავდაჯერებულობის მომატებაში. ძალიან მალე იგრძნობთ ძალების მოზღვავებას და თქვენს ცხოვრებაში ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება.

ადამიანის დაბადების მომენტში მის ცხოვრებაში ჩნდება ელემენტი. ეს ელემენტი მოწოდებულია მართოს ადამიანის ცხოვრება და დაიცვას იგი. ის პირდაპირ კავშირშია ადამიანის დაბადების თარიღთან, რადგან თითოეული რიცხვი გარკვეული ძალის მატარებელია.

როდესაც ადამიანი სწავლობს ამ რიცხვების მართვას, ის სწავლობს მისი დაბადების ელემენტების მართვას. ამის შემდეგ ეს ელემენტი წყვეტს ქაოტურ მოძრაობას და იწყებს მიზანმიმართულ მუშაობას ადამიანის კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად.

როგორ ჩავატაროთ რიტუალი

იმისათვის, რომ გააღვიძოთ თქვენი ელემენტი, განურჩევლად მთვარის ფაზისა, ძილის წინ შემდეგი რიტუალი ჩაატარეთ. რიტუალის ჩატარებამდე მოდუნდით, მედიტაციით დაკავდით ან უბრალოდ სიჩუმეში იჯდეთ. ამ დროს თქვენი აზრები დამშვიდდება, ენერგიები ნორმას დაუბრუნდება.

აიღეთ კალამი და მარცხენა ხელზე, ცერის ქვეშ ბალიშზე დაწერეთ თქვენი დაბადების წლის ბოლო ციფრი. 0-დან 9-მდე, შემდეგ შემოხაზეთ. ნუმეროლოგიის მიხედვით, სწორედ დაბადების წლის ბოლო ციფრი ასოცირდება ელემენტთან, რომელიც თქვენს ცხოვრებას აკონტროლებს.

ციფრის დაწერისა და შემოხაზვის შემდეგ, შემდეგი სიტყვები წარმოთქვით: მე მოვუწოდებ ჩემს ელემენტს მომგებიანი საქმეებისთვის. და დაიძინეთ. დილით ეს რიცხვი უნდა ჩამოიბანოთ. დღის განმავლობაში, თუ რაიმე გეგმები, ფინანსური იდეები, პროექტები გაგიჩნდებათ, ეს ყველაფერი ბლოკნოტში ჩაიწერეთ.

თუნდაც მოგეჩვენოთ, რომ ეს იდეები სრულიად გიჟურია. აუცილებლად ჩაიწერეთ თითოეული მათგანი. მოგვიანებით ამ იდეიდან შესაძლოა გაჩნდეს ახალი უნიკალური პროექტი. ასეთი რიტუალის შემდეგ, თქვენს ცხოვრებაში ფული მეტად მოულოდნელი გზებით გამოჩნდება.

ცხოვრებაში, წარმატების მისაღწევად აუცილებელია ყველა ხელმისაწვდომი მეთოდის გამოყენება. თითოეულმა ადამიანმა, ვისაც ფინანსური კეთილდღეობა სურს, უნდა იშრომოს და საკუთარი ცხოვრება თავად უნდა დაგეგმოს. რვეულში ჩაწერილი იდეები კი რეალიზების მიზანს წარმოადგენს. ვინ იცის, რა წარმატების მოტანა შეუძლია ამა თუ იმ იდეას? მაშინაც კი, როდესაც გგონიათ, რომ ეს სრულიად არარეალური და შეუძლებელია. ცხოვრებაში ხომ ყველაფერი შესაძლებელია, თუ ეს ნამდვილად გინდა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს